სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ფეისბუქზე" რუსების მიერ "საზღვრის" გადმოწევას ეხმაურებიან
"ფეისბუქზე" რუსების მიერ "საზღვრის" გადმოწევას ეხმაურებიან

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი ბერ­შუ­ე­თი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ, მცო­ცავ ოკუ­პა­ცი­ას გა­ნიც­დის. 200, 500, 1500, 2000 და ასე და­უს­რუ­ლებ­ლად... დე-ფაქ­ტო სამ­ხრეთ ოსე­თის გამ­ყო­ფი ხაზი ყო­ველ­წლი­უ­რად სხვა­დას­ხვა მან­ძი­ლით აქეთ, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ის­კენ იწევს. ასე­უ­ლო­ბით მეტ­რით გაზ­რდილ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებს, მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში, კი­დევ 3 ახა­ლი რუ­სუ­ლი ბა­ნე­რი და 700 მეტ­რი მიწა და­ე­მა­ტა. თე­მას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ:

ლაშა ბაქ­რა­ძე, ის­ტო­რი­კო­სი:

ცხინ­ვა­ლი დღეს.

ჩვენ ოსებს ჰგო­ნი­ათ, რომ ამ ათი­ო­დე ხრუშ­ჩოვ­კის და­სა­ცა­ვად დგას ამ­ხე­ლა რუ­სის ჯარი იქ.

ქარ­თვე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ ალ­ბათ არც იცის, სა­დაა ზუს­ტდ ცხინ­ვა­ლი რუ­კა­ზე და სად ავ­ლე­ბენ რუ­სე­ბი სა­ზღვარს.

უკე­თე­სი ხომ არ იქ­ნე­ბო­და ბა­რემ აუ­ტო­ბა­ნამ­დე ჩა­მოთ­რე­უ­ლიყ­ვნენ და გა­და­ე­კე­ტათ, რო­გორც ეს 2008-ში მოხ­და, მაგ­რამ მოკ­ლე მეხ­სი­ე­რე­ბის მქო­ნე ხალ­ხმა და­ი­ვი­წყა.

იქ­ნებ, ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ის­ში რომ ვე­ღარ ჩავ­ლენ ცოტა მა­ინც შე­წუ­ხე­ბუ­ლიყ­ვნენ.

გი­ორ­გი ქა­და­გი­ძე, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ყო­ფი­ლი თავ­მჯო­მა­რე:

ცოტა ის­ტო­რი­აც გა­ვიხ­სე­ნოთ.

მო­ლო­ტოვ-რი­ბენ­ტრო­პის პაქ­ტის და­დე­ბის შემ­დეგ სტა­ლინ­მა ფი­ნე­ლე­ბის­გან რამ­დე­ნი­მე კუნ­ძუ­ლი და სა­ზღვრის 30 კი­ლო­მეტ­რით გა­და­წე­ვა მო­ი­თხო­ვა. უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ (1939 წლის 30 ნო­ემ­ბერს) საბ­ჭო­თა არ­მი­ის ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ჯა­რის­კა­ცი შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვი­და. მარ­შალ მა­ნერ­ჰა­ი­მის თა­ოს­ნო­ბით გა­ცი­ლე­ბით მცი­რე­რი­ცხო­ვან­მა ფი­ნე­ლებ­მა გა­და­უ­ლა­ხა­ვი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს საბ­ჭო­თა ჯარს. უზარ­მა­ზა­რი და­ნა­კარ­გე­ბის (300 ათა­სი) ფონ­ზე რუ­სებ­მა პირ­და­პირ ჰელ­სინ­კის სა­მო­ქა­ლა­ქო ობი­ექ­ტე­ბის მა­სი­რე­ბუ­ლი და­ბომბვა და­ი­წყეს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ტესტზე სსრკ-ს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ვი­ა­ჩეს­ლავ მო­ლო­ტოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არა­ნა­ირ და­ბომბვას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და რომ რუ­სე­ბის თვითმფრი­ნა­ვე­ბი "მო­შიმ­ში­ლე მე­ზობ­ლებს" მხო­ლოდ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­სი­ით საჭ­მელს უგ­ზავ­ნიდ­ნენ.

ამის პა­სუ­ხად ფი­ნე­ლებ­მა თა­ვი­ანთ თვით­ნა­კეთ ან­ტი­სა­ტან­კო სა­შუ­ა­ლე­ბას "მო­ლო­ტო­ვის კო­კტე­ი­ლი" უწო­დეს, "სას­მე­ლი, რო­მე­ლიც რუ­სულ საჭ­მელ­თან ერ­თად უნდა მი­ირ­თვა".

კი არა­ფე­რი, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად გულს უხა­რია, ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვის სა­ხე­ლი ერ­ქმე­ვა ბო­ლოს მა­ინც.

პ.ს. დღეს ფი­ნე­თი სად არის და რუ­სე­თი სად ამა­ზე რი­ცხვებ­ში დავ­წერ რო­გორც კი შევ­ძლებ.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი, მე­რო­ბის კან­დი­და­ტი:

სა­ზღვა­რი გად­მოგ­ვი­წი­ეს და ჩვენ არ ვიმ­ჩნევთ. უკვე ავ­ტო­ბან­თან 400 მეტრში დაგ­ვიდ­გეს ახა­ლი "სა­სა­ზღვრო ბა­ნე­რი". ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ იმ­ჩნევს, ვი­თომც არა­ფე­რი. მთავ­რო­ბა მარ­ტო პრე­მია-და­ნა­მა­ტე­ბის ასა­ღე­ბად გვყავს რო­გორც ჩანს. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თვალ­თვა­ლის­თვის და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­ყალ­ბე­ბის სქე­მე­ბის მო­სა­ფიქ­რებ­ლად. რა­მე­ზე გრძნო­ობს ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას? წაგ­ვარ­თვეს ქვე­ყა­ნა ნელ-ნელა და აღ­შფოთ­დით მა­ინც რო­მე­ლი­მე მი­ნის­ტრი.

ბუბა კუ­და­ვა, ის­ტო­რი­კო­სი:

სა­ზღვა­რი?

გად­მო­წი­ონ,

რა პრობ­ლე­მაა.

მთა­ვა­რია,

მი­წას ვერ იყი­დი­ან!

მე ან სა­ქარ­თვე­ლოს სხვა მო­ქა­ლა­ქემ რომ კა­ნო­ნი და­ვარ­ღვი­ოთ, ხომ პა­სუხს ვა­გებთ?

და პუ­ტი­ნის ემის­რე­ბი რომ ოკუ­პა­ცი­ის კა­ნონს არ­ღვე­ვენ, თან ღიად და ურ­ცხვად, რა­ტომ არა­ვინ თხოვს პა­სუხს?

ანუ:

თუ პუ­ტი­ნის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ემი­სა­რი ხარ, შენ სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქე­ზე მეტი ფასი გაქვს!

ამ გზას უკა­ნა­ლის­კენ მივ­ყა­ვართ... პირ­და­პირ!

ვანო გუმ­ბე­რი­ძე, სცე­ნა­რის­ტი:

ზო­გა­დი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბით ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­თლა ქარ­თვე­ლებს.

ჩვენ­თან არც ისე ცხე­ლა, რომ ხან­ძრე­ბი ჩნდე­ბო­დეს და ხალ­ხი სი­ცხით კვდე­ბო­დეს. არც ზამ­თარ­ში ცივა ისე, რომ გა­რეთ ვერ გავ­დი­ო­დეთ. არც მი­წისძვრა გვან­გრევს მა­ინ­ცდა­მა­ინც, არც

ცუ­ნა­მი და ტორ­ნა­დო. არც მწე­რე­ბი, გვე­ლე­ბი და მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი გვკლა­ვენ. ზღვაც გვაქვს, მთე­ბიც, ულა­მა­ზე­სი კონ­ტრას­ტუ­ლი ბუ­ნე­ბა, სტრა­ტე­გი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა, მიწა, რო­მელ­ზეც უგემ­რი­ე­ლე­სი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი საკ­ვე­ბი იზ­რდე­ბა და რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნოს და კა­ნაფს გვაძ­ლევს, არც ევ­რო­პი­დან ვართ შორს და არც აზი­ი­დან. მოკ­ლედ, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა სა­მო­თხე­ში ვცხოვ­რობთ,

ხოდა

ყვე­ლა იმ გა­რე­მო­ე­ბა­თა დე­დას შე**ი რომ­ლებ­მაც გა­ნა­პი­რო­ბეს, რომ მე­ზობ­ლად აუ­ცი­ლებ­ლად დიდი, უნორ­მო, დე­დამ***ი, გო­ი­მი, სა­ზი­ზღა­რი, ცივი, ბო­რო­ტი, ყ**ლა, უსა­მარ­თლო, გა­ნუ­კი­თხა­ვი, სა­ხი­ფა­თო, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი, მი­წის ხამი, ღორი ქვე­ყა­ნა - რუ­სე­თი გვყო­ლო­და.

პ.ს. მონ­ღო­ლე­ბის დე*** იმ­ხე­ლა იმ­პე­რია რომ ამათ და­უ­ტო­ვეს - თა­ვის­ზე უა­რე­სებს.

რა­მაზ კე­მუ­ლა­რია:

რამ­დენ­ჯე­რაც ხვდე­ბა ერ­თმა­ნეთს აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნი, იმ­დენ­ჯერ მი­ი­ერ­თეს ოკუ­პან­ტებ­მა ქარ­თუ­ლი მი­წე­ბი... მგო­ნი ან­გა­რიშს აბა­რებს აბა­ში­ძე კა­რა­სინს...

გა­ა­უქ­მეთ ეს გამ­ყიდვ­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი, სა­ნამ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო არ ჩა­უ­ბა­რე­ბი­ათ რუ­სე­თის­თვის. და კი­დევ, რაც შე­იძ­ლე­ბა ჩუ­მად ვი­ყოთ, ხმა არ ამო­ვი­ღოთ... სირ­ცხვი­ლია!

გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

ოკუ­პა­ცი­ის ხაზი ცენ­ტრა­ლუ­რი მა­გის­ტრა­ლი­დან 400 მეტრზეა გად­მო­წე­უ­ლი! ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დუმს!!!

ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი, ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი:

ქარ­თვე­ლი რომ ხარ და სამ­შობ­ლო რომ გიყ­ვარს! მეც მზათ ვარ და ჩემი ოჯა­ხიც რომ მანდ დავ­დგეთ! სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა | Government of Georgia თქვენ იჯე­ქით კარ­გათ, ჩვე­ნი ფუ­ლე­ბი ჩა­ი­ჯი­ბეთ და გე­გო­ნოთ რომ თქვე­ნი და­სას­რუ­ლი ჯერ არ მო­სუ­ლა! ცოტა დრო დაგ­რჩათ და ძა­ლი­ან

ცუ­დათ და­ამ­თავ­რებთ, იმი­ტომ რომ თქვენ სამ­შობ­ლო გა­ყი­დეთ და ჩვენ ამას არ გა­პა­ტი­ებთ!!!!

მა­მუ­კა გამ­ყრე­ლი­ზე, დიპ­ლო­მა­ტი:

ვი­მოგ­ზა­უ­რე ფე­ის­ბუ­კის იმ სივ­რცე­ში, სა­დაც "ის­ცხრა­წე­ლი" დღემ­დე პირ­ზე აკე­რი­ათ. უკი­დუ­რე­სად ცუდი სი­ტუ­ა­ცი­აა. რუ­სე­ბის ოკუ­პა­ცი­ის მი­მართ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა: ყვე­ლა­ფე­რი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი ბრა­ლია. ახლა ვე­ღა­რა­ფე­რი გა­მოს­წორ­დე­ბა. იქა­უ­რო­ბას ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რომ გა­ე­კა­რონ ეს რუ­სებს გა­ნა­რის­ხებს და უა­რესს მოგ­ვი­წე­ვენ. თავი რა­ტომ გავ­წი­როთ ? ამი­ტომ ჯო­ბია ჩუ­მად ვი­ყოთ.

არა­ფერს ვა­მა­ტებ. გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ნი­ჰი­ლიზ­მით.

ნაც­მოს მხარ­დამ­ჭე­რე­ბი სა­კუ­თარ ქვაბ­ში იხარ­შე­ბი­ან და ბევ­რი ვერ ხე­დავს მათ გარ­შე­მო რა ხდე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ არა­ფე­რი კარ­გი. ასეთ დროს რამე რა­დი­კა­ლუ­რი და ექ­სტრე­მა­ლუ­რია სა­ჭი­რო ამ ბრბოს გა­მო­ფხიზ­ლე­ბის­თვის. მა­გა­ლი­თად ღმერ­თის ნა­ტყორ­ცნი მე­ტე­ო­რი ან ტა­ბუ­რეტ­კა. სხვა საშ­ველს ვე­ღარ ვხე­დავ.

***

რა გვაქვს მშრალ ნარ­ჩენ­ში.

1. ვართ მხდა­ლი ერი, რი­თიც სარ­გებ­ლობს ჯერ ჩრდი­ლო­ე­ლი მე­ზო­ბე­ლი. მალე სხვე­ბიც ისარ­გებ­ლე­ბენ;

2. ვი­ნა­ი­დან ვართ მხდა­ლე­ბი, სა­კუ­თა­რი სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვაც არ შეგ­ვიძ­ლია ამი­ტომ უბ­რა­ლოდ და­ვი­კი­დეთ სა­ხელ­მწი­ფო. არ გვექ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო, არ გვექ­ნე­ბა პრობ­ლე­მე­ბიც;

3. სა­მა­გი­ე­როდ გვაქვს სრუ­ლი­ად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბა, რო­მელ­საც ვიკ­მა­ყო­ფი­ლებთ სუს­ტი და და­უც­ვე­ლი, სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის ჩაგ­ვრით, რი­თიც კი­დევ ერთხელ ვამ­ტკი­ცებთ ჩვენს სიმ­ხა­ლეს.

ბუ­ნე­ბა­ში, ასე­თი ორ­გა­ნიზ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ ახერ­ხე­ბენ სა­კუ­თა­რი თა­ვის და ტე­რი­ტო­რი­ის დაც­ვას, სხვა უფრო ძლი­ე­რი ორ­გა­ნიზ­მე­ბის მსხვერ­პლნი ხდე­ბი­ან. ელო­დეთ შე­ტე­ვას ყვე­ლა ფრონ­ტი­დან. ბუ­ნე­ბის კა­ნო­ნია. შე­გამ­ჩნი­ეს სი­სუს­ტე? აუ­ცი­ლებ­ლად შეგ­ჭა­მენ !

ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე:

რუ­სებ­მა კი­დევ გად­მო­წი­ეს სა­ზღვა­რი. ავ­ტო­ბა­ნამ­დე 400 მეტ­რი აშო­რებთ.

შე­იძ­ლე­ბა მალე ავ­ტო­ბან­ზეც გად­მო­ვიდ­ნენ და ქვე­ყა­ნა გა­ყონ!

სას­წრა­ფოდ ერმა ყვე­ლა პრობ­ლე­მა გვერ­დზე უნდა გა­დავ­დოთ და რამე მო­ვი­მოქ­მე­დოთ!

თორ­ნი­კე ივა­შენ­კო, ქარ­თუ­ლი "ვი­კი­პე­დი­ის" თა­ნამ­შრო­მე­ლი:

2016 წლის აპ­რი­ლი იყო. რუ­სებ­მა კი­დევ ერთხელ გად­მო­წი­ეს სა­ო­კუ­პა­ციო ხაზი. ტე­ლე­ვი­ზი­ით აჩ­ვე­ნეს, რო­გორ გა­ი­ყო სო­ფე­ლი ორად. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ით­ქვა, ერ­თად წავ­სუ­ლი­ყა­ვით კი­დევ ერთხელ გად­მო­წე­ულ ხაზ­თან და გაგ­ვეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნა, ხმა ამოგ­ვე­ღო, რამე გვექ­ნა. ჩვე­ნი უსუ­სუ­რო­ბა გვახ­რჩობ­და და გვინ­დო­და ჩვე­ნი თა­ვის­თვის მა­ინც გვქო­ნო­და სათ­ქმე­ლი, რომ რა­ღა­ცა გა­ვა­კე­თეთ, რა­ღა­ცას ვე­ცა­დეთ. 9 აპ­რი­ლი გა­და­წყდა მის­ვლის თა­რი­ღად, სიმ­ბო­ლუ­რად. ორი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით გა­ვე­დით. გზა­ში იმის გან­ცდა არა­ვის ჰქო­ნია, რომ რამე შე­დეგს გა­მო­ი­ღებ­და ჩვე­ნი მცდე­ლო­ბა, უბ­რა­ლოდ სხვა­ნა­ი­რად ვერ მოხ­დე­ბო­და. გვჯე­რო­და, უმოქ­მე­დო­ბა­ზე უა­რე­სი ვე­ღა­რა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და.

ხაზ­თან მი­ვე­დით. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში იქამ­დე, სა­დაც ჩვე­ნი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი იდ­გნენ. გავ­შა­ლეთ დრო­შე­ბი, წა­მო­ვი­წყეთ შე­ძა­ხი­ლე­ბი, ჩარ­კვი­ა­ნის "სა­ქარ­თვე­ლო". ჩვენ ვაპ­რო­ტეს­ტებ­დით მთე­ლი გუ­ლით, მთე­ლი არ­სე­ბით ვებ­რძო­დით უსუ­სუ­რო­ბას. გვჯე­რო­და, უმოქ­მე­დო­ბა­ზე უა­რე­სი ვე­რა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და.

ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის მი­სუ­ლე­ბიც არ ვი­ყა­ვით, უკ­მა­ყო­ფი­ლო სოფ­ლე­ლე­ბის შე­ძა­ხი­ლე­ბი მოგ­ვეს­მა. თა­ვი­დან მარ­ტო კა­ცე­ბი იყ­ვნენ, მერე მთე­ლი სო­ფე­ლი მო­ვი­და ჩვენ­თან. გვსაყ­ვე­დუ­რობ­დნენ და გვე­ჩხუ­ბე­ბოდ­ნენ. არც კი გეს­მით, რას აკე­თებ­დო - გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. თქვენ მი­დი­ხართ და ჩვენ ვრჩე­ბით ამათ პი­რის­პირ, ამის გამო უა­რეს გვი­ზა­მენ, სულ ასე­აო. ერთი ქალი მო­ვი­და, სი­ტყვებს ჰა­ერ­ში ის­რო­და, კონ­კრე­ტუ­ლად არა­ვის მოგ­ვმარ­თავ­და: მე­ში­ნია ხალ­ხო, და­ძი­ნე­ბის მე­ში­ნი­აო. თქვენ წახ­ვალთ, ჩვენ კი უა­რე­სად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მტრის წი­ნა­შე მარ­ტო ვრჩე­ბი­თო. მარ­თლე­ბი იყ­ვნენ. ჩვენს გუ­ლი­ან შე­ძა­ხი­ლებს, ჩვენს გა­მოთ­ქმულ პრო­ტესტს, ჩვენს გაშ­ვე­ბულ გუ­ლებს ჰა­ერ­ში მარ­ტო ერთი შე­დე­გი თუ შე­იძ­ლე­ბა ჰქო­ნო­და, ამ ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი მტრის უა­რე­სად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა. მაგ­რამ ჩვენც მარ­თლე­ბი ვი­ყა­ვით. რად­გან აღარ შეგ­ვეძ­ლო, რამე არ გვე­ღო­ნა. ჩვე­ნი უმოქ­მე­დო­ბა გვახ­რჩობ­და და მოქ­მე­დე­ბას მო­ი­თხოვ­და.

არას­დროს ისე დიდი ბურ­თი არ მომ­წო­ლია ყელ­ში, ნერ­წყვს რომ ვერ ყლა­პავ და ფილ­ტვე­ბი­დან ჰა­ერს არ უშ­ვებს. არას­დროს ისე უმ­წე­ოდ და უსუ­სუ­რად არ მიგ­რძვნია თავი.

დღე­საც იგი­ვე ხდე­ბა. რუ­სებ­მა კი­დევ გად­მო­წი­ეს ჩვენს მი­წებ­ზე სა­ო­კუ­პა­ციო ხაზი. დღე­საც ისე­ვე მახ­რჩობს ჩემი უმოქ­მე­დო­ბა, რო­გორც მა­შინ. სა­შინ­ლად მინ­და, ისევ მი­ვი­დე იმ ხაზ­თან და ერ­თი­ა­ნად ამო­ვი­ღო ჩემ­ში დაგ­რო­ვი­ლი, აუ­ტა­ნე­ლი პრო­ტეს­ტი. მაგ­რამ ვიცი, რომ უა­რე­სი იქ­ნე­ბა. იმა­ზე უა­რე­სი იქ­ნე­ბა, რაზე უა­რე­სიც შე­უძ­ლე­ბე­ლია რამე არ­სე­ბობ­დეს. მინ­და მჯე­რო­დეს, რომ რა­მის შეც­ვლა შე­მიძ­ლია".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: რე­პორ­ტა­ჟი სოფ­ლი­დან, სა­დაც რუ­სეთ­მა ახა­ლი "სა­ზღვა­რი" გა­ავ­ლო

ახა­ლი "სა­ზღვა­რი" გო­რი­დან 20 კი­ლო­მეტრში - რას ში­შო­ბენ გლე­ხე­ბი და რას აკე­თებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ფეისბუქზე" რუსების მიერ "საზღვრის" გადმოწევას ეხმაურებიან

"ფეისბუქზე" რუსების მიერ "საზღვრის" გადმოწევას ეხმაურებიან

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ბერშუეთი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მცოცავ ოკუპაციას განიცდის. 200, 500, 1500, 2000 და ასე დაუსრულებლად... დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზი ყოველწლიურად სხვადასხვა მანძილით აქეთ, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ იწევს. ასეულობით მეტრით გაზრდილ ოკუპირებულ ტერიტორიებს, მიმდინარე წლის ივლისში, კიდევ 3 ახალი რუსული ბანერი და 700 მეტრი მიწა დაემატა. თემას სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ:

ლაშა ბაქრაძე, ისტორიკოსი:

ცხინვალი დღეს.

ჩვენ ოსებს ჰგონიათ, რომ ამ ათიოდე ხრუშჩოვკის დასაცავად დგას ამხელა რუსის ჯარი იქ.

ქართველების უმრავლესობამ ალბათ არც იცის, სადაა ზუსტდ ცხინვალი რუკაზე და სად ავლებენ რუსები საზღვარს.

უკეთესი ხომ არ იქნებოდა ბარემ აუტობანამდე ჩამოთრეულიყვნენ და გადაეკეტათ, როგორც ეს 2008-ში მოხდა, მაგრამ მოკლე მეხსიერების მქონე ხალხმა დაივიწყა.

იქნებ, ბათუმსა და ქუთაისში რომ ვეღარ ჩავლენ ცოტა მაინც შეწუხებულიყვნენ.

გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი თავმჯომარე:

ცოტა ისტორიაც გავიხსენოთ.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადების შემდეგ სტალინმა ფინელებისგან რამდენიმე კუნძული და საზღვრის 30 კილომეტრით გადაწევა მოითხოვა. უარის მიღების შემდეგ (1939 წლის 30 ნოემბერს) საბჭოთა არმიის ნახევარი მილიონი ჯარისკაცი შეტევაზე გადავიდა. მარშალ მანერჰაიმის თაოსნობით გაცილებით მცირერიცხოვანმა ფინელებმა გადაულახავი წინააღმდეგობა გაუწიეს საბჭოთა ჯარს. უზარმაზარი დანაკარგების (300 ათასი) ფონზე რუსებმა პირდაპირ ჰელსინკის სამოქალაქო ობიექტების მასირებული დაბომბვა დაიწყეს.

საერთაშორისო პროტესტზე სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა განაცხადა, რომ არანაირ დაბომბვას ადგილი არ ჰქონია და რომ რუსების თვითმფრინავები "მოშიმშილე მეზობლებს" მხოლოდ ჰუმანიტარული მისიით საჭმელს უგზავნიდნენ.

ამის პასუხად ფინელებმა თავიანთ თვითნაკეთ ანტისატანკო საშუალებას "მოლოტოვის კოკტეილი" უწოდეს, "სასმელი, რომელიც რუსულ საჭმელთან ერთად უნდა მიირთვა".

კი არაფერი, მაგრამ რაღაცნაირად გულს უხარია, ყველაფერს რომ თავის სახელი ერქმევა ბოლოს მაინც.

პ.ს. დღეს ფინეთი სად არის და რუსეთი სად ამაზე რიცხვებში დავწერ როგორც კი შევძლებ.

ალეკო ელისაშვილი, მერობის კანდიდატი:

საზღვარი გადმოგვიწიეს და ჩვენ არ ვიმჩნევთ. უკვე ავტობანთან 400 მეტრში დაგვიდგეს ახალი "სასაზღვრო ბანერი". ხელისუფლება არ იმჩნევს, ვითომც არაფერი. მთავრობა მარტო პრემია-დანამატების ასაღებად გვყავს როგორც ჩანს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარი მოქალაქეების თვალთვალისთვის და წინასაარჩევნო გაყალბების სქემების მოსაფიქრებლად. რამეზე გრძნოობს ეს ხელისუფლება პასუხისმგებლობას? წაგვართვეს ქვეყანა ნელ-ნელა და აღშფოთდით მაინც რომელიმე მინისტრი.

ბუბა კუდავა, ისტორიკოსი:

საზღვარი?

გადმოწიონ,

რა პრობლემაა.

მთავარია,

მიწას ვერ იყიდიან!

მე ან საქართველოს სხვა მოქალაქემ რომ კანონი დავარღვიოთ, ხომ პასუხს ვაგებთ?

და პუტინის ემისრები რომ ოკუპაციის კანონს არღვევენ, თან ღიად და ურცხვად, რატომ არავინ თხოვს პასუხს?

ანუ:

თუ პუტინის საგანგებო და სრულუფლებიანი ემისარი ხარ, შენ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე მეტი ფასი გაქვს!

ამ გზას უკანალისკენ მივყავართ... პირდაპირ!

ვანო გუმბერიძე, სცენარისტი:

ზოგადი გეოგრაფიული მდებარეობით ძალიან გაგვიმართლა ქართველებს.

ჩვენთან არც ისე ცხელა, რომ ხანძრები ჩნდებოდეს და ხალხი სიცხით კვდებოდეს. არც ზამთარში ცივა ისე, რომ გარეთ ვერ გავდიოდეთ. არც მიწისძვრა გვანგრევს მაინცდამაინც, არც

ცუნამი და ტორნადო. არც მწერები, გველები და მტაცებელი ცხოველები გვკლავენ. ზღვაც გვაქვს, მთებიც, ულამაზესი კონტრასტული ბუნება, სტრატეგიული მდებარეობა, მიწა, რომელზეც უგემრიელესი და მრავალფეროვანი საკვები იზრდება და რომელიც საუკეთესო ღვინოს და კანაფს გვაძლევს, არც ევროპიდან ვართ შორს და არც აზიიდან. მოკლედ, გეოგრაფიულად შეიძლება მართლა სამოთხეში ვცხოვრობთ,

ხოდა

ყველა იმ გარემოებათა დედას შე**ი რომლებმაც განაპირობეს, რომ მეზობლად აუცილებლად დიდი, უნორმო, დედამ***ი, გოიმი, საზიზღარი, ცივი, ბოროტი, ყ**ლა, უსამართლო, განუკითხავი, სახიფათო, კორუმპირებული, მიწის ხამი, ღორი ქვეყანა - რუსეთი გვყოლოდა.

პ.ს. მონღოლების დე*** იმხელა იმპერია რომ ამათ დაუტოვეს - თავისზე უარესებს.

რამაზ კემულარია:

რამდენჯერაც ხვდება ერთმანეთს აბაშიძე-კარასინი, იმდენჯერ მიიერთეს ოკუპანტებმა ქართული მიწები... მგონი ანგარიშს აბარებს აბაშიძე კარასინს...

გააუქმეთ ეს გამყიდვლური შეხვედრები, სანამ სრულიად საქართველო არ ჩაუბარებიათ რუსეთისთვის. და კიდევ, რაც შეიძლება ჩუმად ვიყოთ, ხმა არ ამოვიღოთ... სირცხვილია!

გია როინიშვილი, მსახიობი:

ოკუპაციის ხაზი ცენტრალური მაგისტრალიდან 400 მეტრზეა გადმოწეული! ხელისუფლება დუმს!!!

ანიტა რაჭველიშვილი, ოპერის მომღერალი:

ქართველი რომ ხარ და სამშობლო რომ გიყვარს! მეც მზათ ვარ და ჩემი ოჯახიც რომ მანდ დავდგეთ! საქართველოს მთავრობა | Government of Georgia თქვენ იჯექით კარგათ, ჩვენი ფულები ჩაიჯიბეთ და გეგონოთ რომ თქვენი დასასრული ჯერ არ მოსულა! ცოტა დრო დაგრჩათ და ძალიან

ცუდათ დაამთავრებთ, იმიტომ რომ თქვენ სამშობლო გაყიდეთ და ჩვენ ამას არ გაპატიებთ!!!!

მამუკა გამყრელიზე, დიპლომატი:

ვიმოგზაურე ფეისბუკის იმ სივრცეში, სადაც "ისცხრაწელი" დღემდე პირზე აკერიათ. უკიდურესად ცუდი სიტუაციაა. რუსების ოკუპაციის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა: ყველაფერი ნაციონალები ბრალია. ახლა ვეღარაფერი გამოსწორდება. იქაურობას ან ხელისუფლება ან მოქალაქეები რომ გაეკარონ ეს რუსებს განარისხებს და უარესს მოგვიწევენ. თავი რატომ გავწიროთ ? ამიტომ ჯობია ჩუმად ვიყოთ.

არაფერს ვამატებ. განსაკუთრებით ახალგაზრდები გამოირჩევიან ნიჰილიზმით.

ნაცმოს მხარდამჭერები საკუთარ ქვაბში იხარშებიან და ბევრი ვერ ხედავს მათ გარშემო რა ხდება. სამწუხაროდ არაფერი კარგი. ასეთ დროს რამე რადიკალური და ექსტრემალურია საჭირო ამ ბრბოს გამოფხიზლებისთვის. მაგალითად ღმერთის ნატყორცნი მეტეორი ან ტაბურეტკა. სხვა საშველს ვეღარ ვხედავ.

***

რა გვაქვს მშრალ ნარჩენში.

1. ვართ მხდალი ერი, რითიც სარგებლობს ჯერ ჩრდილოელი მეზობელი. მალე სხვებიც ისარგებლებენ;

2. ვინაიდან ვართ მხდალები, საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების დაცვაც არ შეგვიძლია ამიტომ უბრალოდ დავიკიდეთ სახელმწიფო. არ გვექნება სახელმწიფო, არ გვექნება პრობლემებიც;

3. სამაგიეროდ გვაქვს სრულიად გაუმართლებელი პატივმოყვარეობა, რომელსაც ვიკმაყოფილებთ სუსტი და დაუცველი, სრულიად უდანაშაულო ადამიანების ჩაგვრით, რითიც კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ ჩვენს სიმხალეს.

ბუნებაში, ასეთი ორგანიზმები, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარი თავის და ტერიტორიის დაცვას, სხვა უფრო ძლიერი ორგანიზმების მსხვერპლნი ხდებიან. ელოდეთ შეტევას ყველა ფრონტიდან. ბუნების კანონია. შეგამჩნიეს სისუსტე? აუცილებლად შეგჭამენ !

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე:

რუსებმა კიდევ გადმოწიეს საზღვარი. ავტობანამდე 400 მეტრი აშორებთ.

შეიძლება მალე ავტობანზეც გადმოვიდნენ და ქვეყანა გაყონ!

სასწრაფოდ ერმა ყველა პრობლემა გვერდზე უნდა გადავდოთ და რამე მოვიმოქმედოთ!

თორნიკე ივაშენკო, ქართული "ვიკიპედიის" თანამშრომელი:

2016 წლის აპრილი იყო. რუსებმა კიდევ ერთხელ გადმოწიეს საოკუპაციო ხაზი. ტელევიზიით აჩვენეს, როგორ გაიყო სოფელი ორად. უნივერსიტეტში დაითქვა, ერთად წავსულიყავით კიდევ ერთხელ გადმოწეულ ხაზთან და გაგვეპროტესტებინა, ხმა ამოგვეღო, რამე გვექნა. ჩვენი უსუსურობა გვახრჩობდა და გვინდოდა ჩვენი თავისთვის მაინც გვქონოდა სათქმელი, რომ რაღაცა გავაკეთეთ, რაღაცას ვეცადეთ. 9 აპრილი გადაწყდა მისვლის თარიღად, სიმბოლურად. ორი მიკროავტობუსით გავედით. გზაში იმის განცდა არავის ჰქონია, რომ რამე შედეგს გამოიღებდა ჩვენი მცდელობა, უბრალოდ სხვანაირად ვერ მოხდებოდა. გვჯეროდა, უმოქმედობაზე უარესი ვეღარაფერი იქნებოდა.

ხაზთან მივედით. ყოველ შემთხვევაში იქამდე, სადაც ჩვენი პოლიციელები იდგნენ. გავშალეთ დროშები, წამოვიწყეთ შეძახილები, ჩარკვიანის "საქართველო". ჩვენ ვაპროტესტებდით მთელი გულით, მთელი არსებით ვებრძოდით უსუსურობას. გვჯეროდა, უმოქმედობაზე უარესი ვერაფერი იქნებოდა.

ნახევარი საათის მისულებიც არ ვიყავით, უკმაყოფილო სოფლელების შეძახილები მოგვესმა. თავიდან მარტო კაცები იყვნენ, მერე მთელი სოფელი მოვიდა ჩვენთან. გვსაყვედურობდნენ და გვეჩხუბებოდნენ. არც კი გესმით, რას აკეთებდო - გვეუბნებოდნენ. თქვენ მიდიხართ და ჩვენ ვრჩებით ამათ პირისპირ, ამის გამო უარეს გვიზამენ, სულ ასეაო. ერთი ქალი მოვიდა, სიტყვებს ჰაერში ისროდა, კონკრეტულად არავის მოგვმართავდა: მეშინია ხალხო, დაძინების მეშინიაო. თქვენ წახვალთ, ჩვენ კი უარესად გაღიზიანებული მტრის წინაშე მარტო ვრჩებითო. მართლები იყვნენ. ჩვენს გულიან შეძახილებს, ჩვენს გამოთქმულ პროტესტს, ჩვენს გაშვებულ გულებს ჰაერში მარტო ერთი შედეგი თუ შეიძლება ჰქონოდა, ამ ყველაზე საშინელი მტრის უარესად გაღიზიანება. მაგრამ ჩვენც მართლები ვიყავით. რადგან აღარ შეგვეძლო, რამე არ გვეღონა. ჩვენი უმოქმედობა გვახრჩობდა და მოქმედებას მოითხოვდა.

არასდროს ისე დიდი ბურთი არ მომწოლია ყელში, ნერწყვს რომ ვერ ყლაპავ და ფილტვებიდან ჰაერს არ უშვებს. არასდროს ისე უმწეოდ და უსუსურად არ მიგრძვნია თავი.

დღესაც იგივე ხდება. რუსებმა კიდევ გადმოწიეს ჩვენს მიწებზე საოკუპაციო ხაზი. დღესაც ისევე მახრჩობს ჩემი უმოქმედობა, როგორც მაშინ. საშინლად მინდა, ისევ მივიდე იმ ხაზთან და ერთიანად ამოვიღო ჩემში დაგროვილი, აუტანელი პროტესტი. მაგრამ ვიცი, რომ უარესი იქნება. იმაზე უარესი იქნება, რაზე უარესიც შეუძლებელია რამე არსებობდეს. მინდა მჯეროდეს, რომ რამის შეცვლა შემიძლია".

წაიკითხეთ ასევე: რეპორტაჟი სოფლიდან, სადაც რუსეთმა ახალი "საზღვარი" გაავლო

ახალი "საზღვარი" გორიდან 20 კილომეტრში - რას შიშობენ გლეხები და რას აკეთებს ხელისუფლება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს