რუსთავში მე-11 მიკრო რაიონში ხელოვნულ ტბაში დამხრჩვალი 9 წლის ბავშვი მაშველებმა ტბიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ექიმმა განაცხადა, ბავშვს წყლიდან ამოყვანისას ხილული დაზიანებები არ ჰქონდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.
სამი მოზარდი ტბაში საბანაოდ დაახლოებით ორი საათის წინ ჩავიდა, მათგან ერთ-ერთი კი წყალში გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები ორ საათს გრძელდებოდა. აწ გარდაცვლილი ტბაში ასევე მცირეწლოვან ძმასთან ერთად ბანაობდა.