საქართველოში წუხელ მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭაში, ქალაქ ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ში, სოფელ ჟაშქვაში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3,1 მაგნიტუდა შეადგინა. ნგრევის ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.