სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რიკოთისა და გორის გვირაბებში 21 ივნისიდან 26 ივნისამდე შეზღუდვა დაწესდება
რიკოთისა და გორის გვირაბებში 21 ივნისიდან 26 ივნისამდე შეზღუდვა დაწესდება

რი­კო­თი­სა და გო­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გვი­რა­ბებ­ში 21 ივ­ნი­სი­დან 26 ივ­ნი­სამ­დე მოვ­ლა-შე­ნახ­ვის სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო დრო­ე­ბი­თი შე­ზღუდ­ვა და­წეს­დე­ბა.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 143-ე კმ-ში მდე­ბა­რე რი­კო­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გვი­რაბ­ში, გვი­რა­ბის თა­ღი­სა და სა­ვა­ლი ნა­წი­ლის გა­რე­ცხვის, ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი მო­ნიშ­ვნი­სა და სხვა სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, 2017 წლის 21 ივ­ნი­სი­დან 26 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით, ყო­ველ­დღი­უ­რად, ღა­მის 00:00 სა­ა­თი­დან დი­ლის 07:00 სა­ა­თამ­დე, იკ­რძა­ლე­ბა ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა. ხოლო დღის და­ნარ­ჩენ პე­რი­ოდ­ში ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია. სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დის მოძ­რა­ო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა რი­კო­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლი გვი­რა­ბის შე­მო­სავ­ლელ გზა­ზე.

დრო­ის ამ პე­რი­ოდ­ში რი­კო­თის გვი­რა­ბის შე­მო­სავ­ლელ გზა­ზე 2 სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა სა­ბუქ­სი­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბის მო­რი­გე­ო­ბა.

რი­კო­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გვი­რაბ­ში მოძ­რა­ო­ბის ჩა­კეტ­ვა და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გვი­რა­ბის შე­მო­სავ­ლელ გზა­ზე სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დის მოძ­რა­ო­ბის გა­დარ­თვა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა თან­დარ­თუ­ლი დრო­ე­ბი­თი მოძ­რა­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სქე­მის შე­სა­ბა­მი­სად.

სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 88-ე კმ-ში მდე­ბა­რე გო­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გვი­რაბ­ში, გვი­რა­ბის თა­ღი­სა და სა­ვა­ლი ნა­წი­ლის გა­რე­ცხვის, ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი მო­ნიშ­ვნი­სა და სხვა სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, 2017 წლის 21 ივ­ნი­სი­დან 23 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით, ყო­ველ­დღი­უ­რად, დი­ლის 09:00 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს 18:00 სა­ა­თამ­დე, აღ­ნიშ­ნუ­ლი გვი­რა­ბის მარ­ცხე­ნა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე (და­სავ­ლე­თი-აღ­მო­სავ­ლე­თი) იკ­რძა­ლე­ბა ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა. დრო­ის აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ში ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის ნა­კა­დი გა­და­ერ­თვე­ბა გო­რის გვი­რა­ბის შე­მოვ­ლით გზა­ზე.

ხოლო, 2017 წლის 24 ივ­ნი­სი­დან 26 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით, ყო­ველ­დღი­უ­რად, დი­ლის 09:00 სთ-დან სა­ღა­მოს 18:00 სთ-მდე, აღ­ნიშ­ნუ­ლი გვი­რა­ბის მარ­ჯვე­ნა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე (აღ­მო­სავ­ლე­თი-და­სავ­ლე­თი) იკ­რძა­ლე­ბა ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა. ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის ნა­კა­დი გა­და­ერ­თვე­ბა მარ­ცხე­ნა (და­სავ­ლეთ-აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბა) გვი­რაბ­ში, ხოლო და­სავ­ლე­თი­დან აღ­მო­სავ­ლე­თი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა გა­და­ერ­თვე­ბა გო­რის გვი­რა­ბის შე­მოვ­ლით გზა­ზე.

ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის გა­დარ­თვა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა თან­დარ­თუ­ლი დრო­ე­ბი­თი მოძ­რა­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სქე­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რიკოთისა და გორის გვირაბებში 21 ივნისიდან 26 ივნისამდე შეზღუდვა დაწესდება

რიკოთისა და გორის გვირაბებში 21 ივნისიდან 26 ივნისამდე შეზღუდვა დაწესდება

რიკოთისა და გორის საავტომობილო გვირაბებში 21 ივნისიდან 26 ივნისამდე მოვლა-შენახვის სამუშაოების გამო დროებითი შეზღუდვა დაწესდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ში მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის თაღისა და სავალი ნაწილის გარეცხვის, ჰორიზონტალური მონიშვნისა და სხვა სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 2017 წლის 21 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, ღამის 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ჩაკეტვა და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ში მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის თაღისა და სავალი ნაწილის გარეცხვის, ჰორიზონტალური მონიშვნისა და სხვა სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 2017 წლის 21 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, აღნიშნული გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.

ხოლო, 2017 წლის 24 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, დილის 09:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე, აღნიშნული გვირაბის მარჯვენა მიმართულებაზე (აღმოსავლეთი-დასავლეთი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი