სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სულ უფრო მეტად ემატება მგრძნობელობა...სიმღერებს ვასმენინებ ხშირად" - ჯაბა ბოჯგუას გადასარჩენად ქართველი მომღერლები ერთიანდებიან
"სულ უფრო მეტად ემატება მგრძნობელობა...სიმღერებს ვასმენინებ ხშირად" - ჯაბა ბოჯგუას გადასარჩენად ქართველი მომღერლები ერთიანდებიან

ჯაბა ბოჯ­გუ­ას გა­და­სარ­ჩე­ნად ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი ერ­თი­ან­დე­ბი­ან. საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი 14 ივ­ნისს, რეს­ტო­რან "ოტი­უმ­ში" გა­ი­მარ­თე­ბა. კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კომ­პო­ზი­ტო­რი მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლია.

ცნო­ბის­თვის, მომ­ღე­რა­ლი ჯაბა ბოჯ­გუა 9 წე­ლია უკვე კო­მა­შია. მას დედა, მა­ნა­ნა გვა­სა­ლია და 83 წლის ბებო უვ­ლის, რო­მე­ლიც შვი­ლიშ­ვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად ზოგ­ჯერ ქუ­ჩა­ში მო­წყა­ლე­ბა­საც ითხოვს. ჯაბა ბოჯ­გუ­ას გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი ბავ­შვო­ბი­დან აწუ­ხებ­და, 9 წლის წინ, ის და­ა­პა­ტიმ­რეს და გუ­ლის შე­ტე­ვა ცი­ხე­ში მო­უ­ვი­და. ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დრო­უ­ლად არ გა­და­იყ­ვა­ნეს და კო­მა­ში ჩა­ვარ­და. სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა.

რო­გო­რია დღეს მომ­ღერ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, ამის შე­სა­ხებ Ambebi,ge-ს ჯა­ბას დედა მა­ნა­ნა გვა­სა­ლია ესა­უბ­რა.

- როცა ჯაბა კო­მა­ში ჩა­ვარ­და, 3 თვე ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში ვი­წე­ქით. ექი­მი ყო­ველ­დღე მე­უბ­ნე­ბო­და ხვალ მოკ­ვდე­ბაო, მაგ­რამ ჩემს შვილს ჯან­მრთე­ლი ორ­გა­ნიზ­მი ჰქონ­და და 9 წე­ლია ცო­ცხა­ლია. ეს არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ავად­მყო­ფო­ბაა, სა­ბედ­ნი­ე­როდ ჯა­ბას სულ უფრო მე­ტად ემა­ტე­ბა მგრძნო­ბე­ლო­ბა და იმე­დი მაქვს, ერთ დღე­საც კარ­გად იქ­ნე­ბა. ასე მო­ვე­დით აქამ­დე და ვიცი ღმერ­თი არ გა­მი­წი­რავს ჩემს ერ­თა­დერთ შვილს.

- რო­გორ ახერ­ხებთ მის მოვ­ლას? ვინ გეხ­მა­რე­ბათ?

- უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გვეხ­მა­რე­ბა, უც­ნო­ბი ხალ­ხი, რის­თვი­საც მათ მად­ლო­ბას ვუხ­დი. სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა გვქონ­და, რო­მე­ლიც იმი­ტომ მოგ­ვიხ­სნეს, რომ თურ­მე ბევრ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას ვხარ­ჯავთ. ჯაბა აპა­რატ­ზეა მი­ერ­თე­ბუ­ლი, დაბ­ლენ­დერე­ბულ საჭ­მელს ჭამს, ნა­წო­ლე­ბის ლე­ი­ბიც დენ­ზე გვაქვს შე­ერ­თე­ბუ­ლი და ცოტა ელექტრო­ე­ნერ­გია რო­გორ მო­ვიხ­მა­როთ? არ უყ­ვარს ოთახ­ში შუ­ქის ჩაქ­რო­ბა, ჩვენც მთე­ლი ღამე არ გვძი­ნავს, ორ სა­ათ­ში ერთხელ გა­დაბ­რუ­ნე­ბა სჭირ­დე­ბა. სა­ხელ­მწი­ფი გვაძ­ლევს ძვი­რა­დღი­რე­ბულ წამ­ლებს და გლ­და­ნის გამ­გე­ბე­ლიც გვეხ­მა­რე­ბა.

- ცნო­ბი­ლია, რომ ბე­ბი­აც ითხოვს მო­წყა­ლე­ბას მის და­სახ­მა­რებ­ლად...

- კი, ჩვენ ჯა­ბას გარ­და არა­ვინ გვყავს და მას ჩვენს გარ­და არა­ვინ ჰყავს. ამი­ტომ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ მის­თვის. თქვენ ვერ მიხ­ვდე­ბით ჩვენ რო­გორ დღე­ში ვართ.

- სა­უბ­რის და­სა­წყის­ში აღ­ნიშ­ნეთ, რომ კი­დევ უფრო მო­ე­მა­ტა ჯა­ბას მგრძნო­ბე­ლო­ბა, რას გუ­ლის­ხმობთ?

- თვა­ლე­ბით მა­ნიშ­ნებ­და ადრე ყვე­ლა­ფერს, ამ ბოლო დროს ნემსს როცა ვუ­კე­თებ, ძა­ლი­ან თუ ეტ­კი­ნა ფე­ხე­ბით და ხე­ლე­ბით მა­ნიშ­ნებს. სიმ­ღე­რებს ვას­მე­ნი­ნებ ხში­რად და თუ აჩ­ქა­რე­ბუ­ლი რიტ­მი აქვს სიმ­ღე­რას, თვა­ლებს ამოძ­რა­ვებს.

- რო­გორც გა­ვი­გეთ ჯა­ბას და­სახ­მა­რებ­ლად ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას აპი­რე­ბენ...

- ბევ­რი კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა ამ ქვე­ყა­ნა­ში და უც­ნო­ბი ხალ­ხის დახ­მა­რე­ბით მო­ვი­და ჩემი შვი­ლი აქამ­დე. ახლა გა­ვი­გე, რომ მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი აკე­თებს ჯა­ბას­თვის კონ­ცერტს. გა­ა­ხა­როს უფალ­მა. ჩვენ­თვის ყვე­ლა­ნა­ი­რი თა­ნად­გო­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi,ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"სულ უფრო მეტად ემატება მგრძნობელობა...სიმღერებს ვასმენინებ ხშირად" - ჯაბა ბოჯგუას გადასარჩენად ქართველი მომღერლები ერთიანდებიან

"სულ უფრო მეტად ემატება მგრძნობელობა...სიმღერებს ვასმენინებ ხშირად" - ჯაბა ბოჯგუას გადასარჩენად ქართველი მომღერლები ერთიანდებიან

ჯაბა ბოჯგუას გადასარჩენად ქართველი ვარსკვლავები ერთიანდებიან. საქველმოქმედო კონცერტი 14 ივნისს, რესტორან "ოტიუმში" გაიმართება. კონცერტის ორგანიზატორი კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილია.

ცნობისთვის, მომღერალი ჯაბა ბოჯგუა 9 წელია უკვე კომაშია. მას დედა, მანანა გვასალია და 83 წლის ბებო უვლის, რომელიც შვილიშვილის დასახმარებლად ზოგჯერ ქუჩაში მოწყალებასაც ითხოვს. ჯაბა ბოჯგუას გულის პრობლემები ბავშვობიდან აწუხებდა, 9 წლის წინ, ის დააპატიმრეს და გულის შეტევა ციხეში მოუვიდა. ციხის საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს და კომაში ჩავარდა. სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

როგორია დღეს მომღერლის მდგომარეობა, ამის შესახებ Ambebi,ge-ს ჯაბას დედა მანანა გვასალია ესაუბრა.

- როცა ჯაბა კომაში ჩავარდა, 3 თვე ღუდუშაურის კლინიკაში ვიწექით. ექიმი ყოველდღე მეუბნებოდა ხვალ მოკვდებაო, მაგრამ ჩემს შვილს ჯანმრთელი ორგანიზმი ჰქონდა და 9 წელია ცოცხალია. ეს არაპროგნოზირებადი ავადმყოფობაა, საბედნიეროდ ჯაბას სულ უფრო მეტად ემატება მგრძნობელობა და იმედი მაქვს, ერთ დღესაც კარგად იქნება. ასე მოვედით აქამდე და ვიცი ღმერთი არ გამიწირავს ჩემს ერთადერთ შვილს.

- როგორ ახერხებთ მის მოვლას? ვინ გეხმარებათ?

- უამრავი ადამიანი გვეხმარება, უცნობი ხალხი, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. სოციალური დახმარება გვქონდა, რომელიც იმიტომ მოგვიხსნეს, რომ თურმე ბევრ ელექტროენერგიას ვხარჯავთ. ჯაბა აპარატზეა მიერთებული, დაბლენდერებულ საჭმელს ჭამს, ნაწოლების ლეიბიც დენზე გვაქვს შეერთებული და ცოტა ელექტროენერგია როგორ მოვიხმაროთ? არ უყვარს ოთახში შუქის ჩაქრობა, ჩვენც მთელი ღამე არ გვძინავს, ორ საათში ერთხელ გადაბრუნება სჭირდება. სახელმწიფი გვაძლევს ძვირადღირებულ წამლებს და გლდანის გამგებელიც გვეხმარება.

- ცნობილია, რომ ბებიაც ითხოვს მოწყალებას მის დასახმარებლად...

- კი, ჩვენ ჯაბას გარდა არავინ გვყავს და მას ჩვენს გარდა არავინ ჰყავს. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მისთვის. თქვენ ვერ მიხვდებით ჩვენ როგორ დღეში ვართ.

- საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ კიდევ უფრო მოემატა ჯაბას მგრძნობელობა, რას გულისხმობთ?

- თვალებით მანიშნებდა ადრე ყველაფერს, ამ ბოლო დროს ნემსს როცა ვუკეთებ, ძალიან თუ ეტკინა ფეხებით და ხელებით მანიშნებს. სიმღერებს ვასმენინებ ხშირად და თუ აჩქარებული რიტმი აქვს სიმღერას, თვალებს ამოძრავებს.

- როგორც გავიგეთ ჯაბას დასახმარებლად ქართველი მომღერლები კონცერტის გამართვას აპირებენ...

- ბევრი კეთილი ადამიანი აღმოჩნდა ამ ქვეყანაში და უცნობი ხალხის დახმარებით მოვიდა ჩემი შვილი აქამდე. ახლა გავიგე, რომ მაია კაჭკაჭიშვილი აკეთებს ჯაბასთვის კონცერტს. გაახაროს უფალმა. ჩვენთვის ყველანაირი თანადგომა მნიშვნელოვანია.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi,ge

სემეკის წევრი მაია მელიქიძე ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციას (ERRA) უხელმძღვანელებს

წონის მატება, ქცევის დარღვევა, ძილის პრობლემები - ენდოკრინოლოგი განმარტავს, რა ცვლილებები ვლინდება ბავშვებში პანდემიის შემდეგ

კორონავირუსი დაუდასტურდა თსუ-ს სტუდენტს, რომელიც ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს