სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რამზან კადიროვი - "გეები ჩეჩნეთიდან უნდა გავაძევოთ, რათა ერის სისხლი გაიწმინდოს..."
 რამზან კადიროვი -  "გეები ჩეჩნეთიდან უნდა გავაძევოთ, რათა ერის სისხლი გაიწმინდოს..."

რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი უარ­ყო­ფი­სა და თა­ვის მარ­თლე­ბის შემ­დეგ, რამ­ზან კა­დი­როვ­მა აღი­ა­რა, რომ მისი აზ­რით, "გე­ე­ბი ჩეჩ­ნე­თი­დან უნდა მო­ა­შო­რონ". ამე­რი­კულ ტე­ლე­არხ "ნვოს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში კა­დი­როვ­მა ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს გვერ­დი ვერ აუ­ა­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ თუ ჩეჩ­ნეთ­ში ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი არ­სე­ბო­ბენ, მა­შინ ისი­ნი კა­ნა­და­ში უნდა წა­იყ­ვა­ნონ. ამე­რი­კუ­ლი ტე­ლე­არ­ხის ჟურ­ნა­ლის­ტთან დე­ვიდ სკოტ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ძა­ლო­ვა­ნებს შეს­თა­ვა­ზა, ნარ­კო­მა­ნე­ბი გა­მო­ძი­ე­ბი­სა და გა­სა­მარ­თლე­ბის გა­რე­შე და­ეხვრი­ტათ...

მან გე­ე­ბის მი­მართ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა, მათ "შა­ი­თა­ნე­ბი" და არა­ა­და­მი­ა­ნე­ბი უწო­და და თქვა, რომ თუკი ისი­ნი იქ მარ­თლა არ­სე­ბო­ბენ, მა­შინ რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ი­დან უნდა გა­ა­ძე­ვონ, რათა ერის "სის­ხლი გა­იწ­მინ­დოს".

და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა რუ­სულ­მა გა­ზეთ­მა "ნო­ვა­ია გა­ზე­ტამ" ჩეჩ­ნეთ­ში და­ხო­ცი­ლი გე­ე­ბის სია წარ­მო­ად­გი­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მან ჰო­მო­სექ­სუ­ლი ჩეჩ­ნე­ბის მა­სობ­რივ და­პა­ტიმ­რე­ბა­ზე, წა­მე­ბა­სა და მკვლე­ლო­ბებ­ზე აპ­რილ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვრცე­ლი მა­სა­ლის კვალ­დაკ­ვალ მო­ი­პო­ვა, სა­დაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი მომ­ხდარ­ზე სა­უბ­რო­ბენ და ძა­ლოვ­ნე­ბის მხრი­დან არა­ა­და­მი­ა­ნურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ჰყვე­ბოდ­ნენ.

თუმ­ცა, რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჟურ­ნა­ლის­ტი ცი­ლის­წა­მე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, ცოტა ხან­ში კი რე­დაქ­ცი­ას და­ე­მუქრნენ...

9 ივ­ლისს "ნო­ვა­ია გა­ზე­ტამ" ჩეჩ­ნეთ­ში, 26 იან­ვრის ღა­მეს გე­ე­ბის მა­სობ­რი­ვი დას­ჯის შე­სა­ხებ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს პირ­და­პირ, ყო­ველ­გვა­რი ბრა­ლის წარ­დგე­ნის გა­რე­შე ეს­რო­ლეს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა, კი­დევ 56 ადა­მი­ა­ნის საქ­მე გა­იხ­სნას, რად­გან უკვე ცნო­ბი­ლია, რომ გროზ­ნო­ში, რუ­სე­თის გმი­რის აჰ­მად-ჰაჯი კა­დი­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის სა­პატ­რუ­ლო პოლ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სხვა ჯგუ­ფიც და­ა­კა­ვეს. საქ­მე ის არის, რომ გროზ­ნო­ში ადა­მი­ა­ნე­ბის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მუდ­მი­ვად ვრცელ­დე­ბა.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ დრო­ის­თვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ შსს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე აპტი ალა­უ­დი­ნო­ვი, ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის პი­რა­დი დაც­ვის უფ­რო­სი აბუ­ზე­იდ ვის­მუ­რა­დო­ვი და სხვა ძა­ლო­ვა­ნი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი.

ჩე­ჩენ ჟურ­ნა­ლის­ტთა საბ­ჭომ გა­მო­ცე­მას ღია წე­რი­ლით მი­მარ­თა, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ მათ არ წარ­მო­ად­გი­ნეს ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბი. რუ­სუ­ლი მე­დია ჩე­ჩე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მარ­თვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და მას არა­კო­რექ­ტუ­ლი უწო­და.

თუმ­ცა, თა­ვის მხრივ, "ნო­ვა­ია გა­ზე­ტა" აქ­ვეყ­ნებს 27 და­ღუ­პუ­ლის სიას და იქვე დას­ძენს, რომ მათ­გან 10 - სა­ი­დუმ­ლო ცი­ხე­ში დახ­ვრი­ტეს... მათი მო­ნა­ცე­მე­ბის კვალ­დაკ­ვალ უკვე მუ­შა­ობს რუ­სე­თის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ტა­ტი­ა­ნა მოს­კალ­კო­ვი...

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ცენ­ტრი "მე­მო­რი­ა­ლი" ადას­ტუ­რებს ჩეჩ­ნეთ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის უკ­ვა­ლოდ გაქ­რო­ბას. ცენ­ტრის ხელმღვა­ნე­ლის ოლეგ ორ­ლო­ვის თქმით, ერთ ღა­მე­ში და­კარ­გუ­ლი 6 ადა­მი­ა­ნი­დან, 4 სახ­ლში არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა და მათ­ზე სის­ხლის საქ­მე აღიძ­რა.

რო­გორც გა­ირ­კვა, ერთ-ერთი მათ­გა­ნი გუ­ლის შე­ტე­ვით და­ი­ღუ­პა, თუმ­ცა ორ­ლო­ვის თქმით, მისი ოჯა­ხის წევ­რებ­მა ამის შე­სა­ხებ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბი­დან შე­ი­ტყვეს. 3 ადა­მი­ა­ნის ბედი დღემ­დე უც­ნო­ბია...

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რის დმიტ­რი პეს­კო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კრემლში "ნო­ვა­ია გა­ზე­ტას" მიერ მო­ძი­ე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის საქ­მის კურ­სში არი­ან, თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, მათ მუდ­მი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან... უფრო ადრე, ჩეჩ­ნე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის მი­ნის­ტრმა ჯამ­ბუ­ლატ უმა­როვ­მა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სიც­რუე უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მო­ცე­მის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის­თვის ტა­ლა­ხის სრო­ლაა.

არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნებ­ზე მი­ტა­ნი­ლი მა­სობ­რივ იე­რი­შის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა რამ­ზან კა­დი­როვ­მა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რი­სას. ის მომ­ხდარს კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ აღი­ა­რებ­და და ამ­ბობ­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩე­ჩე­ნი ხალ­ხის ავ­ტო­რი­ტე­ტის შე­ლახ­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"ჩეჩ­ნეთ­ში არ არი­ან ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, თუმ­ცა, არც და­ვუშ­ვებთ იყ­ვნენ. ამას რო­გორც ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი კი არა, რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე ისე ვამ­ბობ და ზუს­ტად ვიცი, რომ მათ არ­სე­ბო­ბას ხალ­ხი არ და­უშ­ვებს და ოჯა­ხის წევ­რე­ბი მათ თა­ვად გა­უს­წორ­დე­ბი­ან... ასე რომ, მე არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია მათი რეს­პუბ­ლი­კა­ში არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, თუ ისი­ნი მარ­თლა არი­ან, ჯო­ბია, დრო­უ­ლად წა­ვიდ­ნენ აქე­დან შორს... მივ­მარ­თავ იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, ვი­საც მათი ბედი ძა­ლი­ან აღელ­ვებთ და მათ უფ­ლე­ბებ­ზე ზრუ­ნა­ვენ, წა­იყ­ვა­ნონ ისი­ნი აქე­დან კა­ნა­და­ში... ისი­ნი აქ არ არა­ვის სჭირ­დე­ბა... ერის სის­ხლი უნდა გა­იწ­მინ­დოს,"- აცხა­დებს კა­დი­რო­ვი.

და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში კა­დი­რო­ვის ინ­ტერ­ვი­უს ცი­ნი­კუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა. მათი თქმით, ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით, პუ­ტი­ნის ფა­ვო­რი­ტი ჰიტ­ლერს წა­ა­გავს და კარ­გად არ და­ას­რუ­ლებს.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რამზან კადიროვი - "გეები ჩეჩნეთიდან უნდა გავაძევოთ, რათა ერის სისხლი გაიწმინდოს..."

 რამზან კადიროვი -  "გეები ჩეჩნეთიდან უნდა გავაძევოთ, რათა ერის სისხლი გაიწმინდოს..."

რამდენიმეთვიანი უარყოფისა და თავის მართლების შემდეგ, რამზან კადიროვმა აღიარა, რომ მისი აზრით, "გეები ჩეჩნეთიდან უნდა მოაშორონ". ამერიკულ ტელეარხ "ნვოსთან" ინტერვიუში კადიროვმა ამ თემაზე საუბარს გვერდი ვერ აუარა და აღნიშნა, რომ თუ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალები არსებობენ, მაშინ ისინი კანადაში უნდა წაიყვანონ. ამერიკული ტელეარხის ჟურნალისტთან დევიდ სკოტთან ინტერვიუში ჩეჩნეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ძალოვანებს შესთავაზა, ნარკომანები გამოძიებისა და გასამართლების გარეშე დაეხვრიტათ...

მან გეების მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა, მათ "შაითანები" და არაადამიანები უწოდა და თქვა, რომ თუკი ისინი იქ მართლა არსებობენ, მაშინ რესპუბლიკის ტერიტორიიდან უნდა გააძევონ, რათა ერის "სისხლი გაიწმინდოს".

დამოუკიდებელმა რუსულმა გაზეთმა "ნოვაია გაზეტამ" ჩეჩნეთში დახოცილი გეების სია წარმოადგინა. აღნიშნული ინფორმაცია მან ჰომოსექსული ჩეჩნების მასობრივ დაპატიმრებაზე, წამებასა და მკვლელობებზე აპრილში მომზადებული ვრცელი მასალის კვალდაკვალ მოიპოვა, სადაც დაზარალებულები მომხდარზე საუბრობენ და ძალოვნების მხრიდან არაადამიანურ დამოკიდებულებაზე ჰყვებოდნენ.

თუმცა, რესპუბლიკის ხელისუფლებამ ჟურნალისტი ცილისწამებაში დაადანაშაულა, ცოტა ხანში კი რედაქციას დაემუქრნენ...

9 ივლისს "ნოვაია გაზეტამ" ჩეჩნეთში, 26 იანვრის ღამეს გეების მასობრივი დასჯის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ამ ადამიანებს პირდაპირ, ყოველგვარი ბრალის წარდგენის გარეშე ესროლეს. მათივე ინფორმაციით, შესაძლოა, კიდევ 56 ადამიანის საქმე გაიხსნას, რადგან უკვე ცნობილია, რომ გროზნოში, რუსეთის გმირის აჰმად-ჰაჯი კადიროვის სახელობის საპატრულო პოლკის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა ჯგუფიც დააკავეს. საქმე ის არის, რომ გროზნოში ადამიანების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მუდმივად ვრცელდება.

გამოცემის ინფორმაციით, იმ დროისთვის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ შსს მინისტრის მოადგილე აპტი ალაუდინოვი, ჩეჩნეთის ლიდერის პირადი დაცვის უფროსი აბუზეიდ ვისმურადოვი და სხვა ძალოვანი მაღალჩინოსნები.

ჩეჩენ ჟურნალისტთა საბჭომ გამოცემას ღია წერილით მიმართა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ არ წარმოადგინეს ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტები. რუსული მედია ჩეჩენი ჟურნალისტების მიმართვას გამოეხმაურა და მას არაკორექტული უწოდა.

თუმცა, თავის მხრივ, "ნოვაია გაზეტა" აქვეყნებს 27 დაღუპულის სიას და იქვე დასძენს, რომ მათგან 10 - საიდუმლო ციხეში დახვრიტეს... მათი მონაცემების კვალდაკვალ უკვე მუშაობს რუსეთის ადამიანის უფლებათა დაცვის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ტატიანა მოსკალკოვი...

უფლებადამცველი ცენტრი "მემორიალი" ადასტურებს ჩეჩნეთში ადამიანების უკვალოდ გაქრობას. ცენტრის ხელმღვანელის ოლეგ ორლოვის თქმით, ერთ ღამეში დაკარგული 6 ადამიანიდან, 4 სახლში არ დაბრუნებულა და მათზე სისხლის საქმე აღიძრა.

როგორც გაირკვა, ერთ-ერთი მათგანი გულის შეტევით დაიღუპა, თუმცა ორლოვის თქმით, მისი ოჯახის წევრებმა ამის შესახებ არაოფიციალური წყაროებიდან შეიტყვეს. 3 ადამიანის ბედი დღემდე უცნობია...

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის ინფორმაციით, კრემლში "ნოვაია გაზეტას" მიერ მოძიებული მასალების საქმის კურსში არიან, თუმცა, ამავდროულად, მათ მუდმივი ურთიერთობა აქვთ ჩეჩნეთის ხელმძღვანელობასთან... უფრო ადრე, ჩეჩნეთის ნაციონალური პოლიტიკის მინისტრმა ჯამბულატ უმაროვმა გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ გამოცემის მიერ მომზადებული გამოძიება ჩეჩნეთის რესპუბლიკისთვის ტალახის სროლაა.

არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე მიტანილი მასობრივ იერიშის შესახებ ისაუბრა რამზან კადიროვმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას. ის მომხდარს კატეგორიულად არ აღიარებდა და ამბობდა, რომ ეს ყველაფერი ჩეჩენი ხალხის ავტორიტეტის შელახვას ემსახურება.

"ჩეჩნეთში არ არიან ასეთი ადამიანები, თუმცა, არც დავუშვებთ იყვნენ. ამას როგორც ჩეჩნეთის ლიდერი კი არა, როგორც რიგითი მოქალაქე ისე ვამბობ და ზუსტად ვიცი, რომ მათ არსებობას ხალხი არ დაუშვებს და ოჯახის წევრები მათ თავად გაუსწორდებიან... ასე რომ, მე არ მაქვს ინფორმაცია მათი რესპუბლიკაში არსებობის შესახებ, თუმცა, თუ ისინი მართლა არიან, ჯობია, დროულად წავიდნენ აქედან შორს... მივმართავ იმ ორგანიზაციებს, ვისაც მათი ბედი ძალიან აღელვებთ და მათ უფლებებზე ზრუნავენ, წაიყვანონ ისინი აქედან კანადაში... ისინი აქ არ არავის სჭირდება... ერის სისხლი უნდა გაიწმინდოს,"- აცხადებს კადიროვი.

დასავლურ მედიაში კადიროვის ინტერვიუს ცინიკური შეფასებები მოჰყვა. მათი თქმით, ბოლოდროინდელი განცხადებებით, პუტინის ფავორიტი ჰიტლერს წააგავს და კარგად არ დაასრულებს.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე