სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რას ამბობენ ნათესავის მკვლელობაში ბრალდებულ 22 წლის ბიჭზე მეგობრები: "ჩაკეტილი, თავისებური ადამიანია..."
რას ამბობენ ნათესავის მკვლელობაში ბრალდებულ 22 წლის ბიჭზე მეგობრები: "ჩაკეტილი, თავისებური ადამიანია..."

უზ­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლია. 19 წლის გო­გო­ნას სას­ტიკ მკვლე­ლო­ბა­ში მი­სი­ვე ბი­ძაშ­ვი­ლი - 22 წლის ბი­ჭია ბრალ­დე­ბუ­ლი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 16 ივ­ლისს თბი­ლის­ში, უზ­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, თა­ვის მა­მი­დაშ­ვილს - 1998 წელს და­ბა­დე­ბულ ანა ხე­ლა­ძეს ცივი ია­რა­ღით ყე­ლის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რ.ა. მომ­ხდა­რი­დან მე­ო­რე დღეს და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია. მას მე­გობ­რე­ბი და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ არ არის კონ­ფლიქ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი, კარ­გად სწავ­ლობ­და და უამ­რა­ვი ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და, მათ შო­რის სიმ­ღე­რა. რო­გორც AMBEBI.GE-ს ბრალ­დე­ბუ­ლის მე­გობ­რებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, ახალ­გაზ­რდამ სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა.

იხი­ლეთ ვი­დეო

ლ.თ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი: "ყვე­ლა­ნა­ი­რად გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია. კარ­გი სტუ­დენ­ტი იყო, სწავ­ლი­თაც კარ­გად სწავ­ლობ­და. სტუ­დენ­ტურ აქ­ტი­ვო­ბებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. თუმ­ცა, ისიც უნდა ით­ქვას, რომ ჩა­კე­ტი­ლი, თა­ვი­სე­ბუ­რი ადა­მი­ა­ნია, უნი­ვერ­სი­ტე­ტი წელს და­ამ­თავ­რა. კონ­ფლიქ­ტი არა­სო­დეს არა­ვის­თან მოს­ვლია".

ბრალ­დე­ბუ­ლის მე­გო­ბა­რი: "კარ­გად სწავ­ლობ­და, ყვე­ლას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. ასეთ რა­მეს ვე­რა­ვინ იფიქ­რებ­და. რა გი­თხრათ არ ვიცი, შოკ­შია ყვე­ლა".

მ.თ, "სდა­სუ"-ს სტუ­დენ­ტი: უნი­ვერ­სი­ტე­ტის ან­სამ­ბლში ერ­თად ვმღე­რო­დით. ძა­ლი­ან ჩა­კე­ტი­ლი ტიპი იყო. მარა მკვლე­ლი თუ იქ­ნე­ბო­და, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი ვე­რას­დროს.

თ.ზ, "სდა­სუ"-ს სტუ­დენ­ტი: "ვიც­ნობ­დი რო­გორც უკონ­ფლიქ­ტო, მო­რი­დე­ბულ ადა­მი­ანს. სწავ­ლობ­და კარ­გად და აქ­ტი­უ­რად ღე­ბუ­ლობ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სტუ­დენ­ტურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში. ამ ამ­ბის გამო შოკ­ში ვარ".

19 წლის ანა ხე­ლა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ფოთ­ში გუ­შინ­ვე და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი მოკ­ლუ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლია. ბრალ­დე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რას ამბობენ ნათესავის მკვლელობაში ბრალდებულ 22 წლის ბიჭზე მეგობრები: "ჩაკეტილი, თავისებური ადამიანია..."

რას ამბობენ ნათესავის მკვლელობაში ბრალდებულ 22 წლის ბიჭზე მეგობრები: "ჩაკეტილი, თავისებური ადამიანია..."

უზნაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. 19 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში მისივე ბიძაშვილი - 22 წლის ბიჭია ბრალდებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ივლისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, თავის მამიდაშვილს - 1998 წელს დაბადებულ ანა ხელაძეს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა რ.ა. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ახალგაზრდა მამაკაცი დანაშაულს აღიარებს.

მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მას მეგობრები დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ არ არის კონფლიქტური ადამიანი, კარგად სწავლობდა და უამრავი ინტერესი ჰქონდა, მათ შორის სიმღერა. როგორც AMBEBI.GE-ს ბრალდებულის მეგობრებმა განუცხადეს, ახალგაზრდამ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა.

იხილეთ ვიდეო

ლ.თ, უნივერსიტეტის თანამშრომელი: "ყველანაირად გამორჩეული ადამიანია. კარგი სტუდენტი იყო, სწავლითაც კარგად სწავლობდა. სტუდენტურ აქტივობებშიც მონაწილეობდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩაკეტილი, თავისებური ადამიანია, უნივერსიტეტი წელს დაამთავრა. კონფლიქტი არასოდეს არავისთან მოსვლია".

ბრალდებულის მეგობარი: "კარგად სწავლობდა, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ასეთ რამეს ვერავინ იფიქრებდა. რა გითხრათ არ ვიცი, შოკშია ყველა".

მ.თ, "სდასუ"-ს სტუდენტი: უნივერსიტეტის ანსამბლში ერთად ვმღეროდით. ძალიან ჩაკეტილი ტიპი იყო. მარა მკვლელი თუ იქნებოდა,  ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს.

თ.ზ, "სდასუ"-ს სტუდენტი: "ვიცნობდი როგორც უკონფლიქტო, მორიდებულ ადამიანს. სწავლობდა კარგად და აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას სტუდენტურ აქტივობებში. ამ ამბის გამო შოკში ვარ".

19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა მამაკაცი ფოთში გუშინვე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული მოკლულის ბიძაშვილია. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თიკო გურაშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ