ელისაშვილი მუხთარლის საქმეზე: "სესიაშვილის განცხადება ინდურ სცენარს ჰგავს... ხოლო "სნეგურაჩკა" კაცზე, საუბარი არ ღირს"

ელისაშვილი მუხთარლის საქმეზე: "სესიაშვილის განცხადება ინდურ სცენარს ჰგავს... ხოლო "სნეგურაჩკა" კაცზე, საუბარი არ ღირს"

"აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ბანდიტურად გატაცებაში ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება. თანამდებობის დატოვება მოუწევს ჯეჯელავას და ყველა ძალოვანს, ვინც ამაში იყო ჩართული", - ამის შესახებ აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაზე საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება:

"ერთმნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები დაეხმარნენ აზერბაიჯანს ამ კაცის გატაცებაში, დასაკლავი კრავივით წაიყვანეს საწამებლად და გადასცეს მათ. ამაში მე ეჭვი არ მეპარება. ხელისუფლება ბოდავს და ერთიმეორისგან გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. სესიაშვილის განცხადება ინდურ სცენარს ჰგავს. მღებრიშვილის განცხადება აზერბაიჯანული პრესის მიმოხილვა იყო, ხოლო "სნეგურაჩკა" კაცზე კი, საუბარი საერთოდ აღარ ღირს. ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება, ჯეჯელავას და ყველა ძალოვანს თანამდებობის დატოვება, ვინც ამაში ჩართული იყო", - განაცხადა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."