სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქართველი რეპერები პატრულზე გადაღებული სატირული კლიპის გამო დააკავეს?
ქართველი რეპერები პატრულზე გადაღებული სატირული კლიპის გამო დააკავეს?

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის თბი­ლის­ში ორი პირი - 27 და 21 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი და­ა­კა­ვეს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.მ. და 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ქ.

შსს იუ­წყე­ბა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მ.მ.-ს პი­რა­დი ჩხრე­კი­სას 1,4965 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "მდმა", ხოლო გ.ქ.-ს პი­რა­დი ჩხრე­კი­სას 2,3342 გრა­მი "მდმა" ამო­ი­ღეს.

იხი­ლეთ კლი­პი

რო­გორც ირ­კვე­ვა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი მ.მ და გ.ქ პა­რო­დი­ულ-სა­ტი­რუ­ლი ჰიპ-ჰოპ პრო­ექ­ტის "ბირ­ჟა მა­ფი­ას" წევ­რე­ბი - მიშ­კა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი (Young Mic) და გი­ორ­გი ქე­ბუ­რია (KayG) არი­ან.

რო­გორც რე­პე­რე­ბის მე­გო­ბა­რი ზაზა ნო­ზა­ძე წერს, ბი­ჭე­ბი რე­ა­ლუ­რად არა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის, არა­მედ კო­მი­კუ­რი ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბის გამო არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი. ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც youtube-ზე 4 ივ­ნისს გა­მოქ­ვეყ­ნდა, რე­პე­რე­ბი "ჩამ­შვე­ბებ­ზე", მო­სა­წევ­ზე, პატ­რულ­ზე და ა.შ მღე­რი­ან. სიმ­ღე­რა­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია ფრა­ზე­ბი: "არ მე­ვა­სე­ბა ძაღ­ლი თუ არ შე­უძ­ლია ყეფა;" "პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს პროს­ტა უნდა ქრთა­მი და მა­ნამ­დე თუ ყვი­რო­და, ახლა ჩუ­მად არის" და ა.შ. კლი­პის ერთ მო­ნაკ­ვეთ­ში კი კადრში ჩანს პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­საც რე­პე­რი ყელ­სა­ბა­მით "ასე­ირ­ნებს".

"პრე­ცენ­დენ­ტი არ ყო­ფი­ლა მსგავ­სი, კო­მი­კუ­რი ვი­დე­ოს გამო (დაჟე სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს) ვინ­მეს ვინ­მე და­ე­ჭი­რა და თან ასე­თი მუხ­ლე­ბით... მიშ­კა ჩემი მე­გო­ბა­რია და ცხოვ­რე­ბა­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს გა­სინ­ჯუ­ლი, იგი­ვეს თქმა შე­მიძ­ლია გი­ორ­გი­ზეც, რამ­დე­ნა­დაც ვიც­ნობ. არა­ვის არა­ფე­რი შერ­ჩე­ბა!!! ეგ­რეც არ ბნე­ლა!! არც ისე ცოტა ვართ, იმის­თვის რომ ეს არ მოხ­დეს, რაც ხდე­ბა!!!" - წერს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი ზაზა ნო­ზა­ძე ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე.

რე­პე­რე­ბის მე­გობ­რე­ბის მსგავ­სად, და­კა­ვე­ბას კლიპს უკავ­ში­რებს მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე. AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ერი­კა კო­უპ­ლენდმა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს კავ­შირ­შია მისი მე­უღ­ლის ბოლო კლი­პთან, სა­დაც პო­ლი­ცი­ე­ლი ყელ­სა­ბამ­ზეა გა­მობ­მუ­ლი და სიმ­ღე­რის ტექ­სტში ისე­თი ფრა­ზე­ბია რო­გო­რი­ცაა - "პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს პროს­ტა უნდა ქრთა­მი და მა­ნამ­დე თუ ყვი­რო­და ახლა ჩუ­მად არის". მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის თქმით, მას არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა მე­უღ­ლე ნა­ხოს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი ქე­ბუ­რია და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქართველი რეპერები პატრულზე გადაღებული სატირული კლიპის გამო დააკავეს?

ქართველი რეპერები პატრულზე გადაღებული სატირული კლიპის გამო დააკავეს?

შსს-ს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ორი პირი - 27 და 21 წლის ახალგაზრდები დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები არიან 1989 წელს დაბადებული მ.მ. და 1996 წელს დაბადებული გ.ქ.

შსს იუწყება, რომ სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მდმა", ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი "მდმა" ამოიღეს.

იხილეთ კლიპი

როგორც ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მოხსენიებული მ.მ და გ.ქ პაროდიულ-სატირული ჰიპ-ჰოპ პროექტის "ბირჟა მაფიას" წევრები - მიშკა მგალობლიშვილი (Young Mic) და გიორგი ქებურია (KayG) არიან.

როგორც რეპერების მეგობარი ზაზა ნოზაძე წერს, ბიჭები რეალურად არა ნარკოდანაშაულისთვის, არამედ კომიკური ვიდეოს გადაღების გამო არიან დაკავებულნი. ვიდეოში, რომელიც youtube-ზე 4 ივნისს გამოქვეყნდა, რეპერები "ჩამშვებებზე", მოსაწევზე, პატრულზე და ა.შ მღერიან. სიმღერაში მოხსენიებულია ფრაზები: "არ მევასება ძაღლი თუ არ შეუძლია ყეფა;" "პოლიციის თანამშრომელს პროსტა უნდა ქრთამი და მანამდე თუ ყვიროდა, ახლა ჩუმად არის" და ა.შ. კლიპის ერთ მონაკვეთში კი კადრში ჩანს პოლიციელი, რომელსაც რეპერი ყელსაბამით "ასეირნებს".

"პრეცენდენტი არ ყოფილა მსგავსი, კომიკური ვიდეოს გამო (დაჟე სააკაშვილის დროს) ვინმეს ვინმე დაეჭირა და თან ასეთი მუხლებით... მიშკა ჩემი მეგობარია და ცხოვრებაში ნარკოტიკული საშუალება არ აქვს გასინჯული, იგივეს თქმა შემიძლია გიორგიზეც, რამდენადაც ვიცნობ. არავის არაფერი შერჩება!!! ეგრეც არ ბნელა!! არც ისე ცოტა ვართ, იმისთვის რომ ეს არ მოხდეს, რაც ხდება!!!" - წერს დაკავებულების მეგობარი ზაზა ნოზაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

რეპერების მეგობრების მსგავსად, დაკავებას კლიპს უკავშირებს მგალობლიშვილის მეუღლე. AMBEBI.GE-სთან საუბრისას ერიკა კოუპლენდმა აღნიშნა, რომ ეს კავშირშია მისი მეუღლის ბოლო კლიპთან, სადაც პოლიციელი ყელსაბამზეა გამობმული და სიმღერის ტექსტში ისეთი ფრაზებია როგორიცაა - "პოლიციის თანამშრომელს პროსტა უნდა ქრთამი და მანამდე თუ ყვიროდა ახლა ჩუმად არის". მგალობლიშვილის მეუღლის თქმით, მას არ აქვს საშუალება მეუღლე ნახოს.

შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული გიორგი ქებურია დანაშაულს აღიარებს. საქმეზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ