მდინარე სურამულაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

მდინარე სურამულაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფერთან, მდინარე სურამულაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შიდა ქართლის გუბერნიიდან აცნობეს, ცხედარი წუხელ ღამით დაახლოებით 2 საათზე იპოვეს.

სოფელ ნარბანის მცხოვრებ ვასილ ღონღაძეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფერთან მაშველები და მოსახლეობა მდინარე სურამულაში ეძებდა. ღონღაძე მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც საძოვრიდან შინისაკენ პირუტყვი მიჰყავდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი