სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ გააშენა ილია ჭავჭავაძის დის შვილიშვილმა ზღაპრული ბაღი კანადაში - დაათვალიერეთ ფოტოები
როგორ გააშენა ილია ჭავჭავაძის დის შვილიშვილმა ზღაპრული ბაღი კანადაში - დაათვალიერეთ ფოტოები

"ბაღი სავ­სეა ტუ­რის­ტე­ბით, მკვლე­ვა­რე­ბით, ნა­ტუ­რა­ლის­ტე­ბით. მისი მომ­ხიბ­ლა­ვი ის­ტო­რია წყვი­ლებ­საც იზი­დავს და "სიყ­ვა­რუ­ლის ბაღ­შიც" ხში­რად იმარ­თე­ბა სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ე­ბი. ბევ­რი რამ­დე­ნი­მე დღი­თაც რჩე­ბა კოპ­წია სას­ტუმ­რო­ებ­ში ან კო­ტე­ჯებ­ში. აფხა­ზე­ბის სა­ზა­ფხუ­ლო სახ­ლიც ძვე­ლე­ბუ­რად გად­მოჰ­ყუ­რებს ბაღს" - ნი­კო­ლოზ აფხა­ზის სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ბა­ღის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც კა­ნა­და­ში მდე­ბა­რე­ობს, ის­ტო­რი­კო­სი რუ­სუ­დან და­უშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა:

- 1988 წლის ემიგ­რან­ტულ­მა ჟურ­ნალ­მა "გუ­შაგ­მა" ნი­კო­ლოზ აფხა­ზის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ნეკ­რო­ლო­გი მი­უ­ძღვნა. მა­შინ გა­ვი­გე, რომ კა­ნა­და­ში აფხა­ზე­ბის ბაღი ყო­ფი­ლა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ინ­ტერ­ნეტ­შიც გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია Abkhazi Garden-ის შე­სა­ხებ. ბოლო ხანს მომ­რავ­ლდა სხვა­დას­ხვა სა­ი­ტი და ვი­დე­ორ­გო­ლი ამ ბა­ღის ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბით და, ალ­ბათ, ბევ­რმა არც იცის, რომ ბაღი ქარ­თვე­ლი გმი­რის, კოტე აფხა­ზის ვა­ჟის, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის დის შვი­ლიშ­ვი­ლის, ნი­კო­ლოზ აფხა­ზის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა.

კოტე აფხა­ზის მე­უღ­ლე და ვაჟი ნი­კო­ლო­ზი 1921 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, საფ­რან­გეთ­ში გა­ი­ხიზ­ნენ და ელო­დე­ბოდ­ნენ კო­ტეს ჩას­ვლას, 1923 წელს სამ­ხედ­რო ცენ­ტრის, კოტე აფხა­ზის დახ­ვრე­ტი­სა და მა­მუ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის შემ­დეგ პა­რიზ­ში უსახ­სროდ დარ­ჩე­ნილ ნი­კო­ლოზს მო­უ­წია თვი­თონ­ვე ეზ­რუ­ნა თა­ვის თავ­სა და დე­და­ზე. და­ამ­თავ­რა პა­რი­ზის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი. მუ­შა­ობ­და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში, ჰყავ­და მდი­და­რი ამე­რი­კე­ლი კლი­ენ­ტე­ბი. ასე გა­იც­ნო და და­უ­მე­გობ­რდა მდი­დარ ამე­რი­კელ ცოლ-ქმარ კე­ლებს გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა და იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ გააშენა ილია ჭავჭავაძის დის შვილიშვილმა ზღაპრული ბაღი კანადაში - დაათვალიერეთ ფოტოები

როგორ გააშენა ილია ჭავჭავაძის დის შვილიშვილმა ზღაპრული ბაღი კანადაში - დაათვალიერეთ ფოტოები

"ბაღი სავსეა ტურისტებით, მკვლევარებით, ნატურალისტებით. მისი მომხიბლავი ისტორია წყვილებსაც იზიდავს და "სიყვარულის ბაღშიც" ხშირად იმართება საქორწინო ცერემონიები. ბევრი რამდენიმე დღითაც რჩება კოპწია სასტუმროებში ან კოტეჯებში. აფხაზების საზაფხულო სახლიც ძველებურად გადმოჰყურებს ბაღს" - ნიკოლოზ აფხაზის სახელგანთქმული ბაღის შესახებ, რომელიც კანადაში მდებარეობს, ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი გვესაუბრა:

- 1988 წლის ემიგრანტულმა ჟურნალმა "გუშაგმა" ნიკოლოზ აფხაზის გარდაცვალებას ნეკროლოგი მიუძღვნა. მაშინ გავიგე, რომ კანადაში აფხაზების ბაღი ყოფილა. რამდენიმე წლის წინ ინტერნეტშიც გაჩნდა ინფორმაცია Abkhazi Garden-ის შესახებ. ბოლო ხანს მომრავლდა სხვადასხვა საიტი და ვიდეორგოლი ამ ბაღის ულამაზესი ხედებით და, ალბათ, ბევრმა არც იცის, რომ ბაღი ქართველი გმირის, კოტე აფხაზის ვაჟის, ილია ჭავჭავაძის დის შვილიშვილის, ნიკოლოზ აფხაზის სახელს უკავშირდება.

კოტე აფხაზის მეუღლე და ვაჟი ნიკოლოზი 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, საფრანგეთში გაიხიზნენ და ელოდებოდნენ კოტეს ჩასვლას, 1923 წელს სამხედრო ცენტრის, კოტე აფხაზის დახვრეტისა და მამულების ჩამორთმევის შემდეგ პარიზში უსახსროდ დარჩენილ ნიკოლოზს მოუწია თვითონვე ეზრუნა თავის თავსა და დედაზე. დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში, ჰყავდა მდიდარი ამერიკელი კლიენტები. ასე გაიცნო და დაუმეგობრდა მდიდარ ამერიკელ ცოლ-ქმარ კელებს განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოგალერეა

აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდების პოვნისა და ოჯახის წევრებთან შეხვედრის ემოციური კადრები (ფოტოები)

"მსოფლიო კულტურისგან განდევნილი, ტოტალიტარული სახელმწიფოს უდაბურ კუნძულზე" - რა უთხრა რეზო გაბრიაძემ BBC-ის და რას წერს გამოცემა ლეგენდარულ ქართველ რეჟისორზე

"თმა არ ამომდის...სახე გასიებულია... წარმოიდგინეთ, ოთხი თვე ცხოვრობთ კანკალით" - რას ჰყვება თინა ხიდაშელი, რომელიც კორონავირუსის შემდგომ გართულებებს ებრძვის