სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ინგლისური არ იქნებოდა, სხვა თემას გამონახავდნენ..." - გუგული მაღრაძის პასუხი კრიტიკოსებს და პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება
"ინგლისური არ იქნებოდა, სხვა თემას გამონახავდნენ..." - გუგული მაღრაძის პასუხი კრიტიკოსებს და პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება

პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გი და სა­მარ­თალმცოდ­ნე, ფსი­ქო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, თსუ-ის სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი; სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე - გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძე თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის, გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის, ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა:

- გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტი, აღი­ა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უნდა იყოს. ამ სფე­რო­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი - 65 ათა­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, პრო­ფე­სო­რე­ბი, კულ­ტუ­რის მუ­შა­კე­ბი და სხვა, მათ ყო­ველ­თვის აქვთ პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­თა გა­დაჭ­რა ზოგ­ჯერ შეგ­ვიძ­ლია, ზოგ­ჯერ - არა. ესეც ერთი სიძ­ნე­ლეა ამ კო­მი­ტეტ­ში მუ­შა­ო­ბი­სა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. ვი­ცით, რომ წინა წლებ­ში გარ­კვე­უ­ლი ძვრე­ბი და წინსვლა იყო, მაგ­რამ მიდ­გო­მე­ბი იც­ვლე­ბა ხოლ­მე და რე­ა­ლო­ბას­თან მათი თან­ხვედ­რა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ვფიქ­რობ, კარ­გი კა­ნო­ნე­ბი მი­ვი­ღეთ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას­თან, სკო­ლებ­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც მათ ამ პრო­ცესს უფრო უად­ვი­ლებს და ბევ­რი სხვა სა­კი­თხი წა­მოვ­წი­ეთ.

- რო­გო­რია მი­ნის­ტრ ჯე­ჯე­ლა­ვას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა? რამ­დე­ნად ით­ვა­ლის­წი­ნებს თქვენს მო­საზ­რე­ბებს?

- ვფიქ­რობ, იგი ძა­ლი­ან ღიაა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის, პროგ­რე­სუ­ლი, პირ­და­პი­რი ადა­მი­ა­ნია, იმ აზ­რებს გა­მოთ­ქვამს, რო­მე­ლიც გულ­ში ყვე­ლას აქვს, მაგ­რამ კო­ნი­უნ­ქტუ­რუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო, ვერ ამ­ბობს და მე მას ბევრ რა­მე­ში ვე­თან­ხმე­ბი. შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მყავს სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი და ვფიქ­რობ, მარ­თე­ბუ­ლია, რომ V-VIII კლა­სებ­ში დატ­ვირ­თვა შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი უნდა იყოს, ძი­რი­თა­დი სა­კი­თხე­ბი უნდა ას­წავ­ლონ, ის, რაც ცხოვ­რე­ბა­ში დას­ჭირ­დე­ბათ. ვთვლი, რომ პირ­ვე­ლი­დან მე­ო­თხე კლა­სამ­დე კი­თხვის ჩვე­ვებ­ზე, გა­გე­ბა­ზე, აზ­რის გა­მოთ­ქმა­ზე, ძი­რი­თად ცნე­ბებ­ზე უნდა იყოს აქ­ცენ­ტი და ამას­თა­ნა­ვე, რე­ჟიმ­ზე - ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი უნდა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ. ბავ­შვს სკო­ლა უნდა შე­უყ­ვარ­დეს, კი არ უნდა შეს­ძულ­დეს. სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ მეტი სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სკო­ლა გა­იხ­სნას, ქვე­ყა­ნა­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პრეს­ტიჟ­მა უნდა აი­წი­ოს, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში რაც ხდე­ბა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია - ყვე­ლა ამ­თავ­რებს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს, დიპ­ლო­მი აქვს, რომ­ლი­თაც შრო­მით ბა­ზარ­ზე შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს ვერ შო­უ­ლობს, იმედ­გაც­რუ­ე­ბა ეუფ­ლე­ბა, პე­სი­მის­ტუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი უყა­ლიბ­დე­ბა და ა.შ. ცხრა კლას დამ­თავ­რე­ბულ ახალ­გაზ­რდას უკვე გა­მოკ­ვე­თი­ლი უნდა ჰქონ­დეს, რა შე­უძ­ლია და ისე­თი რამ ის­წავ­ლოს, რაც მას უნდა. თუ 18-20 წლის ასაკ­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა მო­უნ­დე­ბა, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ექ­ნე­ბა. ეს გზა გა­ი­ა­რა ევ­რო­პის ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ­მა ქვე­ყა­ნამ. მარ­თა­ლია, და­საქ­მე­ბის პრობ­ლე­მაა, მაგ­რამ რამ­დენ­ჯერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა ვა­კან­სია, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რი ფი­ზი­კუ­რად აღარ გვყავს და სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან იწ­ვე­ვენ. სი­ტუ­ა­ცი­ას რე­ა­ლის­ტუ­რად შევ­ხე­დოთ. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ინგლისური არ იქნებოდა, სხვა თემას გამონახავდნენ..." - გუგული მაღრაძის პასუხი კრიტიკოსებს და პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება

"ინგლისური არ იქნებოდა, სხვა თემას გამონახავდნენ..." - გუგული მაღრაძის პასუხი კრიტიკოსებს და პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება

პროფესიით ფსიქოლოგი და სამართალმცოდნე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის სრული პროფესორი; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - გუგული მაღრაძე თავისი საქმიანობის, განათლებასთან დაკავშირებული საკითხების, ინტერესებისა და ოჯახური ცხოვრების შესახებ გვესაუბრება:

- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, აღიარების თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ამ სფეროში ბევრი ადამიანია დასაქმებული - 65 ათასი მასწავლებელი, პროფესორები, კულტურის მუშაკები და სხვა, მათ ყოველთვის აქვთ პრობლემები, რომელთა გადაჭრა ზოგჯერ შეგვიძლია, ზოგჯერ - არა. ესეც ერთი სიძნელეა ამ კომიტეტში მუშაობისა. მნიშვნელოვანია განათლების რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები. ვიცით, რომ წინა წლებში გარკვეული ძვრები და წინსვლა იყო, მაგრამ მიდგომები იცვლება ხოლმე და რეალობასთან მათი თანხვედრა აუცილებელია. ვფიქრობ, კარგი კანონები მივიღეთ უმაღლესი განათლების მიღებასთან, სკოლებში მასწავლებელთა სერტიფიცირებასთან დაკავშირებით, რაც მათ ამ პროცესს უფრო უადვილებს და ბევრი სხვა საკითხი წამოვწიეთ.

- როგორია მინისტრ ჯეჯელავასთან თანამშრომლობა? რამდენად ითვალისწინებს თქვენს მო­საზრებებს?

- ვფიქრობ, იგი ძალიან ღიაა თანამშრომლობისთვის, პროგრესული, პირდაპირი ადამიანია, იმ აზრებს გამოთქვამს, რომელიც გულში ყველას აქვს, მაგრამ კონიუნქტურული გარემოებების გამო, ვერ ამბობს და მე მას ბევრ რამეში ვეთანხმები. შვილიშვილები მყავს სკოლის მოსწავლეები და ვფიქრობ, მართებულია, რომ V-VIII კლასებში დატვირთვა შედარებით ნაკლები უნდა იყოს, ძირითადი საკითხები უნდა ასწავლონ, ის, რაც ცხოვრებაში დასჭირდებათ. ვთვლი, რომ პირველიდან მეოთხე კლასამდე კითხვის ჩვევებზე, გაგებაზე, აზრის გამოთქმაზე, ძირითად ცნებებზე უნდა იყოს აქცენტი და ამასთანავე, რეჟიმზე - ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა ჩამოუყალიბდეთ. ბავშვს სკოლა უნდა შეუყვარდეს, კი არ უნდა შესძულდეს. საუბარია იმაზეც, რომ მეტი სპეციალიზებული სკოლა გაიხსნას, ქვეყანაში პროფესიული განათლების პრესტიჟმა უნდა აიწიოს, რადგან საქართველოში რაც ხდება, წარმოუდგენელია - ყველა ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომი აქვს, რომლითაც შრომით ბაზარზე შესაბამის სამსახურებს ვერ შოულობს, იმედგაცრუება ეუფლება, პესიმისტური შეხედულებები უყალიბდება და ა.შ. ცხრა კლას დამთავრებულ ახალგაზრდას უკვე გამოკვეთილი უნდა ჰქონდეს, რა შეუძლია და ისეთი რამ ისწავლოს, რაც მას უნდა. თუ 18-20 წლის ასაკში უმაღლესი განათლების მიღება მოუნდება, ამის შესაძლებლობაც ექნება. ეს გზა გაიარა ევროპის ყველა განვითარებულმა ქვეყანამ. მართალია, დასაქმების პრობლემაა, მაგრამ რამდენჯერ გამოცხადებულა ვაკანსია, სადაც შესაბამისი პროფესიონალი კადრი ფიზიკურად აღარ გვყავს და საზღვარგარეთიდან იწვევენ. სიტუაციას რეალისტურად შევხედოთ.  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი