სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ეს თარიღი მთლიანად შეცვლის საქართველოს ასტროლოგიურ რუკას" - რა საშიშროებაზე საუბრობენ ასტროლოგები
"ეს თარიღი მთლიანად შეცვლის საქართველოს ასტროლოგიურ რუკას" - რა საშიშროებაზე საუბრობენ ასტროლოგები

"ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს, იმის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, გვჯე­რა თუ არა ას­ტრო­ლო­გი­ის, გვაქვს ჩვე­ნი პი­რა­დი რუკა, ანუ ჰო­როს­კო­პი. ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბას ზოგი ზო­დი­ა­ქო­ში ურევს და ჰო­როს­კო­პი მზის ნი­შა­ნი (მერ­წყუ­ლი, მო­რი­ე­ლი...) ჰგო­ნია. ეს ასე არ არის. მზეს, რა თქმა უნდა, ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი უკა­ვია ჩვე­ნი პი­როვ­ნუ­ლი ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, მაგ­რამ მის გარ­და, ჩვე­ნი და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტში ცაზე სხვა ცი­უ­რი სხე­უ­ლე­ბიც იყო, რომ­ლე­ბიც ასე­ვე მუ­შა­ო­ბენ ჩვენ­ზე და არა­ნაკ­ლებ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ. სწო­რედ ამ პლა­ნე­ტა­თა და მნა­თობ­თა ურ­თი­ერ­თგან­ლა­გე­ბას ასა­ხავს პი­რა­დი რუკა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი და­ბა­დე­ბის ზუს­ტი დრო­ი­სა და ად­გი­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იგე­ბა," - გვე­უბ­ნე­ბა ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი. მისი თქმით, ამ ყვე­ლაფ­რის შეს­წავ­ლით, ფაქ­ტობ­რი­ვად, უფრო ღრმად სა­კუ­თარ მი­ნუ­სებს და პლუ­სებს ვეც­ნო­ბით, ვი­გებთ, რა პო­ტენ­ცი­ა­ლი გვაქვს, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით სჯობს განვვი­თარ­დეთ ან რო­გორ დავძლი­ოთ უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბი...

- ას­ტრო­ლო­გი­უ­რი რუკა ქვე­ყა­ნებ­საც აქვს?

- ჰო­როს­კო­პი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ქვე­ყა­ნა­საც. ამა თუ იმ ქვეყ­ნის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი რუკა დგე­ბა მის ის­ტო­რი­ა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი თა­რი­ღე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ასე მა­გა­ლი­თად, აშშ-ის რუკა მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის ანუ 1776 წლის 4 ივ­ლი­სის თა­რი­ღის მი­ხედ­ვით არის აგე­ბუ­ლი; რუ­სე­თის რუკა 1991 წლის 25 დე­კემ­ბრის, რო­დე­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნამ მი­ი­ღო კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც რუ­სე­თის საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტურ ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კას შე­ეც­ვა­ლა სა­ხე­ლი და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ეწო­და.

სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი რუკა აგე­ბუ­ლია 1991 წლის 9 აპ­რი­ლის მი­ხედ­ვით. რო­დე­საც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მთავ­რო­ბამ 12 სა­ათ­სა და 50 წუთ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნა გა­მო­ა­ცხა­და. რა თქმა უნდა, ეს არ გახ­ლავთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი რუკა. მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ჰო­როს­კო­პი ეყ­რდნო­ბო­და ქვეყ­ნის გა­საბ­ჭო­ე­ბის თა­რიღს, უფრო ძვე­ლი - ნოე ჟორ­და­ნი­ას მიერ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას და ა.შ.

ქვეყ­ნე­ბის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი რუ­კე­ბი, ისე­ვე რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რა­დი ჰო­როს­კო­პე­ბი, სე­რი­ო­ზულ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ ქვეყ­ნის პო­ტენ­ცი­ალ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს ბოლო რუ­კის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ თქმუ­ლა, რომ ის უაღ­რე­სად სუს­ტია სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით და ქვე­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის პრო­ვო­ცი­რე­ბას იწ­ვევს, რომ­ლის მოწ­მე­ნიც მას შემ­დეგ ვხდე­ბით, რაც ეს რუკა არ­სე­ბობს და სა­ქარ­თვე­ლო მისი რიტ­მე­ბის ქვეშ ცხოვ­რობს.

- ე.ი. მას სა­სი­კე­თო გავ­ლე­ნა არ აქვს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე...

- სამ­წუ­ხა­როდ, ამ რუ­კა­ზე თით­ქმის არ არ­სე­ბობს არც ერთი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც სა­სი­კე­თოდ აი­სა­ხე­ბო­და ქვეყ­ნის სა­ში­ნაო თუ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე, სო­ცი­ა­ლურ თუ ეკო­ნო­მი­ურ ძვრებს, ერის კონ­სო­ლი­და­ცი­ას შე­უ­წყობ­და ხელს.

სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის რუ­კებ­ში მზე გან­სა­ზღვრავს მთავ­რო­ბას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მთვა­რე - ხალ­ხს, მარ­სი ჯარს წარ­მო­ად­გენს და ა.შ. ჩვენს რუ­კა­ში ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პლა­ნე­ტა ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ნე­გა­ტი­უ­რი ას­პექ­ტე­ბით, ან თვით­გა­მოვ­ლი­ნე­ბის­თვის ძალ­ზე შე­უ­ფე­რე­ბელ ად­გილ­ზეა მოხ­ვედ­რი­ლი. რუ­სე­თის ფაქ­ტო­რიც კი, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის დღი­დან, რბი­ლად რომ ვთქვათ, მე­ტად რთულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან, ამ რუ­კა­ში მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ძალ­ზე არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო გან­ლა­გე­ბით შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას.

რუკა 12 პი­რო­ბით ვე­ლად, ე.წ. სახ­ლად იყო­ფა. თი­თო­ულ მათ­განს აქვს თა­ვი­სი ფუნ­ქცია. აშ­კა­რა და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მყო­ფი მტრის სა­ხეს ჰო­როს­კოპ­ში მე-7 სახ­ლი გან­სა­ზღვრავს. სა­ქარ­თვე­ლოს ას­ტრო­ლო­გი­უ­რი რუ­კის მე-7 სახ­ლი მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­თი იწყე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მერ­წყუ­ლის ნიშ­ნით იმარ­თე­ბი­ან, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მტრე­ბად იქ­ნე­ბი­ან აღ­ქმუ­ლი.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი "მე­ზო­ბე­ლი" რუ­სე­თი სწო­რედ მერ­წყუ­ლის ნიშ­ნით არის მარ­თუ­ლი. თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, ამ ქვე­ყა­ნას­თან ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც 1990 წლის 9 აპ­რილს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­ვა­ცხა­დეთ. ცხა­დია, არ ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ ეს არ უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. უბ­რა­ლოდ, თა­რი­ღი იყო სა­ა­მი­სოდ შერ­ჩე­უ­ლი ძა­ლი­ან ცუდი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მე-7 სახ­ლი ასე­ვე პარტნი­ო­რო­ბის სახ­ლსაც წარ­მო­ად­გენს. თუმ­ცა ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ამ კუ­თხით რუ­კამ არ იმუ­შა­ვა. რად­გან ამ სახ­ლის მმარ­თვე­ლი ურა­ნი საკ­მა­ოდ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია. აქ არის ურა­ნის შე­ერ­თე­ბა ნეპ­ტუნ­თან, რაც ილუ­ზი­ე­ბის და აგ­რეთ­ვე შეც­დო­მა­ში შეს­ვლის არა­სა­სურ­ველ ფონს იძ­ლე­ვა რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვი­ნა­ი­დან ეს შე­ერ­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კის მე-6 სახ­ლში ხდე­ბა, რო­მე­ლიც მუნ­და­ნურ ას­ტრო­ლო­გი­ა­ში პა­სუხს აგებს ჯარ­ზე, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დას­ხმებ­ზე, გა­სა­გე­ბი ხდე­ბა, რომ უპ­რობ­ლე­მოდ ეს არ ჩა­ივ­ლი­და. აქ აგ­რეთ­ვე არის კვად­რა­ტი მზის მხრი­დან, მზე - ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს.

- ეს რას ნიშ­ნავს?

- ეს შე­იძ­ლე­ბა გა­ი­შიფ­როს, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არას­წო­რი პო­ზი­ცია რუ­სე­თის მი­მართ.

სწო­რედ ამ და კი­დევ არა­ერ­თი სხვა პრობ­ლე­მუ­რი და სუს­ტი წერ­ტი­ლის გამო არის, რომ ას­ტრო­ლო­გე­ბი კარ­გა ხა­ნია ვა­ცხა­დებთ, რომ ქვეყ­ნის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი რუკა შე­საც­ვლე­ლია. სწო­რი თა­რი­ღის შერ­ჩე­ვით მოგ­ვარ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის სა­კი­თხიც და ბევ­რი სხვაც.

ეს რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ გამ­წვავ­და ხე­ლახ­ლა ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ახლა. ვგუ­ლის­ხმობ მცო­ცავ ოკუ­პა­ცი­ას.

სა­ა­მი­სოდ არა­ერ­თმა ას­ტრო­ლო­გი­ურ­მა ფაქ­ტორ­მა იმუ­შა­ვა. თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ მშვილ­დო­სან­ში მოძ­რავ ლი­ლიტს, რო­მე­ლიც უცხო­ე­თის თე­მებს ხდის პრობ­ლე­მურს, ჩვე­ნი რუ­კის ურანს, რო­მე­ლიც რო­გორც უკვე ავ­ხსე­ნით, მტრის სახ­ლის მმარ­თველს წარ­მო­ად­გენს, აკ­ვად­რა­ტებს იუ­პი­ტე­რი. იუ­პი­ტე­რი წარ­მა­ტე­ბე­ბის პლა­ნე­ტად მი­იჩ­ნე­ვა, თუმ­ცა ასე­ვე არის გა­ფარ­თო­ე­ბის, ზრდის პლა­ნე­ტაც. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იუ­პი­ტე­რი აგ­რეთ­ვე იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის ნიშ­ნა­დაც მო­ი­აზ­რე­ბა. ამი­ტო­მაც, ნე­გა­ტი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, მისი გა­ფარ­თო­ე­ბა გა­მო­ი­ხა­ტა რუ­სე­თის მიერ სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გად­მო­წე­ვით.

ასე თუ ისე, გა­სა­გე­ბი ხდე­ბა, რომ ეს მოვ­ლე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კის მი­მართ და­ძა­ბუ­ლი ტრან­ზი­ტე­ბით შე­იძ­ლე­ბა იქ­ნას ახ­სნი­ლი.

- აქე­დან გა­მო­სა­ვა­ლი რა არის?

- გა­მო­სა­ვა­ლი ისევ და ისევ რუ­კის შეც­ვლა­ში მე­სა­ხე­ბა. თუ სწო­რი თა­რი­ღი იქ­ნე­ბა სა­ა­მი­სოდ შერ­ჩე­უ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ისე გა­კეთ­დეს, რომ მერ­წყუ­ლის ზონა აღარ მოხ­ვდეს მე-7 სახ­ლში, ან თუ მოხ­ვდე­ბა, მისი მმარ­თვე­ლი მა­ინც აღარ იყოს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. სა­უ­კე­თე­სო იქ­ნე­ბო­და, იგი­ვე მერ­წყუ­ლის მე-11 სახ­ლში ხილ­ვა, რო­მე­ლიც მე­გობ­რებს და თა­ნა­მო­აზ­რე­ებს გან­სა­ზღვრავს, ან თუნ­დაც მე­სა­მე­ში, სა­დაც რუ­სე­თი უბ­რა­ლოდ, მე­ზო­ბე­ლის სა­ხით იქ­ნე­ბო­და წარ­მოდ­გე­ნი­ლი....

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი რუ­კი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ხელ­წი­ფოს ას­ტრო­ლო­გი­უ­რი რუ­კის შეც­ვლა სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია. ას­ტრო­ლო­გი­ურ წრე­ებ­ში არა­ერ­თხელ თქმუ­ლა, რომ სა­ჭი­როა, ქვეყ­ნი­სათ­ვის ახა­ლი რუ­კის შედ­გე­ნა, თუმ­ცა ეს ერთი ხე­ლის მოს­მით არ ხდე­ბა, რომ ვთქვათ, ადგე და გა­მო­ა­ცხა­დო, - ხვა­ლი­დან ან ზე­გი­დან ქვე­ყა­ნას ახა­ლი რუკა ექ­ნე­ბა. ამი­სათ­ვის, რო­გორც ხვდე­ბით, სა­ჭი­როა ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში რა­ი­მე ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბო­დეს...

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას გეგ­მავს. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ეს იქ­ნე­ბა ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც შე­მობ­რუ­ნე­ბის წერ­ტი­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. კონ­სტი­ტუ­ცი­ის შეც­ვლა აუ­ცი­ლებ­ლად იმოქ­მე­დებს ქვეყ­ნის ას­ტრო­ლო­გი­ურ რუ­კა­ზეც. უფრო სწო­რედ კი, ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის და მათი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ძა­ლა­ში შეს­ვლის თა­რი­ღი, მთლი­ა­ნად შეც­ვლის სა­ქარ­თვე­ლოს ას­ტრო­ლო­გი­ურ რუ­კას... მაგ­რამ თუ ამ ცვლი­ლე­ბე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის თა­რი­ღი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით არ იქნა შერ­ჩე­უ­ლი, ვრის­კავთ, რომ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ნაც­ვლად, კი­დევ უა­რე­სი რუ­კაც კი შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ!

ამი­ტომ არის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­შრომ­ლობ­დეს ას­ტრო­ლო­გებ­თან. მა­გა­ლი­თად, ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ არა­ერ­თი ქვეყ­ნის, მათ შო­რის, რუ­სე­თი­საც და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­ში ოფი­ცი­ა­ლურ შტატ­ში ჰყავთ აყ­ვა­ნი­ლი ას­ტრო­ლო­გე­ბი და მათ მიერ გა­მოთ­ვლილ ტენ­დენ­ცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ რო­გორც სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბის და­გეგ­მვის სა­კი­თხებ­ში, ისე სხვა სა­ხელ­წი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლა­დაც.

- მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ქვეყ­ნე­ბი მისი მო­წყო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ას­ტრო­ლო­გი­ის რჩე­ვებს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ?

- ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე, აშშ-ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ პრე­ზი­დენ­ტად მიჩ­ნე­უ­ლი რო­ნალდ რე­ი­გა­ნი აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­და პი­რა­დი ას­ტრო­ლო­გის რჩე­ვებს და ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ მთე­ლი ამე­რი­კა, დი­ლის 4 სა­ათ­ზე ფეხ­ზე და­ა­ყე­ნა, რათა მისი პრე­ზი­დენ­ტად ინა­უ­გუ­რა­ცია ას­ტრო­ლო­გის მიერ შერ­ჩე­ულ დროს ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა. ას­ტრო­ლო­გის მი­ერ­ვე და­გეგ­მი­ლი იყო იგი­ვე რე­ი­გა­ნი­სა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მა­შინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, გორ­ბა­ჩო­ვის შეხ­ვედ­რის თა­რი­ღი, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის და­სა­წყი­სად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს.... კი­დევ უამ­რა­ვი ასე­თი ფაქ­ტის მოყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბა...

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს მთავ­რო­ბა­სა და ას­ტრო­ლო­გებს შო­რის არა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია არ არ­სე­ბობს. არა­და, სა­ჭი­როა, ერ­თობ­ლი­ვად გვე­მუ­შა­ვა ამ თა­რი­ღის გა­მოთ­ვლა­ზე. აქამ­დე ას­ტრო­ლო­გე­ბის მხრი­დან ასე­თი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი მხო­ლოდ ზე­პირ სა­ხეს ატა­რებ­და, ამ­ჯე­რად გვსურს, ვცა­დოთ და ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლით მივ­მარ­თოთ მთავ­რო­ბას თა­რი­ღის შერ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ავუხ­სნათ, თუ რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამას ყვე­ლა­ფერს, რა არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვა­ყე­ნოს არას­წო­რად შერ­ჩე­ულ­მა დრომ და პი­რი­ქით, რა დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა შე­უძ­ლია ქვეყ­ნი­სათ­ვის სწო­რად შერ­ჩე­ულ თა­რიღს.

იმე­დია, ჩვენს ინი­ცი­ა­ტი­ვებს ამ­ჯე­რად მა­ინც და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ეს თარიღი მთლიანად შეცვლის საქართველოს ასტროლოგიურ რუკას" - რა საშიშროებაზე საუბრობენ ასტროლოგები

"ეს თარიღი მთლიანად შეცვლის საქართველოს ასტროლოგიურ რუკას" - რა საშიშროებაზე საუბრობენ ასტროლოგები

"ნებისმიერ ჩვენგანს, იმისგან დამოუკიდებლად, გვჯერა თუ არა ასტროლოგიის, გვაქვს ჩვენი პირადი რუკა, ანუ ჰოროსკოპი. ამ სიტყვის მნიშვნელობას ზოგი ზოდიაქოში ურევს და ჰოროსკოპი მზის ნიშანი (მერწყული, მორიელი...) ჰგონია. ეს ასე არ არის. მზეს, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანი როლი უკავია ჩვენი პიროვნული ხასიათის თვისებების ჩამოყალიბებაში, მაგრამ მის გარდა, ჩვენი დაბადების მომენტში ცაზე სხვა ციური სხეულებიც იყო, რომლებიც ასევე მუშაობენ ჩვენზე და არანაკლებ ზეგავლენას ახდენენ. სწორედ ამ პლანეტათა და მნათობთა ურთიერთგანლაგებას ასახავს პირადი რუკა, რომელიც ჩვენი დაბადების ზუსტი დროისა და ადგილის გათვალისწინებით იგება," - გვეუბნება ასტროლოგი ხათუნა ნოელი. მისი თქმით, ამ ყველაფრის შესწავლით, ფაქტობრივად, უფრო ღრმად საკუთარ მინუსებს და პლუსებს ვეცნობით, ვიგებთ, რა პოტენციალი გვაქვს, რა მიმართულებით სჯობს განვვითარდეთ ან როგორ დავძლიოთ უარყოფითი თვისებები...

- ასტროლოგიური რუკა ქვეყანებსაც აქვს?

- ჰოროსკოპი შეიძლება ჰქონდეს ქვეყანასაც. ამა თუ იმ ქვეყნის ასტროლოგიური რუკა დგება მის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღების გათვალისწინებით. ასე მაგალითად, აშშ-ის რუკა მისი დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადების ანუ 1776 წლის 4 ივლისის თარიღის მიხედვით არის აგებული; რუსეთის რუკა 1991 წლის 25 დეკემბრის, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქვეყანამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკას შეეცვალა სახელი და რუსეთის ფედერაცია ეწოდა.

საქართველოს ამჟამინდელი რუკა აგებულია 1991 წლის 9 აპრილის მიხედვით. როდესაც ზვიად გამსახურდიას მთავრობამ 12 საათსა და 50 წუთზე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. რა თქმა უნდა, ეს არ გახლავთ ჩვენი ქვეყნის პირველი ასტროლოგიური რუკა. მანამდე არსებული საქართველოს ჰოროსკოპი ეყრდნობოდა ქვეყნის გასაბჭოების თარიღს, უფრო ძველი - ნოე ჟორდანიას მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისას და ა.შ.

ქვეყნების ასტროლოგიური რუკები, ისევე როგორც ადამიანების პირადი ჰოროსკოპები, სერიოზულ ზეგავლენას ახდენენ ქვეყნის პოტენციალზე.

საქართველოს ბოლო რუკის შესახებ არაერთხელ თქმულა, რომ ის უაღრესად სუსტია სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით და ქვეყანაში უამრავი კრიზისული სიტუაციის პროვოცირებას იწვევს, რომლის მოწმენიც მას შემდეგ ვხდებით, რაც ეს რუკა არსებობს და საქართველო მისი რიტმების ქვეშ ცხოვრობს.

- ე.ი. მას სასიკეთო გავლენა არ აქვს ჩვენს ქვეყანაზე...

- სამწუხაროდ, ამ რუკაზე თითქმის არ არსებობს არც ერთი ფაქტორი, რომელიც სასიკეთოდ აისახებოდა ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე, სოციალურ თუ ეკონომიურ ძვრებს, ერის კონსოლიდაციას შეუწყობდა ხელს.

სახელმწიფოების რუკებში მზე განსაზღვრავს მთავრობას, ხელისუფლებას, მთვარე - ხალხს, მარსი ჯარს წარმოადგენს და ა.შ. ჩვენს რუკაში ყველა მნიშვნელოვანი პლანეტა ან დაზიანებულია ნეგატიური ასპექტებით, ან თვითგამოვლინებისთვის ძალზე შეუფერებელ ადგილზეა მოხვედრილი. რუსეთის ფაქტორიც კი, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, რბილად რომ ვთქვათ, მეტად რთულ დამოკიდებულებაში იმყოფება საქართველოსთან, ამ რუკაში მერწყულის ზოდიაქოს ძალზე არასახარბიელო განლაგებით შეიძლება აიხსნას.

რუკა 12 პირობით ველად, ე.წ. სახლად იყოფა. თითოულ მათგანს აქვს თავისი ფუნქცია. აშკარა დაპირისპირებაში მყოფი მტრის სახეს ჰოროსკოპში მე-7 სახლი განსაზღვრავს. საქართველოს ასტროლოგიური რუკის მე-7 სახლი მერწყულის ზოდიაქოთი იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც მერწყულის ნიშნით იმართებიან, ჩვენი ქვეყნის მტრებად იქნებიან აღქმული.

სამწუხაროდ, ჩვენი "მეზობელი" რუსეთი სწორედ მერწყულის ნიშნით არის მართული. თუ გავიხსენებთ, ამ ქვეყანასთან ჩვენი პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც 1990 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ. ცხადია, არ ვგულისხმობ იმას, რომ ეს არ უნდა გაგვეკეთებინა. უბრალოდ, თარიღი იყო საამისოდ შერჩეული ძალიან ცუდი.

საინტერესოა, რომ მე-7 სახლი ასევე პარტნიორობის სახლსაც წარმოადგენს. თუმცა ჩვენს შემთხვევაში ამ კუთხით რუკამ არ იმუშავა. რადგან ამ სახლის მმართველი ურანი საკმაოდ დაზიანებულია. აქ არის ურანის შეერთება ნეპტუნთან, რაც ილუზიების და აგრეთვე შეცდომაში შესვლის არასასურველ ფონს იძლევა რუსეთთან დაკავშირებით. ვინაიდან ეს შეერთება საქართველოს რუკის მე-6 სახლში ხდება, რომელიც მუნდანურ ასტროლოგიაში პასუხს აგებს ჯარზე, შეიარაღებულ თავდასხმებზე, გასაგები ხდება, რომ უპრობლემოდ ეს არ ჩაივლიდა. აქ აგრეთვე არის კვადრატი მზის მხრიდან, მზე - ხელისუფლებას წარმოადგენს.

- ეს რას ნიშნავს?

- ეს შეიძლება გაიშიფროს, როგორც ხელისუფლების არასწორი პოზიცია რუსეთის მიმართ.

სწორედ ამ და კიდევ არაერთი სხვა პრობლემური და სუსტი წერტილის გამო არის, რომ ასტროლოგები კარგა ხანია ვაცხადებთ, რომ ქვეყნის ასტროლოგიური რუკა შესაცვლელია. სწორი თარიღის შერჩევით მოგვარდებოდა საქართველო-რუსეთის საკითხიც და ბევრი სხვაც.

ეს რაც შეეხება იმას, თუ რატომ გამწვავდა ხელახლა ეს ურთიერთობა ახლა. ვგულისხმობ მცოცავ ოკუპაციას.

საამისოდ არაერთმა ასტროლოგიურმა ფაქტორმა იმუშავა. თავი რომ დავანებოთ მშვილდოსანში მოძრავ ლილიტს, რომელიც უცხოეთის თემებს ხდის პრობლემურს, ჩვენი რუკის ურანს, რომელიც როგორც უკვე ავხსენით, მტრის სახლის მმართველს წარმოადგენს, აკვადრატებს იუპიტერი. იუპიტერი წარმატებების პლანეტად მიიჩნევა, თუმცა ასევე არის გაფართოების, ზრდის პლანეტაც. დაზიანებული იუპიტერი აგრეთვე იმპერიალიზმის ნიშნადაც მოიაზრება. ამიტომაც, ნეგატიური თვალსაზრისით, მისი გაფართოება გამოიხატა რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევით.

ასე თუ ისე, გასაგები ხდება, რომ ეს მოვლენები საქართველოს რუკის მიმართ დაძაბული ტრანზიტებით შეიძლება იქნას ახსნილი.

- აქედან გამოსავალი რა არის?

- გამოსავალი ისევ და ისევ რუკის შეცვლაში მესახება. თუ სწორი თარიღი იქნება საამისოდ შერჩეული, შეიძლება ისე გაკეთდეს, რომ მერწყულის ზონა აღარ მოხვდეს მე-7 სახლში, ან თუ მოხვდება, მისი მმართველი მაინც აღარ იყოს დაზიანებული. საუკეთესო იქნებოდა, იგივე მერწყულის მე-11 სახლში ხილვა, რომელიც მეგობრებს და თანამოაზრეებს განსაზღვრავს, ან თუნდაც მესამეში, სადაც რუსეთი უბრალოდ, მეზობელის სახით იქნებოდა წარმოდგენილი....

საბედნიეროდ, ადამიანის პირადი რუკისაგან განსხვავებით, სახელწიფოს ასტროლოგიური რუკის შეცვლა სრულიად შესაძლებელია. ასტროლოგიურ წრეებში არაერთხელ თქმულა, რომ საჭიროა, ქვეყნისათვის ახალი რუკის შედგენა, თუმცა ეს ერთი ხელის მოსმით არ ხდება, რომ ვთქვათ, ადგე და გამოაცხადო, - ხვალიდან ან ზეგიდან ქვეყანას ახალი რუკა ექნება. ამისათვის, როგორც ხვდებით, საჭიროა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში რაიმე ძალზე მნიშვნელოვანი ხდებოდეს...

უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას გეგმავს. სავარაუდოდ, სწორედ ეს იქნება ის შესაძლებლობა, რომელიც შემობრუნების წერტილად შეიძლება ჩაითვალოს. კონსტიტუციის შეცვლა აუცილებლად იმოქმედებს ქვეყნის ასტროლოგიურ რუკაზეც. უფრო სწორედ კი, ცვლილებების შეტანის და მათი ოფიციალურად ძალაში შესვლის თარიღი, მთლიანად შეცვლის საქართველოს ასტროლოგიურ რუკას... მაგრამ თუ ამ ცვლილებების გამოცხადების თარიღი ასტროლოგიური მონაცემების გათვალისწინებით არ იქნა შერჩეული, ვრისკავთ, რომ გაუმჯობესების ნაცვლად, კიდევ უარესი რუკაც კი შეიძლება მივიღოთ!

ამიტომ არის უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამშრომლობდეს ასტროლოგებთან. მაგალითად, ცნობილი ფაქტია, რომ არაერთი ქვეყნის, მათ შორის, რუსეთისაც და ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურებში ოფიციალურ შტატში ჰყავთ აყვანილი ასტროლოგები და მათ მიერ გამოთვლილ ტენდენციებს ითვალისწინებენ როგორც სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის საკითხებში, ისე სხვა სახელწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებების განსახორციელებლადაც.

- მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნები მისი მოწყობის მიმართულებით ასტროლოგიის რჩევებს ითვალისწინებენ?

- ბოლო ათწლეულების მანძილზე, აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პრეზიდენტად მიჩნეული რონალდ რეიგანი აქტიურად იყენებდა პირადი ასტროლოგის რჩევებს და ცნობილი ფაქტია, რომ მთელი ამერიკა, დილის 4 საათზე ფეხზე დააყენა, რათა მისი პრეზიდენტად ინაუგურაცია ასტროლოგის მიერ შერჩეულ დროს ჩაეტარებინა. ასტროლოგის მიერვე დაგეგმილი იყო იგივე რეიგანისა და საბჭოთა კავშირის მაშინდელი ხელმძღვანელის, გორბაჩოვის შეხვედრის თარიღი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს.... კიდევ უამრავი ასეთი ფაქტის მოყვანა შეიძლება...

სამწუხაროდ, ჩვენს მთავრობასა და ასტროლოგებს შორის არანაირი კომუნიკაცია არ არსებობს. არადა, საჭიროა, ერთობლივად გვემუშავა ამ თარიღის გამოთვლაზე. აქამდე ასტროლოგების მხრიდან ასეთი შეთავაზებები მხოლოდ ზეპირ სახეს ატარებდა, ამჯერად გვსურს, ვცადოთ და ოფიციალური წერილით მივმართოთ მთავრობას თარიღის შერჩევასთან დაკავშირებით. ავუხსნათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას ყველაფერს, რა არასახარბიელო გამოწვევების წინაშე შეიძლება დაგვაყენოს არასწორად შერჩეულმა დრომ და პირიქით, რა დახმარების გაწევა შეუძლია ქვეყნისათვის სწორად შერჩეულ თარიღს.

იმედია, ჩვენს ინიციატივებს ამჯერად მაინც დადებითი გამოხმაურება მოჰყვება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ტესტი: იცანი ფეხბურთელი ბავშვობის ფოტოზე

"მე ძალიან, ძალიან ქართველი ვარ": რას ამბობს დემნა გვასალია ახალ კოლექციაზე? - სიჩუმეში გამართული შოუს დეტალები

"მსოფლიოს განგსტერები მართავენ... მათ შორის არის ვლადიმერ პუტინი" - რა უპასუხა ქართველი ჟურნალისტის კითხვას კანის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ?