სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლეილა მუსტაფაევა ორი მაღალჩინოსნის გათავისუფლებასა და შსს-ს შუალედურ ანგარიშზე
ლეილა მუსტაფაევა ორი მაღალჩინოსნის გათავისუფლებასა და შსს-ს შუალედურ ანგარიშზე

ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის ორი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას გა­მო­ძი­ე­ბის კუ­თხით არა­ნა­ი­რი აზრი არ აქვს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, აფგან მუხ­თარ­ლის მე­უღ­ლე ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვამ გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც მისი მე­უღ­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-ს შუ­ა­ლე­დურ ან­გა­რიშს და სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი­სა და კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ორი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბის კუ­თხით არა­ნა­ი­რი აზრი არ აქვს. ივ­ნის­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის კუ­თხით არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ. არა­ნა­ი­რი და­დე­ბი­თი შე­დე­გი არ დამ­დგა­რა. ამი­ტო­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან არა­ფერს მო­ვე­ლი", - გა­ნა­ცხა­და ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვამ.

ის ასე­ვე შე­ე­ხო იმ ფაქტს, რომ აფგან მუხ­თარ­ლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­და­ე­ცა.

"ჩვენ ამას პირ­ვე­ლი დღი­დან ვი­თხოვ­დით, რომ საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის გა­და­ე­ცათ. მე იმე­დი მაქვს, რომ გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბის კუ­თხით რამე შე­იც­ვლე­ბა, მაგ­რამ დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, პო­ლი­ცი­ამ თით­ქმის ყვე­ლა ფაქ­ტი წა­შა­ლა აფგან მუხ­თარ­ლის გა­ტა­ცე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. არ ვიცი, ასეთ პი­რო­ბებ­ში რო­გორ გა­მო­ი­ძი­ებს ამ საქ­მეს პრო­კუ­რა­ტუ­რა. პო­ლი­ცი­ას ამ საქ­მე­ში ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­და. თუმ­ცა, უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს საქ­მე მხო­ლოდ მა­შინ იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, რო­დე­საც მმარ­თველ ძა­ლას, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ამის პო­ლი­ტი­კუ­რი ნება გა­უჩ­ნდე­ბა", - აღ­ნიშ­ნა აფგან მუხ­თარ­ლის მე­უღ­ლემ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ გა­ნა­ცხა­და უარი შსს-ს მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ დაც­ვა­ზე, ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვას თქმით, ის და მისი მე­უღ­ლე არ იყ­ვნენ აღი­ა­რე­ბუ­ლი, რო­გორც და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლი.

"იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­დე­საც მე და აფგან მუხ­თარ­ლი და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლად არ გვა­ღი­ა­რეს, მა­შინ რა­ტომ უნდა დაგ­ვიც­ვან? ჩვენ ვი­თხოვთ მსხვერ­პლის სტა­ტუსს. ეს სტა­ტუ­სი ჩვენ­თვის არ მო­უ­ცი­ათ. ალო­გი­კუ­რია ჩვე­ნი დაც­ვით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რო­დე­საც მსხვერ­პლის სტა­ტუ­სი არ გვაქვს", - დას­ძი­ნა მან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ლეილა მუსტაფაევა ორი მაღალჩინოსნის გათავისუფლებასა და შსს-ს შუალედურ ანგარიშზე

ლეილა მუსტაფაევა ორი მაღალჩინოსნის გათავისუფლებასა და შსს-ს შუალედურ ანგარიშზე

ძალოვანი უწყების ორი მაღალჩინოსანის თანამდებობიდან გათავისუფლებას გამოძიების კუთხით არანაირი აზრი არ აქვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევამ განუცხადა, რითაც მისი მეუღლის საქმესთან დაკავშირებით შსს-ს შუალედურ ანგარიშს და სასაზღვრო პოლიციის უფროსისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა.

"ორი მაღალჩინოსნის გათავისუფლებას გამოძიების მსვლელობის კუთხით არანაირი აზრი არ აქვს. ივნისში კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს, თუმცა გამოძიების კუთხით არაფერი გაუკეთებიათ. არანაირი დადებითი შედეგი არ დამდგარა. ამიტომაც აღნიშნულიდან არაფერს მოველი", - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

ის ასევე შეეხო იმ ფაქტს, რომ აფგან მუხთარლის საქმის გამოძიება მთავარ პროკურატურას გადაეცა.

"ჩვენ ამას პირველი დღიდან ვითხოვდით, რომ საქმე პროკურატურისთვის გადაეცათ. მე იმედი მაქვს, რომ გამოძიების მსვლელობის კუთხით რამე შეიცვლება, მაგრამ დღეის მდგომარეობით, პოლიციამ თითქმის ყველა ფაქტი წაშალა აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით. არ ვიცი, ასეთ პირობებში როგორ გამოიძიებს ამ საქმეს პროკურატურა. პოლიციას ამ საქმეში ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ეს საქმე მხოლოდ მაშინ იქნება გამოძიებული, როდესაც მმართველ ძალას, "ქართულ ოცნებას" ამის პოლიტიკური ნება გაუჩნდება", - აღნიშნა აფგან მუხთარლის მეუღლემ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ განაცხადა უარი შსს-ს მიერ შეთავაზებულ დაცვაზე, ლეილა მუსტაფაევას თქმით, ის და მისი მეუღლე არ იყვნენ აღიარებული, როგორც დანაშაულის მსხვერპლი.

"იმ სიტუაციაში, როდესაც მე და აფგან მუხთარლი დანაშაულის მსხვერპლად არ გვაღიარეს, მაშინ რატომ უნდა დაგვიცვან? ჩვენ ვითხოვთ მსხვერპლის სტატუსს. ეს სტატუსი ჩვენთვის არ მოუციათ. ალოგიკურია ჩვენი დაცვით უზრუნველყოფა, როდესაც მსხვერპლის სტატუსი არ გვაქვს", - დასძინა მან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."