სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ბავშვებს დაუბრუნონ მამა, ამას ვითხოვ ყველაზე მეტად..." - ცოცხალია თუ არა ქართველი სამხედრო მფრინავი?
"ბავშვებს დაუბრუნონ მამა, ამას ვითხოვ ყველაზე მეტად..." - ცოცხალია თუ არა ქართველი სამხედრო მფრინავი?

კონ­გო­ში და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვის ბედი, მისი ტყვედ ჩა­ვარ­დნი­დან 4 თვის შემ­დე­გაც გა­ურ­კვე­ვე­ლია. კონ­გო­ში მო­მუ­შა­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მისი სა­ვა­რა­უ­დო ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის გარ­კვე­ვას ცდი­ლო­ბენ, თა­ვის მხრივ, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან სოსო ოს­ო­რა­უ­ლის გა­მო­სახ­სნე­ლად მეტ აქ­ტი­უ­რო­ბას მო­ი­თხოვს...

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სწო­რედ ამ უწყე­ბამ გა­ავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ოს­ო­რა­უ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთ-ერთი შე­ტა­კე­ბის დროს და­ი­ღუ­პა, რა­საც აფ­რი­კა­ში მყო­ფი მისი მე­გობ­რე­ბი და აგ­რეთ­ვე, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ ადას­ტუ­რებ­დნენ... თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ზვი­ად გო­და­ძის კი­დევ ერთი გან­ცხა­დე­ბით, კონ­გო­ში და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი სოსო ოს­ო­რა­უ­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­დაც­ვლი­ლია. ამის შე­სა­ხებ გო­და­ძე ოს­ო­რა­უ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­საც ესა­უბ­რა.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით გარ­დაც­ვა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­ტუ­რი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ქარ­თულ მხა­რეს გა­ე­რო სა­კუ­თარ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ეუბ­ნე­ბა, რომ სოსო ოს­ო­რა­უ­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­დაც­ვლი­ლია. გო­და­ძის თქმით, ოს­ო­რა­უ­ლის კვა­ლი 13 მა­ი­სი­დან იკარ­გე­ბა.

"დას­ტუ­რი არ გვაქვს, მაგ­რამ რო­გორც გა­ე­რო სა­კუ­თარ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით გვე­უბ­ნე­ბა, სოსო ოს­ო­რა­უ­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­დაც­ვლი­ლია. რაც საქ­მე­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ჩა­ერ­თო, გა­მო­სას­ყიდ­ზე არ ყო­ფი­ლა სა­უ­ბა­რი. ოჯა­ხის წევ­რებს შეხ­ვედ­რა­ზე ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლა ვაჩ­ვე­ნეთ", - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აქვთ ოს­ო­რა­უ­ლის აფ­რი­კა­ში მყოფ მე­გობ­რებს, - მათი თქმით, ინ­ფორ­მა­ცია სო­სოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ, მათ არ მი­უ­ღი­ათ.

"რა­ღა­ცას მა­ინც გა­ვი­გებ­დით... ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გვე­ცო­დი­ნე­ბო­და. მარ­თა­ლია, აქ სა­მო­ქა­ლა­ქო ომია, მაგ­რამ აქამ­დე რა­ღაც ინფრო­მა­ცი­ას მი­ი­ღებ­დნენ თა­ვი­ან­თი კავ­ში­რე­ბით... ასე რომ ყო­ფი­ლი­ყო, ყურ­მოკ­ვრით მა­ინც გა­ვი­გებ­დით, რომ სოსო იმ ცნო­ბი­ლი შე­ტა­კე­ბი­სას და­ი­ღუ­პა... ჩვენ ვი­ცით, რომ მას დის­ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლი შე­უც­ვა­ლეს, რუ­ან­და­ში, იქი­დან კი უგან­და­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ეს არის ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ბოლო ინ­ფორ­მა­ცია. მუდ­მი­ვად ვცდი­ლობთ, რამე ახა­ლი გა­ვი­გოთ", - ამ­ბო­ბენ ოს­ო­რა­უ­ლის მე­გობ­რე­ბი.

კონ­გო­ში ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი სოსო ოსუ­რა­უ­ლის მე­უღ­ლე, ნინო ოს­ო­რა­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს და მისი მე­უღ­ლის შე­სა­ხებ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას მო­ი­თხოვს. ნინო ოს­ო­რა­ულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას პრე­ტენ­ზია არა­ვის­თან აქვს, თუმ­ცა, სურს და­ზუს­ტე­ბით იცო­დეს, მე­უღ­ლე ცო­ცხა­ლია თუ გარ­დაც­ვლი­ლი.

"ჩემი მე­უღ­ლის დაბ­რუ­ნე­ბას ვი­თხოვ. ვთხოვ ყვე­ლას, გა­ა­კე­თონ მაქ­სი­მა­ლუ­რი, რაც შე­უძ­ლი­ათ, ყვე­ლამ, ოპო­ზი­ცი­ამ, პო­ზი­ცი­ამ, სა­ხელ­მწი­ფომ, ვის­თა­ნაც მი­უწ­ვდე­ბათ ხმა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ იმის­თვის, რომ ჯან­მრთე­ლი ჩა­მო­იყ­ვა­ნონ. არ მა­ინ­ტე­რე­სებს არა­ვის მიზ­ნე­ბი, ვი­საც რა აკავ­ში­რებს. ბავ­შვებს და­უბ­რუ­ნონ მამა, ამას ვი­თხოვ ყვე­ლა­ზე მე­ტად, - ნუ და­ტო­ვე­ბენ ბავ­შვებს უმა­მოდ... ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ სოსო ცო­ცხა­ლი არ არის, მაგ­რამ თუ არ არის, ესეც მი­თხრან... ჩვენც ეს ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს, რომ არ დას­ტურ­დე­ბა არც გარ­დაც­ვა­ლე­ბა, არც სი­ცო­ცხლე, გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა. არც გა­ე­რო, არც "წი­თე­ლი ჯვა­რი" არ ადას­ტუ­რებს, რომ ის გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს. ამ­ბო­ბენ, რომ მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ, რათა ინ­ფორ­მა­ცია და­ა­ზუს­ტონ. მაქ­სი­მა­ლუ­რად სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მო­მა­წო­დონ", - ამ­ბობს სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვის მე­უღ­ლე.

ნინო ოს­ო­რა­უ­ლის თქმით, მას სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში შეხ­ვედ­რა ჰქონ­და, თუმ­ცა უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ და­უ­ზუს­ტე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ. მან მე­უღ­ლის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ზეც ისა­უბ­რა და თქვა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დეო, სა­ვა­რა­უ­დოდ, თე­ბერ­ვლამ­დეა ჩა­წე­რი­ლი.

თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნი­კი 41 წლის იო­სებ ოს­ო­რა­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­რე­უ­ლი სა­ა­ვი­ა­ციო ეს­კად­რი­ლი­ის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რია. 2010 წელს, სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ, მან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი და­ტო­ვა და სა­მუ­შა­ოდ კონ­გო­ში წა­ვი­და, სა­დაც იმ დრო­ის­თვის რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვი უკვე მსა­ხუ­რობ­და.

2014 წელს, მცი­რე ხნით, ოს­ო­რა­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს არ­მი­ა­ში დაბ­რუნ­და, თუმ­ცა 2015 წლის მარ­ტში, კვლავ კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის მფრი­ნა­ვი გახ­და.

პოლ­კოვ­ნი­კი ოს­ო­რა­უ­ლი 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის მო­ნა­წი­ლეა, მის­მა მო­უ­ლოდ­ნელ­მა და გა­ბე­დულ­მა მოქ­მე­დე­ბამ, 11 აგ­ვის­ტოს მე­ო­რე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის ათე­უ­ლო­ბით ჯა­რის­კაცს შე­უ­ნარ­ჩუ­ნა სი­ცო­ცხლე.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ბავშვებს დაუბრუნონ მამა, ამას ვითხოვ ყველაზე მეტად..." - ცოცხალია თუ არა ქართველი სამხედრო მფრინავი?

"ბავშვებს დაუბრუნონ მამა, ამას ვითხოვ ყველაზე მეტად..." - ცოცხალია თუ არა ქართველი სამხედრო მფრინავი?

კონგოში დაკარგული ქართველი სამხედრო მფრინავის ბედი, მისი ტყვედ ჩავარდნიდან 4 თვის შემდეგაც გაურკვეველია. კონგოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები მისი სავარაუდო ადგილსამყოფელის გარკვევას ცდილობენ, თავის მხრივ, ქართული საზოგადოება ქვეყნის ხელისუფლებისგან სოსო ოსორაულის გამოსახსნელად მეტ აქტიურობას მოითხოვს...

რამდენიმე დღის წინ, სწორედ ამ უწყებამ გაავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოსორაული, სავარაუდოდ, ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა, რასაც აფრიკაში მყოფი მისი მეგობრები და აგრეთვე, მისი ოჯახის წევრები არ ადასტურებდნენ... თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ზვიად გოდაძის კიდევ ერთი განცხადებით, კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავი სოსო ოსორაული სავარაუდოდ, გარდაცვლილია. ამის შესახებ გოდაძე ოსორაულის ოჯახის წევრებსაც ესაუბრა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ჯერჯერობით გარდაცვალების ოფიციალური დასტური არ არსებობს, თუმცა ქართულ მხარეს გაერო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ეუბნება, რომ სოსო ოსორაული სავარაუდოდ, გარდაცვლილია. გოდაძის თქმით, ოსორაულის კვალი 13 მაისიდან იკარგება.

"დასტური არ გვაქვს, მაგრამ როგორც გაერო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გვეუბნება, სოსო ოსორაული სავარაუდოდ, გარდაცვლილია. რაც საქმეში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერთო, გამოსასყიდზე არ ყოფილა საუბარი. ოჯახის წევრებს შეხვედრაზე ჩვენს ხელთ არსებული ყველა ფოტო-ვიდეო მასალა ვაჩვენეთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

განსხვავებული ინფორმაცია აქვთ ოსორაულის აფრიკაში მყოფ მეგობრებს, - მათი თქმით, ინფორმაცია სოსოს გარდაცვალების შესახებ, მათ არ მიუღიათ.

"რაღაცას მაინც გავიგებდით... ადგილობრივი ხელისუფლებისგან გვეცოდინებოდა. მართალია, აქ სამოქალაქო ომია, მაგრამ აქამდე რაღაც ინფრომაციას მიიღებდნენ თავიანთი კავშირებით... ასე რომ ყოფილიყო, ყურმოკვრით მაინც გავიგებდით, რომ სოსო იმ ცნობილი შეტაკებისას დაიღუპა... ჩვენ ვიცით, რომ მას დისლოკაციის ადგილი შეუცვალეს, რუანდაში, იქიდან კი უგანდაში გადაიყვანეს. ეს არის ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მუდმივად ვცდილობთ, რამე ახალი გავიგოთ", - ამბობენ ოსორაულის მეგობრები.

კონგოში ტყვედ ჩავარდნილი სოსო ოსურაულის მეუღლე, ნინო ოსორაული ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს და მისი მეუღლის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს. ნინო ოსორაულმა განაცხადა, რომ მას პრეტენზია არავისთან აქვს, თუმცა, სურს დაზუსტებით იცოდეს, მეუღლე ცოცხალია თუ გარდაცვლილი.

"ჩემი მეუღლის დაბრუნებას ვითხოვ. ვთხოვ ყველას, გააკეთონ მაქსიმალური, რაც შეუძლიათ, ყველამ, ოპოზიციამ, პოზიციამ, სახელმწიფომ, ვისთანაც მიუწვდებათ ხმა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ჯანმრთელი ჩამოიყვანონ. არ მაინტერესებს არავის მიზნები, ვისაც რა აკავშირებს. ბავშვებს დაუბრუნონ მამა, ამას ვითხოვ ყველაზე მეტად, - ნუ დატოვებენ ბავშვებს უმამოდ... ვერ დავიჯერებ, რომ სოსო ცოცხალი არ არის, მაგრამ თუ არ არის, ესეც მითხრან... ჩვენც ეს ინფორმაცია გვაქვს, რომ არ დასტურდება არც გარდაცვალება, არც სიცოცხლე, გრძელდება გამოძიება. არც გაერო, არც "წითელი ჯვარი" არ ადასტურებს, რომ ის გარდაცვლილი ნახეს. ამბობენ, რომ მუშაობას განაგრძობენ, რათა ინფორმაცია დააზუსტონ. მაქსიმალურად სრული ინფორმაცია მომაწოდონ", - ამბობს სამხედრო მფრინავის მეუღლე.

ნინო ოსორაულის თქმით, მას საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა ჰქონდა, თუმცა უწყების წარმომადგენლები ამ ეტაპზე მხოლოდ დაუზუსტებელ ინფორმაციას ფლობენ. მან მეუღლის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზეც ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნული ვიდეო, სავარაუდოდ, თებერვლამდეა ჩაწერილი.

თადარიგის პოლკოვნიკი 41 წლის იოსებ ოსორაული საქართველოს შეიარაღებული ძალების შერეული საავიაციო ესკადრილიის ყოფილი მეთაურია. 2010 წელს, სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმების შემდეგ, მან შეიარაღებული ძალები დატოვა და სამუშაოდ კონგოში წავიდა, სადაც იმ დროისთვის რამდენიმე ქართველი მფრინავი უკვე მსახურობდა.

2014 წელს, მცირე ხნით, ოსორაული საქართველოს არმიაში დაბრუნდა, თუმცა 2015 წლის მარტში, კვლავ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავი გახდა.

პოლკოვნიკი ოსორაული 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა, მისმა მოულოდნელმა და გაბედულმა მოქმედებამ, 11 აგვისტოს მეორე ქვეითი ბრიგადის ათეულობით ჯარისკაცს შეუნარჩუნა სიცოცხლე.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე