სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ბახალა" ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს - მსახიობის გასათავისუფლებლად ხელმოწერები გროვდება
"ბახალა" ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს - მსახიობის გასათავისუფლებლად ხელმოწერები გროვდება

მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლის (ბა­ხა­ლა) გათ­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით Manifest.ge-ზე ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყო. რო­გორც სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ამ ოთხი თვის წინ და­ა­კა­ვა.

"გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი (ბა­ხა­ლა) უსა­მარ­თლო სის­ტე­მის მო­რი­გი მსხვერ­პლია. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მას ოთხი თვის წინ ნარ­კო­ტი­კი ჩა­უ­დეს და და­ა­კა­ვეს.

გი­ორ­გის სას­ჯე­ლის ზო­მად ემუქ­რე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ვა­დით 8-დან 20 წლამ­დე ან უვა­დოდ (სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260- ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის "ა" პუნ­ქტი, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბით შემ­ცვე­ლო­ბის დიდი ოდე­ნო­ბით შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სათ­ვის).

ბოლო დრო­ის მსგავ­სი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის მსგავ­სად, მის საქ­მე­შიც მოწ­მე­ე­ბი მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი არი­ან. ისიც გა­ჩხრი­კეს და ამო­უ­ღეს 0,3726 გრა­მი ბუპ­რე­ნორ­ფი­ნი. ჩხრე­კას (ბნელ და უკა­მე­რო ად­გი­ლას) მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. გი­ორ­გიც უშე­დე­გოდ ითხოვ­და ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტა­რე­ბო­და, თუნ­დაც, მის ქურ­თუკს.

"რე­პე­რე­ბის საქ­მემ" კი­დევ ერთხელ ნათ­ლად დაგ­ვა­ნა­ხა რო­გო­რი სას­ტი­კი და უსა­მარ­თლოა არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა, რო­გორ წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებს პო­ლი­ცია ნარ­კო­ტი­კე­ბის "ჩა­დე­ბის" პრაქ­ტი­კას, რო­გორ უს­პობს ახალ­გაზ­რდებს რა­ი­მეს კე­თე­ბის სურ­ვილს და ჩვე­უ­ლებ­რივ ჯა­ლა­თად გვევ­ლი­ნე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ცი­ნი­კუ­რია სას­ჯე­ლის ზომა (8-20 წელი ან უვა­დოდ!!!), მა­შინ, რო­დე­საც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის სას­ჯე­ლი 7დან 15 წლამ­დეა, რომ არა­ფე­რი ვთქვათ სხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ყა­ჩა­ღო­ბა, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა და სხვა.

გი­ორ­გი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს. მი­უ­ხე­და­ვად ძა­ლი­ან დიდი და რე­ა­ლუ­რი რის­კი­სა წლე­ბი გა­ა­ტა­როს ცი­ხე­ში, მზა­დაა ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლოს სი­მარ­თლის­თვის!

19 ივ­ნისს გი­ორ­გის მო­რი­გი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სია. გი­ორ­გი არ უნდა იჯ­დეს ცი­ხე­ში, გი­ორ­გი უნდა იყოს გა­რეთ, აკე­თოს თა­ვი­სი საქ­მე, რო­მე­ლიც უყ­ვარს და კარ­გად გა­მოს­დის, იყოს თა­ვის ოჯახ­თან და მე­გობ­რებ­თან, უბ­რა­ლოდ მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა იცხოვ­როს და თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი არის 37 წლის. შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს ათო­ბით როლი მხატ­ვრულ ფილ­მებ­ში, თე­ატ­რში თუ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ა­ლებ­ში. არის სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით სავ­სე ადა­მი­ა­ნი. გი­ორ­გი თა­ვად, ყო­ველ­თვის გა­მო­ხა­ტავ­და პრო­ტესტს უსა­მარ­თლო­ბის და უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის მი­მართ, ყო­ველ­თვის იდგა იქ, სა­დაც იგი მე­გობ­რებს და უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებს ჭირ­დე­ბო­და.

ეხლა ჩვე­ნი ჯე­რია ბა­ხა­ლას, და სხვა, მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ახალ­გაზ­რდებს და­ვუდ­გეთ გვერ­დში. ეს მხო­ლოდ მათი დახ­მა­რე­ბა არ არის, ეს სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვაა პირ­ველ რიგ­ში, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს უსა­მარ­თლო­ბის მო­რი­გი მსხვერ­პლი!

გვჯე­რა, რომ რაც უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ამო­ი­ღებს ხმას, მით უფრო მალე და მძლავ­რად მიწ­ვდე­ბა ხალ­ხის გზავ­ნი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა არის სას­ტი­კი და აუ­ცი­ლებ­ლად დრო­უ­ლად შე­საც­ვლე­ლი! ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა დას­რულ­დეს პო­ლი­ცი­ა­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი მა­ხინ­ჯი "ჩა­დე­ბის" პრაქ­ტი­კაც! უსა­მარ­თლო­ბა უნდა დას­რულ­დეს!", - ნათ­ქვა­მია Manifest.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რო­გორც Ambebi.ge-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია სსკ-ის 260- ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ბახალა" ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს - მსახიობის გასათავისუფლებლად ხელმოწერები გროვდება

"ბახალა" ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს - მსახიობის გასათავისუფლებლად ხელმოწერები გროვდება

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) გათვისუფლების მოთხოვნით Manifest.ge-ზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. როგორც საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგანაშვილი პოლიციამ ოთხი თვის წინ დააკავა. 

"გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) უსამართლო სისტემის მორიგი მსხვერპლია. სამართალდამცავებმა მას ოთხი თვის წინ ნარკოტიკი ჩაუდეს და დააკავეს.

გიორგის სასჯელის ზომად ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ (სამართლის კოდექსის 260- ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" პუნქტი, ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით შემცველობის დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისათვის).

ბოლო დროის მსგავსი გახმაურებული საქმეების მსგავსად, მის საქმეშიც მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან. ისიც გაჩხრიკეს და ამოუღეს 0,3726 გრამი ბუპრენორფინი. ჩხრეკას (ბნელ და უკამერო ადგილას) მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები ესწრებოდნენ. გიორგიც უშედეგოდ ითხოვდა ექსპერტიზა ჩატარებოდა, თუნდაც, მის ქურთუკს.

“რეპერების საქმემ” კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა როგორი სასტიკი და უსამართლოა არსებული სისტემა, როგორ წარმატებით აგრძელებს პოლიცია ნარკოტიკების “ჩადების” პრაქტიკას, როგორ უსპობს ახალგაზრდებს რაიმეს კეთების სურვილს და ჩვეულებრივ ჯალათად გვევლინება. განსაკუთრებით ცინიკურია სასჯელის ზომა (8-20 წელი ან უვადოდ!!!), მაშინ, როდესაც განზრახ მკვლელობისთვის სასჯელი 7დან 15 წლამდეა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა მძიმე დანაშაულებზე, როგორიცაა ყაჩაღობა, გაუპატიურება და სხვა.

გიორგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მიუხედავად ძალიან დიდი და რეალური რისკისა წლები გაატაროს ციხეში, მზადაა ბოლომდე იბრძოლოს სიმართლისთვის!

19 ივნისს გიორგის მორიგი სასამართლო პროცესია. გიორგი არ უნდა იჯდეს ციხეში, გიორგი უნდა იყოს გარეთ, აკეთოს თავისი საქმე, რომელიც უყვარს და კარგად გამოსდის, იყოს თავის ოჯახთან და მეგობრებთან, უბრალოდ მიეცეს საშუალება იცხოვროს და თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებაში.

გიორგი გიორგანაშვილი არის 37 წლის. შესრულებული აქვს ათობით როლი მხატვრულ ფილმებში, თეატრში თუ სატელევიზიო სერიალებში. არის სოციალურად აქტიური და პასუხისმგებლობით სავსე ადამიანი. გიორგი თავად, ყოველთვის გამოხატავდა პროტესტს უსამართლობის და უფლებების დარღვევის მიმართ, ყოველთვის იდგა იქ, სადაც იგი მეგობრებს და უბრალო ადამიანებს ჭირდებოდა.

ეხლა ჩვენი ჯერია ბახალას, და სხვა, მის მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს დავუდგეთ გვერდში. ეს მხოლოდ მათი დახმარება არ არის, ეს საკუთარ თავზე ზრუნვაა პირველ რიგში, რადგან ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს უსამართლობის მორიგი მსხვერპლი!

გვჯერა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი ამოიღებს ხმას, მით უფრო მალე და მძლავრად მიწვდება ხალხის გზავნილი ხელისუფლებას. ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკა არის სასტიკი და აუცილებლად დროულად შესაცვლელი! ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიციაში გამეფებული მახინჯი “ჩადების” პრაქტიკაც! უსამართლობა უნდა დასრულდეს!", - ნათქვამია Manifest.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გიორგანაშვილი დაკავებულია სსკ-ის 260- ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ