სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
იტალიაში ყალბი პრინცი გამოიჭირეს - ეს კაცი წლების მანძილზე მსოფლიო მონარქებს ატყუებდა
იტალიაში ყალბი პრინცი გამოიჭირეს - ეს კაცი წლების მანძილზე მსოფლიო მონარქებს ატყუებდა

იტა­ლი­ის პო­ლი­ცი­ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა აფე­რის­ტი, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წელი მონ­ტე­ნეგ­როს პრინ­ცად ასა­ღებ­და თავს.

სტე­ფან ცერ­ნე­ტი­ჩი 57 წლის ტუ­რი­ნე­ლი მა­მა­კა­ცია, რო­მე­ლიც თავს ასა­ღებ­და სა­მე­ფო პი­რად, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნას 1918 წლი­დან მო­ნარ­ქუ­ლი ოჯა­ხი აღარ ყავს.

თა­ვი­სი "ტი­ტუ­ლის" მეშ­ვე­ო­ბით ის ძვირ­ფა­სი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით მგზავ­რობ­და, მა­ღა­ლი წრის ღო­ნის­ძი­ე­ბებს ეს­წრე­ბო­და, ჩერ­დე­ბო­და ძვი­რა­დღი­რე­ბულ სას­ტუმ­რო­ებ­ში, მოკ­ლედ რო­გორც ნამ­დვი­ლი პრინ­ცი, ისე ცხოვ­რობ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი პრო­ფი­ლე­ბი სავ­სეა ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან, პო­ლი­ტი­კო­სებ­თან, ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან და სა­სუ­ლო­ე­რო პი­რებ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბით. თვით­მარ­ქვია პრინცს ყო­ველ­წლი­უ­რად პა­ტი­ჟებ­დნენ ბა­რო­ნე­სა ეფ­რუ­სი დე როტ­შილ­დის ყვა­ვი­ლე­ბის ბალ­ზე, სა­დაც ის მო­ნა­კოს სა­მე­ფო ოჯახ­თან ერ­თად ატა­რებ­და დროს. მისი მე­გობ­რე­ბის რი­ცხვშია დიდი ჩოგ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვი ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩიც.

მო­ნა­კოს პრინც ალ­ბერ­თან ერ­თად

ცრუ პრინ­ცი და მისი თა­ნამ­გზავ­რი, რო­მე­ლიც თავს იტა­ლი­ა­ში მა­კე­დო­ნი­ის ელ­ჩად ასა­ღებ­და, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გა­მარ­თულ ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. 2014 წელს "პრინცმა" პა­მე­ლა ან­დერ­სონს სა­მე­ფო ტი­ტუ­ლი მი­ა­ნი­ჭა.

იმის­თვის, რომ თა­ვის ლე­გენ­დის და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, თვით­მარ­ქვია მუდ­მი­ვად ანახ­ლებ­და სა­იტს, სა­დაც მისი "ოჯა­ხის" პორ­ტრე­ტე­ბი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მშობ­ლი­უ­რი სა­სახ­ლის ფო­ტო­ე­ბი და "მო­ნარ­ქის" ტი­ტუ­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი. ეს საკ­მა­რი­სი გახ­და იმის­თვის, რომ კაცი მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხელ­გაშ­ლი­ლად მი­ე­ღოთ.

სტე­ფა­ნი მა­შინ გა­მო­ი­ჭი­რეს, როცა იტა­ლი­ის მდიდ­რულ სას­ტუმ­რო­ში ერთ კვი­რი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის ან­გა­რი­ში რომ­ში მა­კე­დო­ნი­ის სა­ელ­ჩოს გა­და­უგ­ზავ­ნა გა­და­სახ­დე­ლად, სა­დაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ პრინ­ცი არ ყავთ. სტე­ფა­ნი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია და მას თაღ­ლი­თო­ბის მუხ­ლით აქვს ბრა­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია euromag.ru-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

იტალიაში ყალბი პრინცი გამოიჭირეს - ეს კაცი წლების მანძილზე მსოფლიო მონარქებს ატყუებდა

იტალიაში ყალბი პრინცი გამოიჭირეს - ეს კაცი წლების მანძილზე მსოფლიო მონარქებს ატყუებდა

იტალიის პოლიციამ რამდენიმე დღის წინ გამოააშკარავა აფერისტი, რომელიც მრავალი წელი მონტენეგროს პრინცად ასაღებდა თავს.

სტეფან ცერნეტიჩი 57 წლის ტურინელი მამაკაცია, რომელიც თავს ასაღებდა სამეფო პირად, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას 1918 წლიდან მონარქული ოჯახი აღარ ყავს.

თავისი "ტიტულის" მეშვეობით ის ძვირფასი ავტომობილებით მგზავრობდა, მაღალი წრის ღონისძიებებს ესწრებოდა, ჩერდებოდა ძვირადღირებულ სასტუმროებში, მოკლედ როგორც ნამდვილი პრინცი, ისე ცხოვრობდა. სოციალურ ქსელში მისი პროფილები სავსეა ცნობილ ადამიანებთან, პოლიტიკოსებთან, ბიზნესმენებთან და სასულოერო პირებთან გადაღებული ფოტოებით. თვითმარქვია პრინცს ყოველწლიურად პატიჟებდნენ ბარონესა ეფრუსი დე როტშილდის ყვავილების ბალზე, სადაც ის მონაკოს სამეფო ოჯახთან ერთად ატარებდა დროს. მისი მეგობრების რიცხვშია დიდი ჩოგბურთის ვარსკვლავი ნოვაკ ჯოკოვიჩიც.

მონაკოს პრინც ალბერთან ერთად

ცრუ პრინცი და მისი თანამგზავრი, რომელიც თავს იტალიაში მაკედონიის ელჩად ასაღებდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამართულ ოფიციალურ ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას. 2014 წელს "პრინცმა" პამელა ანდერსონს სამეფო ტიტული მიანიჭა.

იმისთვის, რომ თავის ლეგენდის დამაჯერებლობა შეენარჩუნებინა, თვითმარქვია მუდმივად ანახლებდა საიტს, სადაც მისი "ოჯახის" პორტრეტები იყო წარმოდგენილი, მშობლიური სასახლის ფოტოები და "მონარქის" ტიტულების ჩამონათვალი. ეს საკმარისი გახდა იმისთვის, რომ კაცი მაღალ საზოგადოებაში ხელგაშლილად მიეღოთ.

სტეფანი მაშინ გამოიჭირეს, როცა იტალიის მდიდრულ სასტუმროში ერთ კვირიანი ცხოვრების ანგარიში რომში მაკედონიის საელჩოს გადაუგზავნა გადასახდელად, სადაც განაცხადეს, რომ პრინცი არ ყავთ. სტეფანი უკვე დაკავებულია და მას თაღლითობის მუხლით აქვს ბრალი წაყენებული.

მომზადებულია euromag.ru-ს მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"