კობა ნაყოფია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად? - რა კომენტარს აკეთებს პარლამენტარი

კობა ნაყოფია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად? - რა კომენტარს აკეთებს პარლამენტარი

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია შესაძლოა, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნოს. აღნიშნულ ინფორმაციას დეპუტატი კატეგორიულად უარყოფს.

როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა და შეთავაზების შემთხვევაში აღნიშნულ პოზიციაზე წასვლას არ აპირებს.

"ეს არის სისულელე - საიდან? რატომ? როგორ? მე ვარ პარლამენტში, რა მინდა იქ. ეს არ არის ჩემი სფერო. ჯდომა და კომპანიის მართვა ჩემს ინტერესში არ არის", - განაცხადა ნაყოფიამ.

"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ თანამდებობა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მის შემცვლელად სწორედ ნაყოფია სახელდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი