მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეესწავლათ ე.წ. სოციალური ჯეტლაგის პრობლემა, რაც გულისხმობს განსხვავებას გაღვიძების დროებში მთელი კვირის მანძილზე. ამ მიზნით სპეციალისტების ჯგუფმა 984 ზრდასრული ამერიკელის მონაცემები გააანალიზა.
კვლევაში მონაწილეებს თხოვდნენ ეპასუხათ, რომელ საათზე იღვიძებდნენ სამუშაო და უქმე დღეებში, ასევე მიეთითებინათ დრო, როდის ეძინებოდათ საშუალოდ, რათა სოციალური ჯეტლაგის ოდენობა გამოეთვალათ. აგრეთვე გაითვალისწინეს ის ფაქტი, იტანჯებოდა თუ არა ადამიანი უძილობით.
შემდეგ მეცნიერებმა ყველა მონაწილეს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს ძილიანობაზე, დაღლილობაზე, უძილობაზე, გულის დაავადებებზე. გაირკვა, რომ სოციალური ჯეტლაგის ყოველი საათი გულსისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკს 11 პროცენტით ზრდის. შესაბამისად, ყოველი ერთი საათის ცვლილება, როდესაც ადამიანი წვება და დგება ჩვეულებრივზე გვიან, სულ უფრო ცუდად მოქმედებს გულზე. ამასთან, სპეციალისტებმა სოციალური ჯეტლაგი ცუდ ხასიათს, დაღლილობას და გაძლიერებულ ძილიანობას დაუკავშირეს.
”ადამიანი ყოველდღე ერთ დროს უნდა იძინებდეს და იღვიძებდეს, ამაზე უკეთესი ჯანმრთელობის ხარისხის გასაუმჯობესებლად სხვა არაფერია”, - აღნიშნავს სპეციალისტების ჯგუფი.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.