სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ტექნოლოგიური მიღწევები, რომლებმაც მილიონობით ადამიანი უმუშევარი დატოვა
ტექნოლოგიური მიღწევები, რომლებმაც მილიონობით ადამიანი უმუშევარი დატოვა

პროგ­რე­სი კა­ცობ­რი­ო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ახა­ლი გა­მო­გო­ნე­ბე­ბი და მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი ადა­მი­ანს ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას უმარ­ტი­ვებს და ახა­ლი ჰო­რი­ზონ­ტე­ბის ძი­ე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, პროგ­რესს ერთი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე აქვს, რო­მელ­საც ყუ­რა­დღე­ბა ძალ­ზე იშ­ვი­ა­თად ექ­ცე­ვა. ტექ­ნი­კის გან­ვი­თა­რე­ბა-სრულ­ყო­ფას­თან ერ­თად, ჩვენ, ადა­მი­ა­ნე­ბი ნელ-ნელა უმუ­შე­ვარ­ნი ვრჩე­ბით. ეს პრო­ცე­სი ნელი, მაგ­რამ შე­უქ­ცე­ვა­დია. სა­მუ­შა­ოს, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში 50-60 ადა­მი­ანს სა­ჭი­რო­ებ­და, დღეს უპ­რობ­ლე­მოდ ას­რუ­ლებს 10-12 ადა­მი­ა­ნი.

მე-18 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან ევ­რო­პა სამ­რეწ­ვე­ლო რე­ვო­ლუ­ცი­ამ მო­იც­ვა. სხვა­დას­ხვა მა­ნუ­ფაქ­ტუ­რე­ბის მომ­რავ­ლე­ბამ, გა­მო­საშ­ვე­ბი პრო­დუქ­ცი­ის რი­ცხოვ­ნო­ბი­სა და ხა­რის­ხის გაზ­რდის სა­ჭი­რო­ე­ბამ მწარ­მო­ებ­ლებს რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის­კენ უბიძ­გა. სხვა­დას­ხვა ცნო­ბი­ლი ინ­ჟი­ნე­რი­სა თუ გა­მომ­გო­ნებ­ლის შექ­მნი­ლი მან­ქა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბას ნამ­დვი­ლად ამარ­ტი­ვებს.

1810-იან წლებ­ში ევ­რო­პა­ში რთუ­ლი დრო იყო. იმ­პე­რა­ტო­რი ნა­პო­ლე­ო­ნი ქვე­ყა­ნას ქვე­ყა­ნა­ზე იპყრობ­და. სამ­ხედ­რო უნი­ფორ­მე­ბის შე­კერ­ვის­თვის, უზარ­მა­ზარ ფრან­გულ არ­მი­ას დიდი მო­ცუ­ლო­ბის ნა­ჭე­რი სჭირ­დე­ბო­და. ქსო­ვი­ლის დამ­ზა­დე­ბის დაჩ­ქა­რე­ბის­თვის ფრან­გმა გა­მომ­გო­ნე­ბელ­მა ჟო­ზეფ მარი ჟა­კარ­მა საქ­სო­ვი დაზ­გის ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბა გა­და­წყვი­ტა. მარ­ტი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ჟა­კარ­მა რთუ­ლი პრო­ცე­სის ერ­თი­ა­ნი მარ­თვის სქე­მა შე­ი­მუ­შა­ვა.

ამის­თვის მან მუ­ყა­ოს ბა­რა­თე­ბის დას­ტა გა­მო­ი­ყე­ნა. თი­თო­ე­ულ ბა­რათ­ში გარ­კვე­უ­ლი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბით ნახ­ვრე­ტე­ბი იყო გა­კე­თე­ბუ­ლი. დაზ­გა­ში კონ­კრე­ტუ­ლი ბა­რა­თის ჩა­დე­ბი­სას, მე­ქა­ნი­კუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა ბა­რათ­ში არ­სე­ბულ ნახ­ვრე­ტებ­ში სპე­ცი­ა­ლურ მე­ტა­ლის ღე­რო­ებს აძ­ვრენ­და. ამავდრო­უ­ლად, სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­ქა­ნიზ­მი შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბით ძა­ფე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას და ქსო­ვის პრო­ცესს უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს პროგ­რა­მუ­ლად მარ­თვა­დი მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი დაზ­გა იყო.

ქსო­ვი­ლის დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სის სიჩ­ქა­რე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­დი­დით გა­ი­ზარ­და. ამას­თა­ნა­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და რთუ­ლი სა­ხის ქსო­ვის შეს­რუ­ლე­ბა. გა­ხა­რე­ბულ­მა ნა­პო­ლე­ონ­მა ჟა­კარს სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე 3000 ფრან­კი­ა­ნი პენ­სია და­უ­წე­სა. თუმ­ცა იყ­ვნენ უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბიც.

ოს­ტა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თავს ქსო­ვით ირ­ჩენ­დნე უმუ­შე­ვარ­ნი დარ­ჩნენ. ჟა­კა­რის დაზ­გა სრუ­ლად ავ­ტო­მა­ტუ­რად მუ­შა­ობ­და. სა­ჭი­რო იყო მხო­ლოდ ძა­ფის ახა­ლი თო­ფე­ბის და­მაგ­რე­ბა და დაზ­გის­თვის ახალ-ახა­ლი პერ­ფო­ბა­რა­თე­ბის "მი­წო­დე­ბა". გან­რის­ხე­ბულ­მა ფრან­გებ­მა გა­მომ­გო­ნებ­ლის პირ­ვე­ლი ორი დაზ­გა და­ამ­ტვრი­ეს და და­ლე­წეს. თუმ­ცა ცალ­სა­ხა იყო, რომ პროგ­რე­სის შე­ჩე­რე­ბა შე­უ­ჩე­რე­ბე­ლია. რამ­დე­ნი­მე წლის თავ­ზე საფ­რან­გეთ­ში ჟა­კა­რის 1000-ზე მეტი დაზ­გა ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და.

1950-იან წლებ­ში გა­ჩე­ნილ­მა ახალ­მა ტექ­ნი­კურ­მა მი­მარ­თუ­ლე­ბამ - კი­ბერ­ნე­ტი­კამ, ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბი­სა და რო­ბო­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას მო­რი­გი ბიძ­გი მის­ცა. მსოფ­ლი­ო­ში და­წყე­ბულ სამ­რეწ­ვე­ლო რო­ბო­ტე­ბის ბუმ­ში, ამე­რი­კე­ლებ­მა პირ­ვე­ლო­ბა მო­ი­პო­ვეს. 1962 წლის­თვის მათ ორი სამ­რეწ­ვე­ლო რო­ბო­ტი - "იუ­ნი­მე­ი­ტი" და "ვერ­სატ­რა­ნი" ჰქონ­დათ.

პირ­ვე­ლი "ჯე­ნე­რალ მო­ტორ­სის" ქარ­ხა­ნა­ში გა­მოს­ცა­დეს. სამ­სხმე­ლო უბან­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი მან­ქა­ნის შე­დეგ­მა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. 24 სთ-ის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­მუ­შა­ვე რო­ბოტ­მა მძი­მე და სა­ხი­ფა­თო სა­მუ­შა­ო­ზე მუ­შე­ბის 3 ცვლა ჩა­ა­ნაც­ვლა. პირ­ვე­ლი­ვე შე­და­რე­ბი­თი ტეს­ტი­სას ნა­თე­ლი გახ­და, რომ ადა­მი­ან­მა მან­ქა­ნას­თან ბრძო­ლა წა­ა­გო. რო­ბო­ტის მიერ სა­ათ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი 135 დე­ტა­ლი­დან, წუნი 2% იყო. ადა­მი­ა­ნის შრო­მა წარ­მო­ე­ბის­თვის უფრო წამ­გე­ბი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა - სა­ათ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი 108 დე­ტა­ლი­დან 20% უვარ­გი­სი აღ­მოჩ­ნდა.

უკვე 1970-იანი წლე­ბის ბო­ლოს ავ­ტომ­რეწ­ვე­ლო­ბა­ში რო­ბო­ტებ­მა ფეხი მყა­რად მო­ი­კი­დეს. ავ­ტო­გან­ტე­ბის სა­ამ­ქრო­ებ­ში მუ­შე­ბის ად­გი­ლი რო­ბო­ტებ­მა და­ი­კა­ვეს. ხალ­ხი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის გა­რე­შე რჩე­ბო­და. თუმ­ცა კომ­პა­ნი­ე­ბის მფლო­ბე­ლებს ეს ნაკ­ლე­ბად ანაღ­ვლებ­დათ. წარ­მა­დო­ბას­თან ერ­თად გა­ი­ზარ­და ხა­რის­ხის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, აწყო­ბის სი­ზუს­ტე, შემ­ცირ­და წუ­ნის მო­ცუ­ლო­ბა - ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თვის კი ეს მთა­ვა­რია.

დღეს თით­ქმის ნე­ბის­მი­ერ მსხვილ ავ­ტო­ქარ­ხა­ნა­ში, უშუ­ა­ლოდ აწყო­ბის პრო­ცეს­ში ადა­მი­ან­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი რო­ბო­ტი მო­ნა­წი­ლე­ობს.

რო­ბო­ტექ­ნი­კას მე­დი­ცი­ნა­შიც იყე­ნე­ბენ. 1985 წელს ექი­მებ­მა რო­ბოტ Unimation Puma 200-ს თა­ვის ტვი­ნის ბი­ოფ­სი­ი­სას, ქი­რურ­გი­უ­ლი ნემ­სის მდე­ბა­რე­ო­ბის გან­სა­ზღვრა ან­დეს. 1992 წელს ბრი­ტა­ნულ­მა ProBot-მა პირ­ვე­ლად ჩა­ა­ტა­რა ოპე­რა­ცია წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვალ­ზე. მე­დი­ცი­ნა­ში ახა­ლი - რო­ბო­ტი­ზი­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი ქი­რურ­გი­ის ხანა და­ი­წყო. 2000 წლი­დან კომ­პა­ნია Intuitive Surgical-ი ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის რო­ბო­ტებს Da Vinci სე­რი­უ­ლად უშ­ვებს.

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გაზ­რდით გა­მოწ­ვე­ულ უმუ­შევ­რო­ბის ზრდის პრო­ცესს - ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უმუ­შევ­რო­ბა ქვია. ჩვენ­და სა­უ­ბე­დუ­როდ, ამ პრობ­ლე­მის წი­ა­შე კა­ცობ­რი­ო­ბა ოდით­გან­ვე იდგა. მა­გა­ლი­თად, ძველ რომ­ში იმ­პე­რა­ტორ­მა ვეს­პა­სი­ა­ნემ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი თქვა ტექ­ნი­კუ­რი გა­მო­გო­ნე­ბის და­ნერგვა­ზე, რო­მე­ლიც მძი­მე ტვირ­თე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას გა­ა­ი­ა­ფებ­და. იმ­პე­რა­ტო­რის თქმით, "პუ­რის ფუ­ლის შოვ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, მათ შო­რის მტვირ­თავ­საც უნდა ჰქონ­დეს".

იმ­პე­რა­ტო­რის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პროგ­რე­სის შე­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ევ­რო­პა­ში, რე­ნე­სან­სის პე­რიდ­ში უმუ­შევ­რო­ბამ პიკს მი­აღ­წია. ხე­ლი­სუ­ფალ­ნი იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ ხე­ლოვ­ნუ­რად შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ პროგ­რე­სი. არ­სე­ბობ­და სპე­ცი­ა­უ­რი უწყე­ბე­ბიც - ჰილ­დი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც იჭერ­დნენ და ხში­რად სიკ­ვდი­ლი­თაც სჯიდ­ნენ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუ­შა­ობ­დნენ.

ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფალ­მა ელი­სა­ბედ I-მა უი­ლი­ამ ლის გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი საქ­სო­ვი დაზ­გის და­პა­ტენ­ტე­ბა­ზე უარი უთხრა - "თქვენ თუ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რამ­დენ ადა­მი­ანს და­ტო­ვებს თქვე­ნი მან­ქა­ნა სა­მუ­შა­ოს გა­რე­შე?!"

დღეს ეს პრობ­ლე­მა კი­დევ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რია. მან­ქა­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად ათა­სო­ბით ადა­მი­ანს ტო­ვებს სამ­სა­ხუ­რის მიღ­მა. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბის მა­ღა­ზი­ებ­ში თვით­მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ლა­რო­ე­ბის მო­წყო­ბა. ადა­მი­ა­ნი-მო­ლა­რე აღარ არის სა­ჭი­რო. ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, უახ­ლო­ე­სი 100 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლი­ო­ში რე­გუ­ლა­რუ­ლი სამ­სა­ხუ­რი პლა­ნე­ტის მხო­ლოდ 20%-ს ექ­ნე­ბა.

მა­გა­ლი­თად, უკვე დღეს, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში ყო­ველ 1 000 მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ან­ზე 2 500-მდე მო­მუ­შა­ვე რო­ბო­ტი მო­დის.

ნუკ­რი მგე­ლა­ძე, AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ტექნოლოგიური მიღწევები, რომლებმაც მილიონობით ადამიანი უმუშევარი დატოვა

ტექნოლოგიური მიღწევები, რომლებმაც მილიონობით ადამიანი უმუშევარი დატოვა

პროგრესი კაცობრიობის განუყოფელი ნაწილია. ახალი გამოგონებები და მოწყობილობები ადამიანს ყოველდღიურ საქმიანობას უმარტივებს და ახალი ჰორიზონტების ძიებაში ეხმარება.

ყველაფრის მიუხედავად, პროგრესს ერთი უარყოფითი მხარე აქვს, რომელსაც ყურადღება ძალზე იშვიათად ექცევა. ტექნიკის განვითარება-სრულყოფასთან ერთად, ჩვენ, ადამიანები ნელ-ნელა უმუშევარნი ვრჩებით. ეს პროცესი ნელი, მაგრამ შეუქცევადია. სამუშაოს, რომლის შესრულებაც გასულ საუკუნეში 50-60 ადამიანს საჭიროებდა, დღეს უპრობლემოდ ასრულებს 10-12 ადამიანი.

მე-18 საუკუნის დასაწყისიდან ევროპა სამრეწველო რევოლუციამ მოიცვა. სხვადასხვა მანუფაქტურების მომრავლებამ, გამოსაშვები პროდუქციის რიცხოვნობისა და ხარისხის გაზრდის საჭიროებამ მწარმოებლებს რადიკალური ნაბიჯებისკენ უბიძგა. სხვადასხვა ცნობილი ინჟინერისა თუ გამომგონებლის შექმნილი მანქანები მუშაობას ნამდვილად ამარტივებს.

1810-იან წლებში ევროპაში რთული დრო იყო. იმპერატორი ნაპოლეონი ქვეყანას ქვეყანაზე იპყრობდა. სამხედრო უნიფორმების შეკერვისთვის, უზარმაზარ ფრანგულ არმიას დიდი მოცულობის ნაჭერი სჭირდებოდა. ქსოვილის დამზადების დაჩქარებისთვის ფრანგმა გამომგონებელმა ჟოზეფ მარი ჟაკარმა საქსოვი დაზგის ავტომატიზება გადაწყვიტა. მარტივი გადაწყვეტილებით ჟაკარმა რთული პროცესის ერთიანი მართვის სქემა შეიმუშავა.

ამისთვის მან მუყაოს ბარათების დასტა გამოიყენა. თითოეულ ბარათში გარკვეული კანონზომიერებით ნახვრეტები იყო გაკეთებული. დაზგაში კონკრეტული ბარათის ჩადებისას, მექანიკური მოწყობილობა ბარათში არსებულ ნახვრეტებში სპეციალურ მეტალის ღეროებს აძვრენდა. ამავდროულად, სპეციალური მექანიზმი შესაბამისი კანონზომიერებით ძაფების გადაადგილებას და ქსოვის პროცესს უზრუნველყოფდა. ფაქტობრივად, ეს პროგრამულად მართვადი მსოფლიოში პირველი დაზგა იყო.

ქსოვილის დამზადების პროცესის სიჩქარე წარმოუდგენელი სიდიდით გაიზარდა. ამასთანავე შესაძლებელი გახდა რთული სახის ქსოვის შესრულება. გახარებულმა ნაპოლეონმა ჟაკარს სიცოცხლის ბოლომდე 3000 ფრანკიანი პენსია დაუწესა. თუმცა იყვნენ უკმაყოფილოებიც.

ოსტატები, რომლებიც თავს ქსოვით ირჩენდნე უმუშევარნი დარჩნენ. ჟაკარის დაზგა სრულად ავტომატურად მუშაობდა. საჭირო იყო მხოლოდ ძაფის ახალი თოფების დამაგრება და დაზგისთვის ახალ-ახალი პერფობარათების "მიწოდება". განრისხებულმა ფრანგებმა გამომგონებლის პირველი ორი დაზგა დაამტვრიეს და დალეწეს. თუმცა ცალსახა იყო, რომ პროგრესის შეჩერება შეუჩერებელია. რამდენიმე წლის თავზე საფრანგეთში ჟაკარის 1000-ზე მეტი დაზგა ფუნქციონირებდა.

1950-იან წლებში გაჩენილმა ახალმა ტექნიკურმა მიმართულებამ - კიბერნეტიკამ, ავტომატიზებული სისტემებისა და რობოტების განვითარებას მორიგი ბიძგი მისცა. მსოფლიოში დაწყებულ სამრეწველო რობოტების ბუმში, ამერიკელებმა პირველობა მოიპოვეს. 1962 წლისთვის მათ ორი სამრეწველო რობოტი - "იუნიმეიტი" და "ვერსატრანი" ჰქონდათ.

პირველი "ჯენერალ მოტორსის" ქარხანაში გამოსცადეს. სამსხმელო უბანზე დამონტაჟებული მანქანის შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. 24 სთ-ის განმავლობაში მომუშავე რობოტმა მძიმე და სახიფათო სამუშაოზე მუშების 3 ცვლა ჩაანაცვლა. პირველივე შედარებითი ტესტისას ნათელი გახდა, რომ ადამიანმა მანქანასთან ბრძოლა წააგო. რობოტის მიერ საათში დამზადებული 135 დეტალიდან, წუნი 2% იყო. ადამიანის შრომა წარმოებისთვის უფრო წამგებიანი აღმოჩნდა - საათში დამზადებული 108 დეტალიდან 20% უვარგისი აღმოჩნდა.

უკვე 1970-იანი წლების ბოლოს ავტომრეწველობაში რობოტებმა ფეხი მყარად მოიკიდეს. ავტოგანტების საამქროებში მუშების ადგილი რობოტებმა დაიკავეს. ხალხი სამუშაო ადგილების გარეშე რჩებოდა. თუმცა კომპანიების მფლობელებს ეს ნაკლებად ანაღვლებდათ. წარმადობასთან ერთად გაიზარდა ხარისხის მაჩვენებელი, აწყობის სიზუსტე, შემცირდა წუნის მოცულობა - ბიზნესმენებისთვის კი ეს მთავარია.

დღეს თითქმის ნებისმიერ მსხვილ ავტოქარხანაში, უშუალოდ აწყობის პროცესში ადამიანზე გაცილებით მეტი რობოტი მონაწილეობს.

რობოტექნიკას მედიცინაშიც იყენებენ. 1985 წელს ექიმებმა რობოტ Unimation Puma 200-ს თავის ტვინის ბიოფსიისას, ქირურგიული ნემსის მდებარეობის განსაზღვრა ანდეს. 1992 წელს ბრიტანულმა ProBot-მა პირველად ჩაატარა ოპერაცია წინამდებარე ჯირკვალზე. მედიცინაში ახალი - რობოტიზირებული პრაქტიკული ქირურგიის ხანა დაიწყო. 2000 წლიდან კომპანია Intuitive Surgical-ი ლაპარასკოპიული ოპერაციებისთვის რობოტებს Da Vinci სერიულად უშვებს.

ტექნოლოგიების გაზრდით გამოწვეულ უმუშევრობის ზრდის პროცესს - ტექნოლოგიური უმუშევრობა ქვია. ჩვენდა საუბედუროდ, ამ პრობლემის წიაშე კაცობრიობა ოდითგანვე იდგა. მაგალითად, ძველ რომში იმპერატორმა ვესპასიანემ კატეგორიული უარი თქვა ტექნიკური გამოგონების დანერგვაზე, რომელიც მძიმე ტვირთების ტრანსპორტირებას გააიაფებდა. იმპერატორის თქმით, "პურის ფულის შოვნის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მტვირთავსაც უნდა ჰქონდეს".

იმპერატორის მცდელობის მიუხედავად, პროგრესის შეჩერება შეუძლებელი იყო. შუა საუკუნეების ევროპაში, რენესანსის პერიდში უმუშევრობამ პიკს მიაღწია. ხელისუფალნი იძულებულნი გახდნენ ხელოვნურად შეეჩერებინათ პროგრესი. არსებობდა სპეციაური უწყებებიც - ჰილდიები, რომლებიც იჭერდნენ და ხშირად სიკვდილითაც სჯიდნენ ადამიანებს, რომლებიც ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობდნენ.

ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ I-მა უილიამ ლის გამოგონებული საქსოვი დაზგის დაპატენტებაზე უარი უთხრა - "თქვენ თუ წარმოგიდგენიათ, რამდენ ადამიანს დატოვებს თქვენი მანქანა სამუშაოს გარეშე?!"

დღეს ეს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალურია. მანქანების განვითარება ყოველწლიურად ათასობით ადამიანს ტოვებს სამსახურის მიღმა. ამის ნათელი მაგალითია საცალო ვაჭრობის მაღაზიებში თვითმომსახურების სალაროების მოწყობა. ადამიანი-მოლარე აღარ არის საჭირო. ექსპერტების აზრით, უახლოესი 100 წლის განმავლობაში მსოფლიოში რეგულარული სამსახური პლანეტის მხოლოდ 20%-ს ექნება.

მაგალითად, უკვე დღეს, ევროკავშირის ქვეყნებში ყოველ 1 000 მომუშავე ადამიანზე 2 500-მდე მომუშავე რობოტი მოდის.

ნუკრი მგელაძე, AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"