ელექტროძრავზე მომუშავე მოტოციკლების, კვადროციკლების და მოპედების იმპორტზე დღგ უქმდება

ელექტროძრავზე მომუშავე მოტოციკლების, კვადროციკლების და მოპედების იმპორტზე დღგ უქმდება

ელექტროძრავზე მომუშავე მოტოციკლების, კვადროციკლების და მოპედების იმპორტზე დღგ უქმდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განუცხადა, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია და მის მიზანს ელექტროძრავზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების წახალისება წარმოადგენს, რათა ჰაერის დაბინძურებისა და გარემოზე ზიანის შემცირება მოხდეს.

"კანონპროექტი მზად არის და გულისხმობს ცვლილებებს "საგადასახადო კოდექსში", რომლის მიხედვითაც, ელექტროძრავზე მომუშავე ყველა მოტოციკლი, მოპედი, კვადროციკლი გათავისუფლდება დღგ-სგან. ამის მიზეზი ბევრია, მათ შორის გარემოზე ზრუნვა, ხმაურის შემცირება, ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილება, რადგან ძირითადად შემოდის ბენზინსა ან დიზელზე მომუშავე მოტოციკლები და კვადროციკლები. ამ გადაწყვეტილებით ვახდენთ წახალისებას, რომ საქართველოში ელექტროძრავზე მომუშავე მაქსიმალურად ბევრი მოტოციკლი, მოპედი და კვადროციკლი შემოვიდეს. ეს ვალდებულება ჩვენ აღებული გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებითაც, სადაც პირდაპირ წერია, რომ სუფთა ტექნოლოგიების გამოყენების დანერგვის წახალისება არის ჩვენი მხრიდან აღებული ვალდებულება. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა მთავრობამ უკვე მიიღო შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ყველა ელექტრომანქანა აქციზისა და იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება", - განაცხადა კუჭავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი