გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორში, პროკურატურის გამომძიებლები დაკავებულ რეპერებთან იმყოფებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, გამომძიებლები დაკავებულებთან იმ გამოძიების ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე დაიწყო, რაშიც პოლიციელებს მუსიკოსები ადანაშაულებენ. ადგილზე იმყოფებიან ადვოკატები.