თბილისში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდა იგეგმება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდა პოლიციაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მოხდება.
ამასთან, შსს-ს განმარტებით, სამომავლოდ დაგეგმილია ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადება და ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვა.
დღეის მდგომარეობით, თბილისში 110 საპატრულო ეკიპაჟი პატრულირებს.