სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კიევში ჩეჩენმა ქალმა, სავარაუდოდ, რუსი ქილერი მძიმედ დაჭრა
კიევში ჩეჩენმა ქალმა, სავარაუდოდ, რუსი ქილერი მძიმედ დაჭრა

კი­ევ­ში მძი­მედ დაჭ­რეს ჩე­ჩე­ნი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე გვაქვს მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას­თან. უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადამ ოს­მა­ევს 1 ივ­ნისს, გვი­ან ღა­მით ეს­რო­ლა მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც მას ერთი დღით ადრე, გა­მო­ცე­მა Le Monde-ს ფრანგ ჟურ­ნა­ლის­ტად გა­ეც­ნო და ინ­ტერ­ვიუ სთხო­ვა.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, როცა ოს­მა­ე­ვი და მისი მე­უღ­ლე ამი­ნა ოკი­ე­ვა კი­ევ­ში, პა­დოლ­სკის რა­ი­ონ­ში, კი­რი­ლოვ­სკის ქუ­ჩა­ზე შეხ­ვდნენ მა­მა­კაცს და მის მან­ქა­ნა­ში ჩას­ხდნენ, უცებ მან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, Глок-ი ამო­ი­ღო და ოს­მა­ევს ორ­ჯერ ეს­რო­ლა. რო­გორც დაჭ­რი­ლის მე­უღ­ლე ამი­ნა ოკი­ე­ვა ჰყვე­ბა, ის და­იბ­ნა, თუმ­ცა მა­ლე­ვე მო­ვი­და გონს, თა­ვი­სი ია­რა­ღი, ПМ ამო­ი­ღო და ე.წ. ჟურ­ნა­ლისტს 4-ჯერ ეს­რო­ლა. ამ დრო­ის­თვის ორი­ვე მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და მათი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა...

კი­ე­ვის პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოს­მა­ე­ვი და მისი მე­უღ­ლე 2014 წლი­დან, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და "კი­ე­ვი-2"-ის სა­პო­ლი­ციო ბა­ტა­ლი­ონ­ში მო­ხა­ლი­სე­ე­ბად ირი­ცხე­ბოდ­ნენ.

ოს­მა­ე­ვი უკ­რა­ი­ნა­ში 2012 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თხოვ­ნით, ბრა­ლად პუ­ტი­ნის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს.

2014 წლის ნო­ემ­ბერ­ში, მას შემ­დეგ რაც რუ­სეთ­მა ყი­რი­მის ანექ­სია მო­ახ­დი­ნა და აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში სე­პა­რა­ტის­ტებს უჭერს მხარს, მოს­კოვ­სა და კი­ევს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და, უკ­რა­ი­ნამ ოს­მა­ე­ვის­თვის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბის მოხ­სნა გა­და­წყვი­ტა... ოს­მა­ე­ვი და ოკი­ე­ვა კონ­ფლიქ­ტში კი­ე­ვის მხა­რეს იბ­რძოდ­ნენ...

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმე­ლი რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან არის კავ­შირ­ში.

უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, არ­ტი­ომ შევ­ჩენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, კი­ლერს, რო­მელ­მაც ჩე­ჩენს ეს­რო­ლა, ამ­ჟა­მად სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა უტარ­დე­ბა, მას ორი ტყვია მკერ­დში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი, და­ნარ­ჩე­ნი ორი მხრე­ბის არე­ში... მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის მუხ­ლით აღიძ­რა.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის პირ­ვე­ლა­დი ვერ­სი­ით, ეს იყო რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ და­გეგ­მი­ლი მკვლე­ლო­ბა, რო­მელ­საც რომ არა ჩე­ჩე­ნი ქალ­ბა­ტო­ნის სი­მა­მა­ცე, სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვან­დნენ. ქი­ლე­რი ამ­ჟა­მად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

"და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს, მაგ­რამ რო­გორც ექი­მე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, იცო­ცხლებს. ის დაც­ვის ქვეშ არის და თვით­მკვლე­ლო­ბას არ და­ვუშ­ვებთ, რო­გორც კი გონ­ზე მოვა და სა­უ­ბარს შეძ­ლებს, ჩვე­ნე­ბა­საც მოგ­ვცემს და ალ­ბათ მოგ­ვიყ­ვე­ბა, რო­გორ "ავერ­ბოვ­კე­ბენ" რუსი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში გა­მო­საგ­ზავნ ქი­ლე­რებს.. მას უკ­რა­ი­ნის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა და უცხო­ე­თის პას­პორ­ტი აღ­მო­აჩ­ნდა, რომ­ლი­თაც რუ­სე­თი­სა და ბე­ლო­რუ­სის სა­ზღვა­რი აქვს გა­დაკ­ვე­თი­ლი", - აცხა­დებს შევ­ჩენ­კო უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში.

მი­სი­ვე თქმით, მძი­მე არის დაჭ­რი­ლი ოს­მა­ე­ვაც. მას სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტა­რეს და რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რჩე­ბა... ად­გილ­ზე ნა­პოვ­ნია სამი პის­ტო­ლე­ტი, ორი "მა­კა­რო­ვის", ხოლო ერთი უცხო­უ­რი მარ­კის, Глок-ი. უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ქი­ლე­რი მარ­ტო არ მოქ­მე­დებ­და, რად­გან ასე­ვე ნა­პოვ­ნია უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის ალექ­სან­დრ დე­კა­რის დო­კუ­მენ­ტე­ბი, რო­მელ­საც პო­ლი­ცია სწავ­ლობს და ერთ-ერთი ვერ­სი­ით, შე­საძ­ლოა, ის მკვლე­ლო­ბის და­გეგ­მვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კიევში ჩეჩენმა ქალმა, სავარაუდოდ, რუსი ქილერი მძიმედ დაჭრა

კიევში ჩეჩენმა ქალმა, სავარაუდოდ, რუსი ქილერი მძიმედ დაჭრა

კიევში მძიმედ დაჭრეს ჩეჩენი მამაკაცი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მომზადებაში ადანაშაულებს. უკრაინის პოლიციის განცხადებით, საქმე გვაქვს მკვლელობის მცდელობასთან. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადამ ოსმაევს 1 ივნისს, გვიან ღამით ესროლა მამაკაცმა, რომელიც მას ერთი დღით ადრე, გამოცემა Le Monde-ს ფრანგ ჟურნალისტად გაეცნო და ინტერვიუ სთხოვა.

სამინისტროს ინფორმაციით, როცა ოსმაევი და მისი მეუღლე ამინა ოკიევა კიევში, პადოლსკის რაიონში, კირილოვსკის ქუჩაზე შეხვდნენ მამაკაცს და მის მანქანაში ჩასხდნენ, უცებ მან ცეცხლსასროლი იარაღი, Глок-ი ამოიღო და ოსმაევს ორჯერ ესროლა. როგორც დაჭრილის მეუღლე ამინა ოკიევა ჰყვება, ის დაიბნა, თუმცა მალევე მოვიდა გონს, თავისი იარაღი, ПМ ამოიღო და ე.წ. ჟურნალისტს 4-ჯერ ესროლა. ამ დროისთვის ორივე მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული და მათი მდგომარეობა მძიმეა...

კიევის პოლიციის ინფორმაციით, ოსმაევი და მისი მეუღლე 2014 წლიდან, რუსეთ-უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდნენ და "კიევი-2"-ის საპოლიციო ბატალიონში მოხალისეებად ირიცხებოდნენ.

ოსმაევი უკრაინაში 2012 წლის თებერვალში დააპატიმრეს და მოგვიანებით, რუსეთის ხელისუფლების თხოვნით, ბრალად პუტინის მკვლელობის მომზადება წაუყენეს.

2014 წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებს უჭერს მხარს, მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა, უკრაინამ ოსმაევისთვის მკვლელობის მცდელობის ბრალდების მოხსნა გადაწყვიტა... ოსმაევი და ოკიევა კონფლიქტში კიევის მხარეს იბრძოდნენ...

რუსული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი რუსეთის სპეცსამსახურებთან არის კავშირში.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის, არტიომ შევჩენკოს განცხადებით, კილერს, რომელმაც ჩეჩენს ესროლა, ამჟამად სამედიცინო დახმარება უტარდება, მას ორი ტყვია მკერდში აქვს მოხვედრილი, დანარჩენი ორი მხრების არეში... მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის მუხლით აღიძრა.

უკრაინული მედიის პირველადი ვერსიით, ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი მკვლელობა, რომელსაც რომ არა ჩეჩენი ქალბატონის სიმამაცე, სისრულეში მოიყვანდნენ. ქილერი ამჟამად საავადმყოფოში, სპეციალური დაცვის ქვეშ იმყოფება.

"დაზიანებები აქვს, მაგრამ როგორც ექიმები გვეუბნებიან, იცოცხლებს. ის დაცვის ქვეშ არის და თვითმკვლელობას არ დავუშვებთ, როგორც კი გონზე მოვა და საუბარს შეძლებს, ჩვენებასაც მოგვცემს და ალბათ მოგვიყვება, როგორ "ავერბოვკებენ" რუსი სამართალდამცავები უკრაინაში გამოსაგზავნ ქილერებს.. მას უკრაინის პირადობის მოწმობა და უცხოეთის პასპორტი აღმოაჩნდა, რომლითაც რუსეთისა და ბელორუსის საზღვარი აქვს გადაკვეთილი", - აცხადებს შევჩენკო უკრაინულ მედიასთან საუბარში.

მისივე თქმით, მძიმე არის დაჭრილი ოსმაევაც. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება... ადგილზე ნაპოვნია სამი პისტოლეტი, ორი "მაკაროვის", ხოლო ერთი უცხოური მარკის, Глок-ი. უკრაინის პოლიციის განცხადებით, ქილერი მარტო არ მოქმედებდა, რადგან ასევე ნაპოვნია უკრაინის მოქალაქის ალექსანდრ დეკარის დოკუმენტები, რომელსაც პოლიცია სწავლობს და ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ის მკვლელობის დაგეგმვაში მონაწილეობდა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე