"დღეიდან პირადად მე ვიქნები კურატორი კრიმინალური პოლიციის" - შს მინისტრმა მისი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი გაათავისუფლა

"დღეიდან პირადად მე ვიქნები კურატორი კრიმინალური პოლიციის" - შს მინისტრმა მისი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი გაათავისუფლა

დღეიდან პირადად მე ვიქნები კურატორი კრიმინალური პოლიციის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან თათბირზე განაცხადა.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, მისი პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი, რომელიც აქამდე აღნიშნულ მოვალეობას ასრულებდა, გადაყვანილია კადრების განკარგულებაში.

ამასთან, გიორგი მღებრიშვილის თქმით, პირადად ის განკარგავს შუამავლის გარეშე კრიმინალურ პოლიციასთან ურთიერთობას, რაც, მისი თქმით, აამაღლებს ეფექტურ მუშაობას.

"დღეიდან პირადად მე ვიქნები კრიმინალური პოლიციის კურატორი, ყველა იმ დეპარტამენტის, რომელიც რეგიონში და თბილისშია, ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და რა თქმა უნდა, საპატრულო პოლიციის, რომლის კურატორი აქამდეც გახლდით. პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი გადაყვანილი იქნება კადრების განკარგულებაში. მე ვფიქრობ, რომ თქვენთან ურთიერთობისას შუამავალი არ მჭირდება და მე უფრო აქტიურად უნდა ვიყო ჩართული იმ პროცესებში, რაც საპატრულო პოლიციასა და კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარეობს. ის კოორდინაცია, რომელიც აქამდე არსებობდა, უფრო ეფექტური და მჭიდრო იქნება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ