სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სოფელ ბერშუეთთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს
სოფელ ბერშუეთთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

სო­ფელ ბერ­შუ­ეთ­თან მდე­ბა­რე სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე ახა­ლი ბა­ნე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბას და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­აქ­ტი­ურ­დეს რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი, ასე­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ასე­ვე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან თბი­ლის­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ "ქარ­თველ­თა მარშს" და ამ­ბო­ბენ, რომ უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა გა­აპ­რო­ტეს­ტონ ის რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და საფრ­თხე­ე­ბი, რაც ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს ეხე­ბა და გა­მო­გო­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის ნაც­ვლად, რე­ა­ლურ მტერს აჩ­ვე­ნონ თა­ვი­ან­თი ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა.

სო­ფელ ბერ­შუ­ეთ­თან, სა­ო­კუ­რა­ციო ხა­ზის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, დღეს დი­ლი­თაც გა­ი­მარ­თა აქ­ცია, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის, ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ასე­ვე სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­ჟი­მი­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ქმე­დე­ბებს აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კი აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, პო­ლი­ტი­კის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის მიმ­დე­ბა­რედ, სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში, ამე­რი­კის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში იან კელი იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­მაც სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რის მიერ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ახა­ლი ე.წ. სა­ზღვრის აღმნიშ­ვნე­ლი ბა­ნე­რე­ბი ნახა და ად­გილ­ზე სი­ტუ­ა­ცი­ას გა­ეც­ნო.

იან კე­ლის გან­ცხა­დე­ბით, მსგავ­სი ფაქ­ტი, რო­მელ­საც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ზე ახორ­ცი­ე­ლებს, მი­უ­ღე­ბე­ლია ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს­თვის.

მი­სი­ვე თქმით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს მუდ­მი­ვად ადევ­ნებს თვალს და მკა­ფი­ოდ აფიქ­სი­რებს პო­ზი­ცი­ას, რომ ის მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის სი­ახ­ლო­ვეს, უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი, მათ შო­რის, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სოფელ ბერშუეთთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

სოფელ ბერშუეთთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

სოფელ ბერშუეთთან მდებარე საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საოკუპაციო ხაზზე ახალი ბანერების დამონტაჟებას და აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია გააქტიურდეს როგორც პოლიტიკური სპექტრი, ასევე სამოქალაქო საზოგადოება.

აქციის მონაწილეები ასევე ეხმაურებიან თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გამართულ "ქართველთა მარშს" და ამბობენ, რომ უმჯობესი იქნება საქართველოს მოქალაქეებმა გააპროტესტონ ის რეალური პრობლემები და საფრთხეები, რაც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ეხება და გამოგონილი პრობლემების ნაცვლად, რეალურ მტერს აჩვენონ თავიანთი ერთსულოვნება.

სოფელ ბერშუეთთან, საოკურაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს დილითაც გაიმართა აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც ასევე სეპარატისტული რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის ქმედებებს აპროტესტებდნენ, ხელისუფლებას კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკის გააქტიურებისკენ მოუწოდებდნენ.

მოგვიანებით, ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ, სოფელ ყარაფილაში, ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი იმყოფებოდა, რომელმაც საოკუპაციო ჯარის მიერ დამონტაჟებული ახალი ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები ნახა და ადგილზე სიტუაციას გაეცნო.

იან კელის განცხადებით, მსგავსი ფაქტი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია მეზობელ სახელმწიფოზე ახორციელებს, მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნულ საკითხს მუდმივად ადევნებს თვალს და მკაფიოდ აფიქსირებს პოზიციას, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მათ შორის, სამხედრო პოლიცია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი