სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თეონა ბაღდავაძე აკა სინჯიკაშვილს კონტრბრალდებით პასუხობს: "ამ პოსტის არდადების სანაცვლოდ 40 ათას ლარს მთხოვდა"
თეონა ბაღდავაძე აკა სინჯიკაშვილს კონტრბრალდებით პასუხობს: "ამ პოსტის არდადების სანაცვლოდ 40 ათას ლარს მთხოვდა"

ცნო­ბი­ლი პიარ-მე­ნე­ჯე­რი თე­ო­ნა ბაღ­და­ვა­ძე აკა სინ­ჯი­კაშ­ვილს ბრალ­დე­ბას "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტით პა­სუ­ხობს. მისი გან­მარ­ტე­ბით, აკა სინ­ჯი­კაშ­ვილს Red Nose Day Georgia-დან შე­მო­სუ­ლი თან­ხი­დან იმა­ზე მეტი გა­და­ე­ცა, ვიდ­რე შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო. რო­გორც ბაღ­და­ვა­ძე წერს, მის მი­მართ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის შემ­დეგ აპი­რებს სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თოს, ასე­ვე აკა სინ­ჯი­კაშ­ვილს ის კამ­პა­ნი­ი­დან აღე­ბუ­ლი 35000-ის დაბ­რუ­ნე­ბას სთხოვს.

"მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო Akaa Sinjikashvily პოსტს Red Nose Day Georgiaსთან და­კავ­ში­რე­ბით. კამ­პა­ნია არის სრუ­ლი­ად ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვა და სა­თაო ოფის­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მე მაქვს ვინც მიც­ნობს, იცის რამ­დე­ნი წელი ვცდი­ლობ­დი ამ კონ­ტაქ­ტზე გას­ვლას.

ხაზ­გაზ­მით ვამ­ბობ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კამ­პა­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა მხო­ლოდ ჩემ­მა კომ­პა­ნი­ამ.

ვე­ძებ­დი კე­თილ­შო­ბილ ბე­ნე­ფი­ცი­არს. წლე­ვან­დე­ლი წლის­თვის, ჩვენს მიერ კამ­პა­ნი­ის ერთ-ერთ და არა ერ­თა­დერთ პარტნი­ო­რად შერ­ჩე­ულ იქნა აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი.

მო­ლა­პა­რა­კე­ბა ასე­თი იყო, უნდა გაგ­ვე­ყო შე­მო­სუ­ლი თან­ხა სამ ტოლ ნა­წი­ლად. ერთი ნა­წი­ლი აკას ინი­ცი­ა­ტი­ვას, მე­ო­რე ნი­კუ­შა დვა­ლა­ძეს და მე­სა­მე სა­თაო ოფი­სის­თვის. ( მე­დი­აც ამას ადას­ტუ­რებს ლინ­კი იხი­ლეთ ქვე­მოთ), დღეს ამ­ბობს, რომ ეს თან­ხა სრუ­ლად მის­თვის უნდა გა­დაგ­ვე­ცა.

რე­ა­ლუ­რად აკას შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სა­ხით გა­და­ვე­ცით ბევ­რად მეტი, ვიდ­რე იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი. ამას­თა­ნა­ვე გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ყვე­ლა ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცია იყო ღია და გახ­სნი­ლი აკას­თვის და შე­სა­ბა­მი­სად მის­თვის თან­ხის გა­და­ცე­მის მო­მენ­ტამ­დე ცნო­ბი­ლი იყო შე­მო­სუ­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბა.

აკამ ეს არ იკ­მა­რა და მთხოვ­და არარ­სე­ბუ­ლი თან­ხის გა­და­ცე­მას, ამ­ბობ­და, რომ არ აინ­ტე­რე­სებს სა­ბუ­თე­ბი და ამ პოს­ტის არ­და­დე­ბის სა­ნაც­ვლოდ მთხოვ­და 40 ათას ლარს.

შევ­თა­ზა­ვეთ, რომ აუ­დიტს გა­ე­ქარ­წლე­ბი­ნა, მისი ეჭ­ვე­ბი და შემ­დეგ გაგ­ვე­სა­ჯა­ო­რე­ბი­ნა ეს ფაქ­ტი, რო­მე­ლიც ორი­ვეს უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გვა­ყე­ნებს. თავს შე­ვი­კა­ვებ მეტი დე­ტა­ლის გახ­მა­უ­რე­ბის­გან, ფაქ­ტობ­რი­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით სა­სა­მარ­თლოს მივ­მარ­თავ.

გარ­და ამი­სა, ვთხოვ აკას, რომ და­აბ­რუ­ნოს 35 ათა­სი ლარი, რო­მე­ლიც მი­ი­ღო ამ კამ­პა­ნი­ის­გან და ჩვენ ავა­შე­ნებთ მის მიერ და­პი­რე­ბულ თავ­შე­სა­ფარს, არა­უგ­ვი­ა­ნეს 2017 წლის ნო­ემ­ბრი­სა.

იუ­რი­დი­უ­ლად და ადა­მი­ა­ნუ­რად ამ საქ­მეს გა­მარ­თლე­ბა არ აქვს, ასე რომ ისარ­გებ­ლა რა მისი ფბ აუ­დი­ტო­რი­ით, ასე­თი ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი პოს­ტი დადო. ვწუხ­ვარ რომ ამ კე­თილ­შო­ბი­ლურ კამ­პა­ნი­ას და ჩვენს მი­ზანს ასე­თი ტა­ლა­ხის სრო­ლა მოყ­ვა, თუმ­ცა მივ­მარ­თეთ სა­გა­მო­ძი­ე­ბოს სამ­სა­ხურს და­მო­უ­კი­დე­ბელ აუ­დიტს და შე­დე­გებს ძა­ლი­ან მალე შე­გა­ტყო­ბი­ნებთ. ყვე­ლა­ზე მძი­მე ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არის იმედ­გაც­რუ­ე­ბა, რო­მე­ლიც აკას­გან მი­ვი­ღეთ, და­ნარ­ჩენს აუ­ცი­ლებ­ლად მო­ევ­ლე­ბა" - წერს თე­ო­ნა ბაღ­და­ვა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში.

აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუქ" სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ტი­ვო­ბით არის ცნო­ბი­ლი, ცნო­ბილ პიარ-მე­ნე­ჯერს თე­ო­ნა ბაღ­და­ვა­ძეს სკან­და­ლურ ბრალ­დე­ბას უყე­ნებს. საქ­მე ეხე­ბა საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია Red Nose Day Georgia-ს და აქ­ცი­ი­დან შე­მო­სულ თან­ხებს. რო­გორც სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი წერს, ბაღ­და­ვა­ძემ კამ­პა­ა­ნი­ი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლი მო­ი­პა­რა. ა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თეონა ბაღდავაძე აკა სინჯიკაშვილს კონტრბრალდებით პასუხობს: "ამ პოსტის არდადების სანაცვლოდ 40 ათას ლარს მთხოვდა"

თეონა ბაღდავაძე აკა სინჯიკაშვილს კონტრბრალდებით პასუხობს: "ამ პოსტის არდადების სანაცვლოდ 40 ათას ლარს მთხოვდა"

ცნობილი პიარ-მენეჯერი თეონა ბაღდავაძე აკა სინჯიკაშვილს ბრალდებას "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტით პასუხობს. მისი განმარტებით, აკა სინჯიკაშვილს Red Nose Day Georgia-დან შემოსული თანხიდან იმაზე მეტი გადაეცა, ვიდრე შეთანხმებული იყო. როგორც ბაღდავაძე წერს, მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ აპირებს სასამართლოს მიმართოს, ასევე აკა სინჯიკაშვილს ის კამპანიიდან აღებული 35000-ის დაბრუნებას სთხოვს.

"მინდა გამოვეხმაურო Akaa Sinjikashvily პოსტს Red Nose Day Georgiaსთან დაკავშირებით. კამპანია არის სრულიად ჩემი ინიციატივა და სათაო ოფისთან ხელშეკრულება მე მაქვს ვინც მიცნობს, იცის რამდენი წელი ვცდილობდი ამ კონტაქტზე გასვლას.

ხაზგაზმით ვამბობ, რომ აღნიშნული კამპანიის ჩატარების უფლება მოიპოვა მხოლოდ ჩემმა კომპანიამ.

ვეძებდი კეთილშობილ ბენეფიციარს. წლევანდელი წლისთვის, ჩვენს მიერ კამპანიის ერთ-ერთ და არა ერთადერთ პარტნიორად შერჩეულ იქნა აკა სინჯიკაშვილი.

მოლაპარაკება ასეთი იყო, უნდა გაგვეყო შემოსული თანხა სამ ტოლ ნაწილად. ერთი ნაწილი აკას ინიციატივას, მეორე ნიკუშა დვალაძეს და მესამე სათაო ოფისისთვის. ( მედიაც ამას ადასტურებს ლინკი იხილეთ ქვემოთ), დღეს ამბობს, რომ ეს თანხა სრულად მისთვის უნდა გადაგვეცა.

რეალურად აკას შემოწირულობის სახით გადავეცით ბევრად მეტი, ვიდრე იყო შეთანხმებული. ამასთანავე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველა ფინანსური ოპერაცია იყო ღია და გახსნილი აკასთვის და შესაბამისად მისთვის თანხის გადაცემის მომენტამდე ცნობილი იყო შემოსული თანხის ოდენობა.

აკამ ეს არ იკმარა და მთხოვდა არარსებული თანხის გადაცემას, ამბობდა, რომ არ აინტერესებს საბუთები და ამ პოსტის არდადების სანაცვლოდ მთხოვდა 40 ათას ლარს.

შევთაზავეთ, რომ აუდიტს გაექარწლებინა, მისი ეჭვები და შემდეგ გაგვესაჯაორებინა ეს ფაქტი, რომელიც ორივეს უხერხულ მდგომარეობაში გვაყენებს. თავს შევიკავებ მეტი დეტალის გახმაურებისგან, ფაქტობრივი მტკიცებულებებით სასამართლოს მივმართავ.

გარდა ამისა, ვთხოვ აკას, რომ დააბრუნოს 35 ათასი ლარი, რომელიც მიიღო ამ კამპანიისგან და ჩვენ ავაშენებთ მის მიერ დაპირებულ თავშესაფარს, არაუგვიანეს 2017 წლის ნოემბრისა.

იურიდიულად და ადამიანურად ამ საქმეს გამართლება არ აქვს, ასე რომ ისარგებლა რა მისი ფბ აუდიტორიით, ასეთი ცილისმწამებლური პოსტი დადო. ვწუხვარ რომ ამ კეთილშობილურ კამპანიას და ჩვენს მიზანს ასეთი ტალახის სროლა მოყვა, თუმცა მივმართეთ საგამოძიებოს სამსახურს დამოუკიდებელ აუდიტს და შედეგებს ძალიან მალე შეგატყობინებთ. ყველაზე მძიმე ამ სიტუაციაში არის იმედგაცრუება, რომელიც აკასგან მივიღეთ, დანარჩენს აუცილებლად მოევლება" - წერს თეონა ბაღდავაძე "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ პოსტში.

აკა სინჯიკაშვილი, რომელიც "ფეისბუქ" საზოგადოებაში საქველმოქმედო აქტივობით არის ცნობილი, ცნობილ პიარ-მენეჯერს თეონა ბაღდავაძეს სკანდალურ ბრალდებას უყენებს. საქმე ეხება საქველმოქმედო აქცია Red Nose Day Georgia-ს და აქციიდან შემოსულ თანხებს. როგორც სინჯიკაშვილი წერს, ბაღდავაძემ კამპაანიიდან შემოსული თანხის ნაწილი მოიპარა. ა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს