სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ადა მარშანია დუმაში დიალოგის ახალი ფორმატის - "საქართველო-რუსეთი-ნატოს" შექმნის ინიციატივით გამოვიდა
ადა მარშანია დუმაში დიალოგის ახალი ფორმატის - "საქართველო-რუსეთი-ნატოს" შექმნის ინიციატივით გამოვიდა

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­მა რუს დე­პუ­ტა­ტებს, მოს­კოვ­ში შეხ­ვედ­რი­სას, შეს­თა­ვა­ზეს, ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს დი­ა­ლო­გის ახა­ლი ფორ­მა­ტი "სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თი-ნატო" კავ­კა­სი­ა­ში უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის, სა­ზღვრე­ბის და­სა­ცა­ვად და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მთან საბ­რძოლ­ვე­ლად. "რია ნო­ვოს­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" წევ­რმა ადა მარ­შა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და.

"მი­ვიჩ­ნევთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია არა­ვის მიერ და არას­დროს უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო პლაც­დარ­მის სა­ხით რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. არას­დროს, არც ნა­ტომ, არც სხვა სამ­ხედ­რო ალი­ან­სმა არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ", - გა­ნა­ცხა­და მარ­შა­ნი­ამ დუ­მა­ში შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

მისი თქმით, ქარ­თვე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი მიჩ­ნე­ვენ, რომ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს დი­ა­ლო­გის ახა­ლი ფორ­მა­ტი "სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თი-ნატო".

"ამ ფორ­მა­ტის ფარ­გლებ­ში უნდა გა­მო­მუ­შავ­დეს ნდო­ბის ზო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყოფ­და სტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას კავ­კა­სი­ა­ში, სა­ზღვრე­ბის დაც­ვას, რა თქმა უნდა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის ერ­თობ­ლივ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ჩვე­ნი პარ­ტია მზად არის ამ იდე­ის წა­მო­სა­წე­ვად სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­და­ნაც და სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზეც. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩვენს პარ­ტი­ას შე­უძ­ლია ჩა­ა­ტა­როს თბი­ლის­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მი, რო­მე­ლიც ამ იდე­ას მი­ე­ძღვნე­ბო­და. ჩვენ ვე­პა­ტი­ჟე­ბით კო­ლე­გებს დუ­მი­დან და ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭო­დან, ჩა­ერ­თონ ასე­თი ფო­რუ­მის მომ­ზა­დე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და მარ­შა­ნი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ადა მარშანია დუმაში დიალოგის ახალი ფორმატის - "საქართველო-რუსეთი-ნატოს" შექმნის ინიციატივით გამოვიდა

ადა მარშანია დუმაში დიალოგის ახალი ფორმატის - "საქართველო-რუსეთი-ნატოს" შექმნის ინიციატივით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის წევრებმა რუს დეპუტატებს, მოსკოვში შეხვედრისას, შესთავაზეს, ჩამოყალიბდეს დიალოგის ახალი ფორმატი "საქართველო-რუსეთი-ნატო" კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, საზღვრების დასაცავად და საერთაშორისო ტერორიზმთან საბრძოლველად. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა.

"მივიჩნევთ, რომ საქართველოს ტერიტორია არავის მიერ და არასდროს უნდა იყოს გამოყენებული სამხედრო პლაცდარმის სახით რუსეთის წინააღმდეგ. არასდროს, არც ნატომ, არც სხვა სამხედრო ალიანსმა არ უნდა გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია რუსეთის წინააღმდეგ", - განაცხადა მარშანიამ დუმაში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ქართველი დეპუტატები მიჩნევენ, რომ ამასთან დაკავშირებით უნდა ჩამოყალიბდეს დიალოგის ახალი ფორმატი "საქართველო-რუსეთი-ნატო".

"ამ ფორმატის ფარგლებში უნდა გამომუშავდეს ნდობის ზომები, რომლებიც უზრუნველყოფდა სტაბილურობასა და უსაფრთხოებას კავკასიაში, საზღვრების დაცვას, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივ ღონისძიებებს. ჩვენი პარტია მზად არის ამ იდეის წამოსაწევად საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდანაც და საერთაშორისო ასპარეზზეც. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს პარტიას შეუძლია ჩაატაროს თბილისში საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ამ იდეას მიეძღვნებოდა. ჩვენ ვეპატიჟებით კოლეგებს დუმიდან და ფედერაციის საბჭოდან, ჩაერთონ ასეთი ფორუმის მომზადებაში", - განაცხადა მარშანიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები