არც ისე დიდი ხნის წინ ძალიან პოპულარული იყო, თუმცა არც წლების შემდეგ კარგავს წარსულში ცნობილი ტელესახე პოპულარობას. ნიკა ლომიძე დღეს საკუთარი სარეკლამო კომპანიის მფლობელია, როგორც იტყვიან, კადრს მიღმა საქმიანობს. ბოლო დროს კი საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინა - ხელნაკეთ ნამუშევრებს ქმნის, კერძოდ, დეკორატიულ სანათებს...
18 ივნისს თავისი ხელით შექმნილი ნივთების გამოფენა მოაწყო, რაც საკუთარ იუბილეს დაამთხვია. დამთვალიერებელმა ნამუშევრები მოუწონა და შეაქო...- ჩემი მეგობარი ლონდონიდან იყო ჩამოსული და მეჩხუბა, ხომ არ გაგიჟდი, ამის ასე დატოვება როგორ შეიძლება?! საიტი მაინც შექმენი, ატვირთე იქ ყველაფერი და რაღაც ფორმა მიეციო. არადა, ყველაფერი ჯერ ოფისში მიყრია... თუმცა მივხვდი, რომ ასე როდემდე უნდა ეყაროს და აი, პირველი ნაბიჯი უკვე ეს გამოფენაა... ნამუშევრები დენში ჩვეულებრივად ირთვება. ის დატვირთვა არ აქვს, რომ დადგა და წიგნი წაიკითხო, დეკორატიული მნიშვნელობა აქვს, ინტერიერს ალამაზებს.
- კი, ძველ წიგნებს ვიყენებ, ისეთებს, რომელსაც არავინ წაიკითხავს, მაგალითად, მამაჩემის ბიბლიოთეკიდან სულ ასეთი ლიტერატურა გამოვზიდე. ჩემმა მეგობარმაც მომცა უამრავი ასეთი წიგნი...
- მეუღლე, თეა გობეჯიშვილი რას გეუბნება? - თეამ რამდენიმეს თვალი უკვე დაადგა და თავის სახელიც დაარქვა, - ჩემიაო. მოსწონს ნიტასაც, გადარეულია და აქტიურად მეხმარება. ერთი ფიგურა თვითონ გამიკეთა, უცნაურია, მაგრამ მასაც კარგად გამოუვიდა.
- როგორც მახსოვს, პროფესიით არქიტექტორი ხარ. ალბათ ეს პროფესიაც გეხმარება ამ საქმიანობაში. - კი, არქიტექტორი ვარ, მაგრამ ეს აბსოლუტურად სხვა კულტურაა და ჩემს პროფესიასთან ძალიან შორს არის. საერთოდ, მეგონა, რომ მიუწვდომელი იქნებოდა ჩეთვის ეს მიმართულება, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, შესაძლებელია და მომწონს.
- ე.ი. ნიტასაც მოსწონს მამის საქმიანობა... რას ნიშნავს ნიტა შენს ცხოვრებაში და თავად რას აკეთებს ახლა? - ნიტა ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო და ყველაზე კარგი "ნამუშევარია", ნიტაც უნდა გამოვფინო (იცინის)...
რამ ის საქმიანობას ეხება, ვიტყვი, რომ ნიუ-იორკის ჯოფრის ბალეტის სკოლაში პორტფოლიო გავაგზავნეთ და დაფინანსება უკვე მიიღო. ჰოდა, ცოტა ხანში, ერთი თვით ნიუ-იორკში მიემგზავრება, მიიწვიეს. გაეცნობა იქაურობას, ნახავს, თუ მოეწონება, გააგრძელებს იქ სწავლას.
- სამაგიეროდ, თეა ჩანს ეკრანზე, - "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის წევრია... - მას ცეკვის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და ბედნიერია, რომ ასეთი პროექტები არსებობს, რომ ზოგადად ცეკვა პოპულარული გახდა. როგორც ყოველთვის, აქტიურად მუშაობს, თავის სტუდიაში ასწავლის ბავშვებს და მუშაობს ანსამბლთან...
- რას ეტყოდი მონატრებელ მაყურებელს? - მონატრებული მე უფრო ვარ (იღიმის)... ვგიჟდები ამ ადამიანებზე, რომლებიც დღემდე მიზიარებენ და მინაწილებენ, მჩუქნიან, გამოხატავენ ჩემ მიმართ სითბოს და სიყვარულს... მიყვარხართ...
ლალი ფაცია AMBEBI.GE