სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შსს-ს განცხადება უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით
შსს-ს განცხადება უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უზ­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"შსს-ს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ა., გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ფოთ­ში და­ა­კა­ვეს.

იხი­ლეთ შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 16 ივ­ლისს თბი­ლის­ში, უზ­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, თა­ვის მა­მი­დაშ­ვილს - 1998 წელს და­ბა­დე­ბულ ა. ხ.-ს ცივი ია­რა­ღით ყე­ლის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რ.ა. მომ­ხდა­რი­დან მე­ო­რე დღეს და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. ბრალ­დე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე მუხ­ლით)", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ: რას ყვე­ბი­ან მე­ზობ­ლე­ბი მოკ­ლულ 19 წლის გო­გო­ნა­სა და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მის ბი­ძაშ­ვილ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შსს-ს განცხადება უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით

შსს-ს განცხადება უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული რ.ა., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ფოთში დააკავეს.

იხილეთ შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალა

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ივლისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, თავის მამიდაშვილს - 1998 წელს დაბადებულ ა. ხ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა რ.ა. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)", - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხეთ: რას ყვებიან მეზობლები მოკლულ 19 წლის გოგონასა და მკვლელობაში ბრალდებულ მის ბიძაშვილზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ