რა ცვლილებებს გამოიწვევს ლარში ფასდადება ქართულ საავტომობილო ბაზარზე

რა ცვლილებებს გამოიწვევს ლარში ფასდადება ქართულ საავტომობილო ბაზარზე

2017 წლის 1-ლი ივლისიდან ლარში ფასდადება ყველა საქონელსა და მომსახურებაზე სავალდებულო გახდება, თუმცა საავტომობილო ბაზარზე ახალი რეგულაცია არ იმოქმედებს.

ავტოდილერები ამბობენ, რომ მანქანები არ გაძვირდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, შიდა ბაზარზე პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა გარკვული ცვლილებები რეექსპორტს შეეხება. ავტობიზნესით დაკავებულმა ადამიანებმა არ იციან, ისევ დოლარში მოუწევთ მეზობელი ქვეყნებისთვის განკუთვნილ ავტომობილებზე ფასის დაწესება, თუ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ეროვნული ვალუტით უნდა იხელმძღვანელონ.

იმპორტიორები ლარიზაციის პროგრამას დადებითად ხვდებიან და აცხადებენ, რომ ეს ეროვნული ვალუტის გამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯია და ვერანაირად ვერ დააზარალებს საავტომობილო ბაზარს. არც მანქანების ღირებულება გაიზრდება, მაგრამ საფრთხე მაშინ გაჩნდება, თუკი კურსი რყევას გააგრძელებს.

პირველი ივლისიდან საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული პირებისთვის საქონლისა და სერვისის გაყიდვისას სავალდებულო ხდება ფასის მითითება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. შეთავაზების გადაწყობა მოუწევთ საავტომობილო ბიზნესის წარმომადგენლებსაც.

ივლისიდან ავტომობილების გაძვირებას არ ელოდება იმპორტიორი კომპანია "ფორვარდერის" ხელმძღვანელი დავით ჯეჯელავა. მიუხედავად იმისა, რომ მანქანებს ფასი ლარში დაედება, ყოველგვარი მატება უადგილოა, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ მხრივ მეტ-ნაკლებად პრობლემური რეექსპორტზე გამავალი მანქანების ღირებულება იქნება.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი