სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რეპერების გამოკითხვის პროცესი დასრულდა - რა განაცხადა პროკურორმა გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ
რეპერების გამოკითხვის პროცესი დასრულდა - რა განაცხადა პროკურორმა გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ

გლ­და­ნის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში მყო­ფი რე­პე­რე­ბის გა­მო­კი­თხვის პრო­ცე­სი თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ას­რუ­ლეს. მათი გა­მო­კი­თხვა იმ გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში შედ­გა, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბის შე­საძ­ლო ფაქ­ტებ­ზეა და­წყე­ბუ­ლი.

რო­გორც გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი ქარ­და­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ჩა­ტარ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, გა­მო­კი­თხვი­სას და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა სრუ­ლად და­ა­ფიქ­სი­რეს ინ­ფორ­მა­ცია, რაც მათ­თვის იყო ცნო­ბი­ლი. ამას­თან, გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე თი­თო­ე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა მოხ­დე­ბა და ეს პრო­ცე­სი აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, თუ რო­დის არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლა, ირაკ­ლი ქარ­და­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­კვე­თის შეც­ვლის სა­კი­თხზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლო მი­ი­ღებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი ბირ­ჟა მა­ფი­ას" წევ­რე­ბი გი­ორ­გი ქე­ბუ­რია და მი­ხე­ილ მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ჩა­დე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. მათი ბრალ­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­ში გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის მე­ექ­ვსე პუნ­ქტით და 369-ე პრი­მა მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რეპერების გამოკითხვის პროცესი დასრულდა - რა განაცხადა პროკურორმა გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ

რეპერების გამოკითხვის პროცესი დასრულდა - რა განაცხადა პროკურორმა გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ

გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი რეპერების გამოკითხვის პროცესი თბილისის პროკურატურის წარმომადგენლებმა დაასრულეს. მათი გამოკითხვა იმ გამოძიების ფარგლებში შედგა, რომელიც პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მტკიცებულების ფალსიფიცირების შესაძლო ფაქტებზეა დაწყებული.

როგორც გამოკითხვის შემდეგ პროკურორმა ირაკლი ქარდავამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების ფარგლებში ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება. მისივე თქმით, გამოკითხვისას დაკავებულებმა სრულად დააფიქსირეს ინფორმაცია, რაც მათთვის იყო ცნობილი. ამასთან, გამოძიების ეტაპზე თითოეული ინფორმაციის გადამოწმება მოხდება და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როდის არის მოსალოდნელი დაკავებული მუსიკოსებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ირაკლი ქარდავამ განაცხადა, რომ აღკვეთის შეცვლის საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

როგორც ცნობილია, მუსიკალური ჯგუფი ბირჟა მაფიას" წევრები გიორგი ქებურია და მიხეილ მგალობლიშვილი პოლიციის თანამშრომლებს ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებაში ადანაშაულებენ. მათი ბრალდებების საფუძველზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის მეექვსე პუნქტით და 369-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ