სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქართულმა "X ფაქტორმა" საიმონ ქოუელის ასისტენტი "დაშოკა": "აღფრთოვანებული ამბობს, რომ შოუ კეთდება მსოფლიო სტანდარტებით"
ქართულმა "X ფაქტორმა" საიმონ ქოუელის ასისტენტი "დაშოკა": "აღფრთოვანებული ამბობს, რომ შოუ კეთდება მსოფლიო სტანდარტებით"

"X ფაქ­ტო­რის" მე­ო­თხე სე­ზო­ნი "რუს­თა­ვი 2"-ზე გრან­დი­ო­ზუ­ლად დას­რულ­და. ფი­ნალ­ში თით­ქმის 200 ათა­სი ზარი შე­ვი­და და ხმე­ბის 57 პრო­ცენ­ტი ბა­თუ­მელ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა სან­დრო კურ­ცხა­ლი­ძემ მი­ი­ღო. გა­მარ­ჯვე­ბა სან­დროს­თვის იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რომ კარ­გა ხანს ვერ გა­მო­ერ­კვა, ძირს დაჯ­და და წარ­მა­ტე­ბას მხო­ლოდ მა­შინ მიხ­ვდა, რო­დე­საც გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი შე­მო­ეხ­ვივ­ნენ.

შთამ­ბეჭ­დავ ფი­ნალ­ზე სამ­მა ფი­ნა­ლის­ტმა სამ-სამი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა, მათ შო­რის "ბიტლზის" ჰიტი, მო­ნა­წი­ლის ერთი სა­უ­კე­თე­სო სიმ­ღე­რა, ასე­ვე სიმ­ღე­რა კონ­კურ­სან­ტის თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფი­ნალს ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სა­ხის, პრო­დი­უ­სე­რი­სა და ბრი­ტა­ნუ­ლი "X Factor"-ის მენ­ტო­რის სა­ი­მონ ქო­უ­ე­ლის პი­რა­დი ასის­ტენ­ტი ეს­წრე­ბო­და, რო­მელ­მაც ქარ­თულ "X ფაქ­ტორ­ზე" და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი წა­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლო­დან.

აი რას წერს ბრი­ტა­ნე­ლი სტუმ­რის შე­სა­ხებ "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი სა­ლო­მე ლი­ლუ­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში:

"ეს გოგო არის ები დო­ი­ლი, წარ­სულ­ში სა­ი­მონ ქო­უ­ე­ლის პი­რა­დი ასის­ტენ­ტი და ახლა უკვე სა­ი­მო­ნის კომ­პა­ნია "სა­ი­კოს" სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ნე­ჯე­რი. ორი დღის წინ სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში "იქს ფაქ­ტო­რის" ფი­ნალ­ზე და­სას­წრე­ბად. დღე­ნა­ხე­ვარ­ში არ­ცთუ ცოტა მო­ას­წრო - მო­ი­ნა­ხუ­ლა კა­ხე­თი, ყაზ­ბე­გი და ძა­ლი­ა­ნაც მო­ე­წო­ნა ქარ­თუ­ლი ღვი­ნოც, კერ­ძე­ბიც და ლან­დშაფ­ტიც.

წუ­ხელ, ფი­ნალ­ზე სა­ე­თე­რო­ში იჯდა და უშუ­ა­ლოდ ადევ­ნებ­და თვალს ლა­ი­ვის კე­თე­ბის პრო­ცესს. დემ­ნას და გი­ორ­გის დიდი ხა­ნია იც­ნობს და მი­მარ­თვი­სას "ზი ბესთ" პრო­დი­უ­სე­რებს ეძა­ხის. ახლა ინ­გლის­ში ბრუნ­დე­ბა. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფით და ამ­ბობს, რომ შოუ კეთ­დე­ბა მსოფ­ლიო სტან­დარ­ტე­ბით და ბევრ წამ­ყვან ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე მა­გა­რი ხა­რის­ხით - "ო მა გოშ, ამ შოქდ, ამ რილი შოქდ - იძახ­და". მოკ­ლედ, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი და "ელ­ჩია" სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე!" - წერს ლი­ლუ­აშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქართულმა "X ფაქტორმა" საიმონ ქოუელის ასისტენტი "დაშოკა": "აღფრთოვანებული ამბობს, რომ შოუ კეთდება მსოფლიო სტანდარტებით"

ქართულმა "X ფაქტორმა" საიმონ ქოუელის ასისტენტი "დაშოკა": "აღფრთოვანებული ამბობს, რომ შოუ კეთდება მსოფლიო სტანდარტებით"

"X ფაქტორის" მეოთხე სეზონი "რუსთავი 2"-ზე გრანდიოზულად დასრულდა. ფინალში თითქმის 200 ათასი ზარი შევიდა და ხმების 57 პროცენტი ბათუმელმა აბიტურიენტმა სანდრო კურცხალიძემ მიიღო. გამარჯვება სანდროსთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ კარგა ხანს ვერ გამოერკვა, ძირს დაჯდა და წარმატებას მხოლოდ მაშინ მიხვდა, როდესაც გულშემატკივრები შემოეხვივნენ.

შთამბეჭდავ ფინალზე სამმა ფინალისტმა სამ-სამი სიმღერა შეასრულა, მათ შორის "ბიტლზის" ჰიტი, მონაწილის ერთი საუკეთესო სიმღერა, ასევე სიმღერა კონკურსანტის თავისუფალი არჩევანით. აღსანიშნავია, რომ ფინალს ცნობილი ბრიტანელი სატელევიზიო სახის, პროდიუსერისა და ბრიტანული "X Factor"-ის მენტორის საიმონ ქოუელის პირადი ასისტენტი ესწრებოდა, რომელმაც ქართულ "X ფაქტორზე" დაუვიწყარი შთაბეჭდილებები წაიღო საქართველოდან.

აი რას წერს ბრიტანელი სტუმრის შესახებ "რუსთავი 2"-ის საერთაშორისო პროექტების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ლილუაშვილი სოციალურ ქსელში:

"ეს გოგო არის ები დოილი, წარსულში საიმონ ქოუელის პირადი ასისტენტი და ახლა უკვე საიმონის კომპანია "საიკოს" საერთაშორისო მენეჯერი. ორი დღის წინ სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში "იქს ფაქტორის" ფინალზე დასასწრებად. დღენახევარში არცთუ ცოტა მოასწრო - მოინახულა კახეთი, ყაზბეგი და ძალიანაც მოეწონა ქართული ღვინოც, კერძებიც და ლანდშაფტიც.

წუხელ, ფინალზე საეთეროში იჯდა და უშუალოდ ადევნებდა თვალს ლაივის კეთების პროცესს. დემნას და გიორგის დიდი ხანია იცნობს და მიმართვისას "ზი ბესთ" პროდიუსერებს ეძახის. ახლა ინგლისში ბრუნდება. აღფრთოვანებულია შემოქმედებითი ჯგუფით და ამბობს, რომ შოუ კეთდება მსოფლიო სტანდარტებით და ბევრ წამყვან ტელევიზიაზე მაგარი ხარისხით - "ო მა გოშ, ამ შოქდ, ამ რილი შოქდ - იძახდა". მოკლედ, ჩვენი მეგობარი და "ელჩია" საერთაშორისო ასპარეზზე!" - წერს ლილუაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს