სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"საშიშროება იყო, რომ ეტლში ჩამჯდარი დავრჩებოდი" - გიორგი გოცირიძე ქართველი ექიმების შეცდომებზე საუბრობს
"საშიშროება იყო, რომ ეტლში ჩამჯდარი დავრჩებოდი" - გიორგი გოცირიძე ქართველი ექიმების შეცდომებზე საუბრობს

"კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ობ გი­ორ­გი გო­ცი­რი­ძის ცხოვ­რე­ბა ერთ წლის წინ რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. გა­სუ­ლი წლის 27 აპ­რილს ის ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყ­ვა და სიკ­ვდილს თვა­ლებ­ში ჩა­ხე­და. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 10 ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და, აქე­დან 8 ოპე­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­კე­თა, 2 - თურ­ქეთ­ში. თურ­ქმა ქი­რურ­გმა კი­დუ­რებ­ზე ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­უ­კე­თა, ძვლე­ბი აღუდ­გი­ნა, გა­უს­წო­რა და ფეხ­ზე და­ა­ყე­ნა.

გი­ორ­გიმ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უკვე გა­დად­გა, სი­ა­რუ­ლი თა­ვი­დან ის­წავ­ლა, ახ­ლა­ხან კი ეკ­რან­ზე ეტ­ლის გა­რე­შე გა­მოჩ­ნდა.

- გი­ორ­გი, გი­ლო­ცავთ, ასე კარ­გად რომ ჩა­ი­ა­რა ყვე­ლა­ფერ­მა. ავა­რი­ის შემ­დეგ პირ­ვე­ლად გხე­დავთ ასეთ კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში...

- მად­ლო­ბა! მგო­ნი, რო­გორც იქნა, ფი­ნალ­ში გა­ვე­დი. ყვე­ლა­ფე­რი და­ვამ­თავ­რე. ცუდი უკან დავ­ტო­ვე, სი­ა­რუ­ლი და­ვი­წყე. მხო­ლოდ მა­სა­ჟე­ბის კურ­სი დამ­რჩა, რომ კუნ­თე­ბი მო­ვაძ­ლი­ე­რო. ახლა ცალი ჯო­ხით დავ­დი­ვარ, მაგ­რამ მა­სა­ჟე­ბის შემ­დეგ ამა­საც გა­და­ვაგ­დებ. თურ­ქეთ­ში ჩემს და­ბა­დე­ბის დღეს, 28 თე­ბერ­ვალს გავფრინ­დი. იქ მი­თხრეს, რომ ოპე­რა­ცი­ი­დან ზუს­ტად 3 თვე­ში სრულ­ყო­ფი­ლად შევ­ძლებ­დი სი­ა­რულს და ასეც არის. იმ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თა, სას­წა­ულ­მოქ­მე­დი შე­ვარ­ქვი. 2 კვი­რის წინ იყო აქ ჩა­მო­სუ­ლი და, რომ მნა­ხა, მი­თხრა, აღარ და­ვი­ნა­ხო, ყა­ვარ­ჯნე­ბი გე­ჭი­რო­სო და პირ­ვე­ლად მან გა­მა­ტა­რა. აქ ისე­თი ოპე­რა­ცია გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ გა­კე­თე­ბუ­ლა. გო­გო­ნას ფეხი 20 სან­ტი­მეტ­რით და­უგ­რძე­ლა.

- ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის შეც­დო­მის გამო ხომ არ გა­გირ­თულ­დათ მდგო­მა­რე­ო­ბა, რა­ტომ დაგ­ჭირ­დათ თურ­ქეთ­ში ოპე­რა­ცია. რა გი­თხრათ თქვენ­მა ქი­რურ­გმა?

- როცა მნა­ხა, შე­წუხ­და... ოპე­რა­ცია არას­წო­რად არის გა­კე­თე­ბუ­ლიო. ფიქ­სა­ტო­რე­ბი მედ­გა ფეხ­ში და მკი­თხა, ამას თუ იც­ვლიო. 9 თვეა მი­კე­თია-მეთ­ქი, რომ ვუ­თხა­რი, გა­და­ი­რია. მაქ­სი­მუ­მი 2 თვე­ში უნდა შე­იც­ვა­ლო­სო. ერთ ფეხ­ზე უკვე ინ­ფექ­ცია იყო წა­სუ­ლი, მე­ო­რე­ზე იწყე­ბო­და. ფეხ­ში რა რკი­ნე­ბიც მქონ­და, ყვე­ლა­ფე­რი ამო­მი­ღეს, ფეხს დე­ფორ­მა­ცია ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი და გა­მის­წო­რეს. პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია თურ­ქეთ­ში ჩაფ­რე­ნი­დან მე­ო­რე დღეს გა­მი­კე­თეს, მე­ო­რე ფეხ­ზე კი - 10 დღე­ში. ერთი თვე მო­მი­წია დარ­ჩე­ნა, იქ გა­ვი­ა­რე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

- ეს ოპე­რა­ცია რომ არ გა­გე­კე­თე­ბი­ნათ, რისი სა­შიშ­რო­ე­ბა არ­სე­ბობ­და?

- ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი სა­შიშ­რო­ე­ბა იყო, რომ სულ ეტ­ლში ჩამ­ჯდა­რი დავ­რჩე­ბო­დი, ვერ გა­ვივ­ლი­დი. ძვა­ლი იმ­დე­ნა იყო დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, ცალი ფეხი და­მოკ­ლე­ბუ­ლი მქონ­და, ყვე­ლა­ფე­რი მი­ლი­მეტ­რებ­ში გა­ას­წო­რეს.

- ახლა რა მან­ძილ­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბით და­მო­უ­კი­დებ­ლად?

- მი­თხრეს, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ია­რეო. ეს კუნ­თე­ბის­თვის, ძვლის შე­ხორ­ცე­ბის­თვის კარ­გია, ამი­ტომ საკ­მა­ოდ ბევ­რს დავ­დი­ვარ, კუს ტბას სი­ა­რუ­ლით წრეს 3-ჯერ ვურ­ტყამ. ნელ-ნელა მო­ვუ­მა­ტებ, ძუნ­ძულ­საც და­ვი­წყებ, სარ­ბენ ბი­ლიკ­ზეც გა­და­ვალ და უფრო ჯან­ზე მო­ვალ. ცოტა ხან­ში აუზ­ზეც ვივ­ლი.

- რო­გორც ვიცი, სა­ცხოვ­რებ­ლად ცალ­კე გა­დახ­ვე­დით. ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ასე რა­ტომ მო­ი­ქე­ცით?

- მინ­დო­და, ჩემ­თვის, და­მო­უ­კი­დებ­ლად მე­ცხოვ­რა. ყვე­ლა­ფერს ვა­ხერ­ხებ, გა­მომ­დის, ცოტა ხანი ჩემს თავ­თა­ნაც მინ­დო­და გან­მარ­ტო­ე­ბა. ჩე­მებ­თა­ნაც ვარ, სულ მიდი-მო­დი­ან, ასე მერ­ჩივ­ნა.

- მშობ­ლებ­მა რო­გორ მი­ი­ღექს თქვე­ნი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- მტკივ­ნე­უ­ლად, არაფ­რით მთან­ხმდე­ბოდ­ნენ, შან­სი არაა, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ გა­გიშ­ვებთ, ჩვენ­თან იყა­ვიო, მაგ­რამ და­ვი­ჟი­ნე და წა­მო­ვე­დი. დე­და­ჩემს ახ­ლაც უჭირს, მაგ­რამ ეგუ­ე­ბა.

- არა­ვინ გეხ­მა­რე­ბათ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა­ში?

- ჩემი და მეხ­მა­რე­ბა, ის ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა. ის რომ არ მყავ­დეს, ახლა რო­გორც ვარ, ისე ვერ ვიქ­ნე­ბო­დი, ანი ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია.

ეკა ლე­მონ­ჯა­ვა

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"საშიშროება იყო, რომ ეტლში ჩამჯდარი დავრჩებოდი" - გიორგი გოცირიძე ქართველი ექიმების შეცდომებზე საუბრობს

"საშიშროება იყო, რომ ეტლში ჩამჯდარი დავრჩებოდი" - გიორგი გოცირიძე ქართველი ექიმების შეცდომებზე საუბრობს

"კომედი შოუს" მსახიობ გიორგი გოცირიძის ცხოვრება ერთ წლის წინ რადიკალურად შეიცვალა. გასული წლის 27 აპრილს ის ავტოავარიაში მოყვა და სიკვდილს თვალებში ჩახედა. ერთი წლის განმავლობაში 10 ოპერაცია დასჭირდა, აქედან 8 ოპერაცია საქართველოში გაიკეთა, 2 - თურქეთში. თურქმა ქირურგმა კიდურებზე ურთულესი ოპერაციები გაუკეთა, ძვლები აღუდგინა, გაუსწორა და ფეხზე დააყენა.

გიორგიმ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა, სიარული თავიდან ისწავლა, ახლახან კი ეკრანზე ეტლის გარეშე გამოჩნდა.

- გიორგი, გილოცავთ, ასე კარგად რომ ჩაიარა ყველაფერმა. ავარიის შემდეგ პირველად გხედავთ ასეთ კარგ მდგომარეობაში...

- მადლობა! მგონი, როგორც იქნა, ფინალში გავედი. ყველაფერი დავამთავრე. ცუდი უკან დავტოვე, სიარული დავიწყე. მხოლოდ მასაჟების კურსი დამრჩა, რომ კუნთები მოვაძლიერო. ახლა ცალი ჯოხით დავდივარ, მაგრამ მასაჟების შემდეგ ამასაც გადავაგდებ. თურქეთში ჩემს დაბადების დღეს, 28 თებერვალს გავფრინდი. იქ მითხრეს, რომ ოპერაციიდან ზუსტად 3 თვეში სრულყოფილად შევძლებდი სიარულს და ასეც არის. იმ ადამიანს, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა, სასწაულმოქმედი შევარქვი. 2 კვირის წინ იყო აქ ჩამოსული და, რომ მნახა, მითხრა, აღარ დავინახო, ყავარჯნები გეჭიროსო და პირველად მან გამატარა. აქ ისეთი ოპერაცია გააკეთა, რომელიც საქართველოში ჯერ არ გაკეთებულა. გოგონას ფეხი 20 სანტიმეტრით დაუგრძელა.

- ქართველი ექიმების შეცდომის გამო ხომ არ გაგირთულდათ მდგომარეობა, რატომ დაგჭირდათ თურქეთში ოპერაცია. რა გითხრათ თქვენმა ქირურგმა?

- როცა მნახა, შეწუხდა... ოპერაცია არასწორად არის გაკეთებულიო. ფიქსატორები მედგა ფეხში და მკითხა, ამას თუ იცვლიო. 9 თვეა მიკეთია-მეთქი, რომ ვუთხარი, გადაირია. მაქსიმუმი 2 თვეში უნდა შეიცვალოსო. ერთ ფეხზე უკვე ინფექცია იყო წასული, მეორეზე იწყებოდა. ფეხში რა რკინებიც მქონდა, ყველაფერი ამომიღეს, ფეხს დეფორმაცია ჰქონდა მიღებული და გამისწორეს. პირველი ოპერაცია თურქეთში ჩაფრენიდან მეორე დღეს გამიკეთეს, მეორე ფეხზე კი - 10 დღეში. ერთი თვე მომიწია დარჩენა, იქ გავიარე რეაბილიტაცია.

- ეს ოპერაცია რომ არ გაგეკეთებინათ, რისი საშიშროება არსებობდა?

- ყველაზე მთავარი საშიშროება იყო, რომ სულ ეტლში ჩამჯდარი დავრჩებოდი, ვერ გავივლიდი. ძვალი იმდენა იყო დეფორმირებული, ცალი ფეხი დამოკლებული მქონდა, ყველაფერი მილიმეტრებში გაასწორეს.

- ახლა რა მანძილზე გადაადგილდებით დამოუკიდებლად?

- მითხრეს, რაც შეიძლება ბევრი იარეო. ეს კუნთებისთვის, ძვლის შეხორცებისთვის კარგია, ამიტომ საკმაოდ ბევრს დავდივარ, კუს ტბას სიარულით წრეს 3-ჯერ ვურტყამ. ნელ-ნელა მოვუმატებ, ძუნძულსაც დავიწყებ, სარბენ ბილიკზეც გადავალ და უფრო ჯანზე მოვალ. ცოტა ხანში აუზზეც ვივლი.

- როგორც ვიცი, საცხოვრებლად ცალკე გადახვედით. ამ მდგომარეობაში ასე რატომ მოიქეცით?

- მინდოდა, ჩემთვის, დამოუკიდებლად მეცხოვრა. ყველაფერს ვახერხებ, გამომდის, ცოტა ხანი ჩემს თავთანაც მინდოდა განმარტოება. ჩემებთანაც ვარ, სულ მიდი-მოდიან, ასე მერჩივნა.

- მშობლებმა როგორ მიიღექს თქვენი ეს გადაწყვეტილება?

- მტკივნეულად, არაფრით მთანხმდებოდნენ, შანსი არაა, ამ მდგომარეობაში არ გაგიშვებთ, ჩვენთან იყავიო, მაგრამ დავიჟინე და წამოვედი. დედაჩემს ახლაც უჭირს, მაგრამ ეგუება.

- არავინ გეხმარებათ საოჯახო საქმეების კეთებაში?

- ჩემი და მეხმარება, ის ყოველთვის ყველაფერში მეხმარება. ის რომ არ მყავდეს, ახლა როგორც ვარ, ისე ვერ ვიქნებოდი, ანი ჩემთვის ყველაფერია.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

"გარდაბანში არ იციან, რომ ვირუსია გავრცელებული... ვინც იგებს, პოლიტიკის ნაწილი ჰგონია" - როგორ ცდილობს აზერბაიჯანელი გოგონა კორონავირუსის შესახებ ადგილობრივების ინფორმირებას

LIVE: რა ბედი ელის ოლიმპიურ თამაშებს კორონავირუსის პანდემიის პირობებში?

"ტაძრის ღვთისმსახური დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის საკუთარ მანქანას გაიღებს" - თეოდორე გიგნაძე მრევლისთვის ახალ რეგულაციებს ადგენს