"მას 29 წლის მამაკაცის გული გადაუნერგეს" - ქართველი გოგონა უნიკალური ოპერაციის წყალობით გადარჩა

"მას 29 წლის მამაკაცის გული გადაუნერგეს" - ქართველი გოგონა უნიკალური ოპერაციის წყალობით გადარჩა

13 წლის ქართველ გოგონას, რომელსაც გულის ურთულესი დაავადება აქვს, გულის გადანერგვის ოპერაცია საზღვარგარეთ ჩაუტარდა. ოპერაცია ბელორუსელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს. დონორი 29 წლის მინკსკელი მამაკაცი აღმოჩნდა, რომლის გულმა დროულად მიუსწრო გოგონას. ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. ქეთი თავს ნორმალურად გრძნობს.

ეს ის გოგონაა, რომლის დაც ახლახან იმავე დიაგნოზით გარდაიცვალა. ქეთოს და მის დას კარდიომიოპათიის დიაგნოზი 5 წლის ასაკში დაუსვეს. მანამდე ორივე სრულიად ჯანმრთელი ბავშვები იყვნენ. მარიამი 15 წლის ასაკში დაიღუპა. მისმა გარდაცვალებამ ძალიან იმოქმედა ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ქეთიზე და მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო დაამძიმა. გოგონა რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდა შესაფერის დონორს... "გაუმართლა, რომ დონორი სწრაფად გამოჩნდა", - განაცხადეს კლინიკაში.

ახლობლების თქმით, ოპერაცია 100 ათასი აშშ დოლარი ღირს. ეს თანხა გაიღო ერთ-ერთმა ბანკმა, სადაც ქეთის დედა მუშაობს. იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი