სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ვახტანგ გომელაურის შემოსავალმა გასულ წელს 85 813,50 ლარი შეადგინა.
28 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გომელაური არც უძრავ და არც მოძრავ ქონებას არ ფლობს.
დეკლარაციის შევსების მომენტში, "საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 8 728,78 ლარი, ხოლო მიმდინარეზე 3 589,53 დოლარი ჰქონდა. გარდა ამისა, ნაღდი ფულადი თანხის სახით 58 000 დოლარი, 21 000 ლარი და 6 300 ევრო ჰქონდა.
მასვე "საქართველოს ბანკში" 80 000 დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა, რომლის გასავალმაც წინა წელს 14 396,42 დოლარი შეადგინა; ამასთან, გასულ წელს აგარაკის მშენებლობაზე გომელაურის გასავალი 107 000 დოლარი იყო.