სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ეს გამარჯვება არის საქართველოსთვის!" - ზაზა ფაჩულიას ემოციური მიმართვა შვილთან ერთად NBA-ს ჩემპიონობის შემდეგ
"ეს გამარჯვება არის საქართველოსთვის!" - ზაზა ფაჩულიას ემოციური მიმართვა შვილთან ერთად NBA-ს ჩემპიონობის შემდეგ

ზაზა ფა­ჩუ­ლია ამე­რი­კის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­კა­ლათ­ბურ­თო ასო­ცი­ა­ცი­ის 2016/17 წლე­ბის ლი­გის ჩემ­პი­ო­ნია!

ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლის გუნ­დმა "გოლ­დენ სტე­იტ­მა", თბი­ლი­სის დრო­ით 13 ივ­ნისს, დი­ლით, ოკ­ლენდში გა­მარ­თულ ფი­ნა­ლუ­რი სე­რი­ის მე­ხუ­თე მატჩში "კლივ­ლენდ კა­ვა­ლი­ერ­სი" ან­გა­რი­შით 129:120 და­ა­მარ­ცხა, სე­რია 4:1 მო­ი­გო და ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ო­რედ, ის­ტო­რი­ა­ში კი მე­ხუ­თედ მო­ი­პო­ვა (BAA: 1947, NBA: 1956, 1975, 2015, 2017).

ზაზა ფა­ჩუ­ლია პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლია, ვინც მსოფ­ლი­ოს უძ­ლი­ე­რე­სი სა­კა­ლათ­ბურ­თო ლი­გის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და, რაც უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბაა მთლი­ა­ნად ქარ­თუ­ლი სპორ­ტის მას­შტა­ბით.

ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ფე­ის­ბუქ-ლა­ივ­ში ჩა­ერ­თო და "გოლ­დენ სტე­ი­ტის" ზე­ი­მის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი და ემო­ცი­ე­ბი გა­უ­ზი­ა­რა გულ­შე­მატ­კი­ვარს:

იხი­ლეთ ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას ვი­დე­ო­მი­მარ­თვა

"სას­წა­უ­ლი გრძნო­ბა არის! ამ­დე­ნი შრო­მა ამ­დე­ნი ოფლი ამ­დე­ნი ვარ­ჯი­ში იმის­თვის, რომ მოგ­ვე­გო ჩემ­პი­ო­ნო­ბა, გავ­ხდით მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნე­ბი! ყვე­ლას ვუ­ლო­ცავ, ჩემ გულ­შე­მატ­კივ­რებს და რაც მთა­ვა­რია, ეს გა­მარ­ჯვე­ბა არის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. იმე­დია, ეს მო­ტი­ვა­ცია იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ითა­მა­შე­ბენ კა­ლათ­ბურთს და ეს და­სა­წყი­სი იყოს, იმე­დია კი­დევ ბევ­რი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გვე­ყო­ლე­ბა კა­ლათ­ბურთში და არამ­ხო­ლოდ კა­ლათ­ბურთში! გი­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლო! დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას რომ გვერ­დში მე­დე­ქით, მამ­ხნე­ვებ­დით! გი­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლო!" - ამ­ბობს ზაზა, რო­მელ­მაც გა­მარ­ჯვე­ბა კლუ­ბის გა­სახ­დელ­ში პა­ტა­რა შვილ­თან საბა ფა­ჩუ­ლი­ას­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ეს გამარჯვება არის საქართველოსთვის!" - ზაზა ფაჩულიას ემოციური მიმართვა შვილთან ერთად NBA-ს ჩემპიონობის შემდეგ

"ეს გამარჯვება არის საქართველოსთვის!" - ზაზა ფაჩულიას ემოციური მიმართვა შვილთან ერთად NBA-ს ჩემპიონობის შემდეგ

ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონია!

ქართველი კალათბურთელის გუნდმა "გოლდენ სტეიტმა", თბილისის დროით 13 ივნისს, დილით, ოკლენდში გამართულ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა (BAA: 1947, NBA: 1956, 1975, 2015, 2017).

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა, რაც უდიდესი წარმატებაა მთლიანად ქართული სპორტის მასშტაბით.

ქართველი კალათბურთელი გამარჯვების შემდეგ ფეისბუქ-ლაივში ჩაერთო და "გოლდენ სტეიტის" ზეიმის ამსახველი კადრები და ემოციები გაუზიარა გულშემატკივარს:

იხილეთ ზაზა ფაჩულიას ვიდეომიმართვა

"სასწაული გრძნობა არის! ამდენი შრომა ამდენი ოფლი ამდენი ვარჯიში იმისთვის, რომ მოგვეგო ჩემპიონობა, გავხდით მსოფლიო ჩემპიონები! ყველას ვულოცავ, ჩემ გულშემატკივრებს და რაც მთავარია, ეს გამარჯვება არის საქართველოსთვის. იმედია, ეს მოტივაცია იქნება საქართველოსთვის, ითამაშებენ კალათბურთს და ეს დასაწყისი იყოს, იმედია კიდევ ბევრი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება კალათბურთში და არამხოლოდ კალათბურთში! გილოცავ საქართველო! დიდი მადლობა ყველას რომ გვერდში მედექით, მამხნევებდით! გილოცავ საქართველო!" - ამბობს ზაზა, რომელმაც გამარჯვება კლუბის გასახდელში პატარა შვილთან საბა ფაჩულიასთან ერთად აღნიშნა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი