სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან ერთი წელი თურქეთში და რუსული სარაკეტო სისტემების "კვალი"
სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან ერთი წელი თურქეთში  და რუსული სარაკეტო სისტემების "კვალი"

15 ივ­ლისს, თურ­ქე­თის მთავ­რო­ბამ ვერ­შემ­დგა­რი სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ერთი წლის­თა­ვი აღ­ნიშ­ნა. ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დაკ­ვა­ვე­ბე­ბის კი­დევ ერთი ტალ­ღა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და 7,400 სა­ჯა­რო მო­ხე­ლე და­ი­თხო­ვა. ამავდრო­უ­ლად, პარ­ლა­მენ­ტის სა­გან­გე­ბო სხდო­მა ჩა­ა­ტა­რა და "ეროვ­ნუ­ლი ერ­თო­ბის" აღ­ლუ­მე­ბი გა­მარ­თა.

გა­სუ­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ ტაიპ ერ­დო­ღან­მა "გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის" სულ 100,000-მდე სა­ჯა­რო მო­ხე­ლე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და 50,000 ადა­მი­ა­ნი და­ა­პა­ტიმ­რა. მათ შო­რის, ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ფე­თუ­ლა გი­უ­ლენ­თა კავ­შირ­ში ბრალ­დე­ბით­ვის, სხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ და მოღ­ვა­წე თურ­ქებ­საც გა­დას­წვდა და ისი­ნი ან და­ა­პა­ტიმ­რე­ბი­ნა, ან მათი ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბა და თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის გა­და­ცე­მა მო­ი­თხო­ვა...

ბოლო წლის გან­მა­ლო­ბა­ში ერ­დო­ღა­ნის მიერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ხის­ტმა პო­ლი­ტი­კამ, თურ­ქუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცია კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვა. მთავ­რო­ბის ოპო­ნენ­ტე­ბი რეპ­რე­სი­ებ­ზე ალა­პა­რაკ­დნენ, თუმ­ცა, ამის კვალ­დაკ­ვალ, ძა­ლი­ან ბევ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი გა­მო­ცე­მა და­ი­ხუ­რა, რე­დაქ­ტო­რე­ბი კი, ისევ და ისევ გი­უ­ლენ­თან კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტა­ტიმ­რეს.

შა­ბათს, სტამ­ბოლ­ში, პრე­ზი­დენ­ტმა ერ­დო­ღან­მა ბოს­ფო­რის ხიდ­ზე "მო­წა­მე­თა მე­მო­რი­ა­ლი" გახ­სნა და გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გეთ მი­ა­გო პა­ტი­ვი. შა­ბათსვე ბოს­ფო­რის ხიდს "მო­წა­მე­თა ხიდი" ეწო­და. 2016 წლის 15 ივ­ლისს სწო­რედ აქ მოხ­და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ტან­კებ­თან შე­ტა­კე­ბა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის ღა­მეს, თურ­ქე­თის 250 მო­ქა­ლა­ქე და 35 პუტ­ჩის­ტი და­ი­ღუ­პა. გა­დატ­რი­ა­ლე­ბის აღ­კვე­თის შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცველ­მა ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით და­თხო­ვილ­თა შო­რის არი­ან, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, სამ­ხედ­რო და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი.

სტამ­ბოლ­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტი ან­კა­რა­ში დაბ­რუნ­და და პარ­ლა­მენ­ტის სა­გან­გე­ბო სხდო­მას და­ეს­წრო. სხდო­მა­ზე პრე­მი­ერ­მა ბი­ნა­ლი ილ­დი­რიმ­მა ვერ­შემ­დგა­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ღა­მეს "თურ­ქე­თის უბ­ნე­ლე­სი ღამე" უწო­და, რო­მე­ლიც "ნა­თელ დღედ" იქცა.

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეპ ტაიპ ერ­დო­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თურ­ქი ხალ­ხის ბრძო­ლამ 2016 წლის 15 ივ­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მსოფ­ლიო დე­მოკ­რა­ტი­ის ის­ტო­რი­ა­ში ახა­ლი გვერ­დი გა­და­შა­ლა.

ამე­რი­კის მი­მართ გა­კე­თე­ბუ­ლი არა­ერ­თი კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა 14 ივ­ლისს გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ქე­ბით მო­იხ­სე­ნია "ყვე­ლა­ნა­ი­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის" მიმ­დე­ვარ­თა ქმე­დე­ბა, როცა მათ ქუ­ჩა­ში თურ­ქე­თის "დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და­უ­ჭი­რეს მხა­რი.

"მათი ქმე­დე­ბა შეგ­ვახ­სე­ნებს, რომ დე­მოკ­რა­ტი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მო­ი­თხოვს თავ­და­დე­ბას, ტო­ლე­რან­ტო­ბას, სა­პი­რის­პი­რო აზ­რის და ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას, -" ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, თუმ­ცა, ამა­ვად­რო­უ­ლად, პენ­ტა­გონ­მა ან­კა­რა გა­აფრ­თხი­ლა, რომ თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ რუ­სუ­ლი სა­ზე­ნი­ტო–სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბის С-400 შეს­ყიდ­ვა ნა­ტოს სტან­დარ­ტებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

აშშ-ს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ჯე­იმს მე­ტის­მა აღ­ნიშ­ნავ, რომ თურ­ქეთს სრუ­ლი უფ­ლე­ბა ჰქონ­და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, თუმ­ცა, პრობ­ლე­მა ის არის, თუ რამ­დე­ნად თავ­სე­ბა­დია ნა­ტოს შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბი რუ­სულ­თან...

"ისი­ნი ვე­რა­სო­დეს იქ­ნე­ბი­ან თავვსე­ბა­დი". – გა­ნა­ცხა­და მე­ტის­მა. პენ­ტა­გო­ნის შე­ფის თქმით, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, აშშ მზა­დაა "პა­უ­ზის ასა­ღე­ბად" იმი­სათ­ვის, რომ გა­ირ­კვეს, კონ­კრე­ტუ­ლად რო­გორ აპი­რებს ან­კა­რა რუ­სუ­ლი სა­ზე­ნი­ტო–სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. მე­დია გა­სულ კვი­რა­ში წერ­და, რომ თურ­ქეთ­მა რუ­სეთ­თან სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­ნა­ახ­ლა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით თურ­ქე­თის ელჩმა რუ­სეთ­ში და­ა­დას­ტუ­რა ეს ინ­ფორ­მა­ცია. გა­რი­გე­ბის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2,5 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს შე­ად­გენს. თურ­ქე­თი მა­ნამ­დეც აპი­რებ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბის შე­ძე­ნას რუ­სე­თი­სა და ჩი­ნე­თის­გან, მაგ­რამ ნა­ტოს მკაც­რი პო­ზი­ცი­ის გამო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ვერ შედ­გა.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან ერთი წელი თურქეთში და რუსული სარაკეტო სისტემების "კვალი"

სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან ერთი წელი თურქეთში  და რუსული სარაკეტო სისტემების "კვალი"

15 ივლისს, თურქეთის მთავრობამ ვერშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების ერთი წლისთავი აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ დაკვავებების კიდევ ერთი ტალღა განახორციელა და 7,400 საჯარო მოხელე დაითხოვა. ამავდროულად, პარლამენტის საგანგებო სხდომა ჩაატარა და "ეროვნული ერთობის" აღლუმები გამართა.

გასული ერთი წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა "გადატრიალების მცდელობის მხარდაჭერისათვის" სულ 100,000-მდე საჯარო მოხელე გაათავისუფლა და 50,000 ადამიანი დააპატიმრა. მათ შორის, ამერიკაში მცხოვრებ ფეთულა გიულენთა კავშირში ბრალდებითვის, სხვა ქვეყანაში მცხოვრებ და მოღვაწე თურქებსაც გადასწვდა და ისინი ან დააპატიმრებინა, ან მათი ქვეყნიდან გაძევება და თურქეთის ხელისუფლებისთვის გადაცემა მოითხოვა...

ბოლო წლის განმალობაში ერდოღანის მიერ განახორციელებულმა ხისტმა პოლიტიკამ, თურქული საზოგადოების პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა. მთავრობის ოპონენტები რეპრესიებზე ალაპარაკდნენ, თუმცა, ამის კვალდაკვალ, ძალიან ბევრი ოპოზიციური გამოცემა დაიხურა, რედაქტორები კი, ისევ და ისევ გიულენთან კავშირის ბრალდებით დააპატატიმრეს.

შაბათს, სტამბოლში, პრეზიდენტმა ერდოღანმა ბოსფორის ხიდზე "მოწამეთა მემორიალი" გახსნა და გადატრიალების მოწინააღმდეგეთ მიაგო პატივი. შაბათსვე ბოსფორის ხიდს "მოწამეთა ხიდი" ეწოდა. 2016 წლის 15 ივლისს სწორედ აქ მოხდა მშვიდობიანი მოქალაქეების ტანკებთან შეტაკება.

ოფიციალური ინფორმაციით, გადატრიალების მცდელობის ღამეს, თურქეთის 250 მოქალაქე და 35 პუტჩისტი დაიღუპა. გადატრიალების აღკვეთის შემდეგ სამართალდამცველმა ორგანოების მიერ ქვეყნის მასშტაბით დათხოვილთა შორის არიან, პოლიციელები, სამხედრო და საჯარო მოხელეები.

სტამბოლში ვიზიტის შემდეგ, პრეზიდენტი ანკარაში დაბრუნდა და პარლამენტის საგანგებო სხდომას დაესწრო. სხდომაზე პრემიერმა ბინალი ილდირიმმა ვერშემდგარი გადატრიალების ღამეს "თურქეთის უბნელესი ღამე" უწოდა, რომელიც "ნათელ დღედ" იქცა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ თურქი ხალხის ბრძოლამ 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ მსოფლიო დემოკრატიის ისტორიაში ახალი გვერდი გადაშალა.

ამერიკის მიმართ გაკეთებული არაერთი კრიტიკული განცხადების მიუხედავად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 14 ივლისს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ქებით მოიხსენია "ყველანაირი წარმომავლობისა და პოლიტიკური შეხედულების" მიმდევართა ქმედება, როცა მათ ქუჩაში თურქეთის "დემოკრატიულ საზოგადოებაში უფლებებისა და თავისუფლებების შენარჩუნებას დაუჭირეს მხარი.

"მათი ქმედება შეგვახსენებს, რომ დემოკრატიის შენარჩუნება მოითხოვს თავდადებას, ტოლერანტობას, საპირისპირო აზრის და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემას, -" ნათქვამია განცხადებაში, თუმცა, ამავადროულად, პენტაგონმა ანკარა გააფრთხილა, რომ თურქეთის ხელისუფლების მიერ რუსული საზენიტო–სარაკეტო სისტემების С-400 შესყიდვა ნატოს სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა აღნიშნავ, რომ თურქეთს სრული უფლება ჰქონდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა, პრობლემა ის არის, თუ რამდენად თავსებადია ნატოს შეიარაღებაში არსებული სისტემები რუსულთან...

"ისინი ვერასოდეს იქნებიან თავვსებადი". – განაცხადა მეტისმა. პენტაგონის შეფის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, აშშ მზადაა "პაუზის ასაღებად" იმისათვის, რომ გაირკვეს, კონკრეტულად როგორ აპირებს ანკარა რუსული საზენიტო–სარაკეტო სისტემების გამოყენებას. მედია გასულ კვირაში წერდა, რომ თურქეთმა რუსეთთან სარაკეტო სისტემების შესყიდვაზე მოლაპარაკებები განაახლა.

მოგვიანებით თურქეთის ელჩმა რუსეთში დაადასტურა ეს ინფორმაცია. გარიგების საერთო ღირებულება 2,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. თურქეთი მანამდეც აპირებდა აღნიშნული სარაკეტო სისტემების შეძენას რუსეთისა და ჩინეთისგან, მაგრამ ნატოს მკაცრი პოზიციის გამო მოლაპარაკებები ვერ შედგა.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე