ბოსმა განახლებული მაღაზიის გახსნა თბილისში აღნიშნა

ბოსმა განახლებული მაღაზიის გახსნა თბილისში აღნიშნა

თბილისი, 5 ივლისი 2017. 29 ივნისს, ისტორიული ტრენდული ბრენდის „ჰუგო ბოსი“ს განახლებული მაღაზიის გრანდიოზული გახსნა მოეწყო. ღონისძიებას 250 მდე მომხმარებელი, მედიის წარმომადგენლები და ცნობადი სახეები ესწრებოდნენ. მათ საშუალება ჰქონდათ “ბოსის“ 2017 წლის მამაკაცის და ქალის უახლეს კოლექციას გაცნობოდნენ.

„ჰუგო ბოსის“ მაღაზია 2016 წლის დეკემბერში განახლდა. მაღაზიის ფართობმა 205 კვ. მეტრი შეადგინა. აქ განთავსდა 2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის უახლესი კოლექცია. ასევე მამაკაცის მწვანე კოლექცია და ქალის წინა საშემოდგომო ხაზი. „დედამიწიდან ზემოთ“ ასეთი პოზიციონირებით დაასათაურა „ბოსმა“ 2017 წლის უახლესი კოლექცია. თავისუფალი სტილის სამოსი მუქი ნაცრისფერი და მელნისფერი ლურჯის ნაზავია, რომელიც თბილი ფერის ტონებით არის გაწყობილი.

ღონისძიება VIP სტუმრების შემოსვლით გაიხსნა. მათი ტრანსპორტირება „ბოსის“ პარტნიორმა გლობალურმა კომპანიამ „მერსედეს-ბენც“მა უზრუნველყო. ექსკლუზიურად „ბოსის“ ღონისძიებისთვის კომპანია „სარაჯიშვილმა“ დაამზადა კოქტეილები. საღამოს მანინკა ასათიანი და თორნიკე გოგრიჭიანი უძღვებოდნენ. „სვანსიხის“ მუსიკის მოსასმენად სტუმრები ავეჯის სახლის “ლაქშერის“ ავეჯზე გადანაწილდნენ. გარემოს შესაბამისად დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა სიგარის სახლის „დავიდოვის“ სიგარები დაეგემოვნებინათ. სპეციალურად ამ საღამოსთვის განსაკუთრებული მენიუ მომზადდა. ცნობილმა შეფ-მზარეულმა ჟორჟ დე სილვამ გემოვნებიანად წარმოდგენილი კულინარიული შედევრები შესთავაზა დამსწრე საზოგადოებას. სტუმრების უმეტესობამ ფოტოს გადასაღებად თავი მოიყარა ბოსის დაბრენდილ ჩარჩოში, სადაც ფონად უახლესი კოლექციის ტონებით აყწობილი კონსტრუქცია იყო ჩამონტაშებული.

„ბოსი“ს მაღაზია თბილისში, რუსთაველის გამზირზე ისტორიულ შენობაში პირველად 12 წლის წინ გაიხსნა და მას შემდეგ ადგილობრივი მომხმარებლის გარდა მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებსაც ემსახურება.

განსაკუთრებული სტუმრები „ჰუგო ბოსმა“ საკუთარი სამოსით დაასაჩუქრა

1. მანიკა ასათიანი - (სრულად შემოსა „ბოსმა“)

2. თორნიკე გოგრიჭიანი - (სრულად შემოსა „ბოსმა“)

3. თაკო ჩხეიძე - (სრულად შემოსა „ბოსმა“)

4. ნატუკა ქარქაშაძე - (სრულად შემოსა „ბოსმა“)

5. ანანო დოლაბერიძე - (სრულად შემოსა „ბოსმა“)

6. ნინო ცქიტიშვილი - (სრულად შემოსა „ბოსმა“)

7. ბახვა ბრეგვაძე - (სრულად შემოსა „ბოსმა“)

8. გიორგი ბახუტაშვილი - (სრულად შემოსა „ბოსმა“)

9. ქეთი ბოჭორიშვილი - (სრულად შემოსა „ბოსმა“)

10. ნინო ქორიძე - (სრულად შემოსა „ბოსმა“)

„ბოსი“ს სტუმრების და ღონისძიების ფოტოები იხილეთ აქ :

https://wetransfer.com/downloads/844a4bcf5b03632e6752deb54c25bb1720170705084040/141db2

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი