დევიდ სატერი - ჩემი მეილები გააყალბეს და თქვეს, რომ კავშირი მქონდა რუს ოპოზიციონერებთან და რუსეთში უკრაინის მსგავსი რევოლუციის მოწყობას ვგეგმავდი

დევიდ სატერი - ჩემი მეილები გააყალბეს და თქვეს, რომ კავშირი მქონდა რუს ოპოზიციონერებთან და რუსეთში უკრაინის მსგავსი რევოლუციის მოწყობას ვგეგმავდი

ჩემი მეილები გააყალბეს და თქვეს, რომ კავშირი მქონდა რუს ოპოზიციონერებთან და რუსეთში უკრაინის მსგავსი რევოლუციის მოწყობას ვგეგმავდი, - ამის შესახებ ჟურნალისტმა და რუსეთის ექსპერტმა, დევიდ სატერმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას კრემლის მიერ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, კრემლის მიერ ამ ოპერაციების შედეგად, ასობით ადამიანის ინფორმაციაა მოპარული.

"არ ვიცი ტექნიკური დეტალები, მაგრამ ვიცი ის, რომ ისინი ჩემს მეილში შევიდნენ. ტორონტოს უნივერსიტეტში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ „მოქალაქეების ლაბორატორია" გამოძიება ჩაატარა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ კრემლის ამ ოპერაციის შედეგად ასობით ადამიანის ინფორმაცია იქნა მოპარული. მათ ყურადღება რამდენიმე ადამიანზე გაამახვილეს. მე და ჯონ პადესტა მათ შორის ვიყავით. პადესტას შემთხვევაში მისი იმეილებიდან ამოღებული ინფორმაცია საპრეზიდენტო კამპანიის ბოლოს ჰილარი კლინტონის დისკრედიტაციის მიზნით იქნა გამოყენებული. ჩემს შემთხვევაში კი ჩემგან მოპარული ინფორმაცია რუსეთის შიგნით პროპაგანდისთვის გამოიყენეს. ჩემი მეილები გააყალბეს და თქვეს, რომ კავშირი მქონდა რუს ოპოზიციონერებთან და რუსეთში უკრაინის მსგავსი რევოლუციის მოწყობას ვგეგმავდი", - განაცხადა სატერმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"