სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ აღნიშნეს "რუსთავი 2"-ის სახეებმა ტელეკომპანიის დაბადების დღე და ბავშვთა დღე შვილებთან ერთად
როგორ აღნიშნეს "რუსთავი 2"-ის სახეებმა ტელეკომპანიის დაბადების დღე და ბავშვთა დღე შვილებთან ერთად

ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას, ბევ­რი დღე­სას­წა­უ­ლი ემ­თხვე­ვა, მათ შო­რის, ბავ­შვთა დაც­ვის დღე, წმინ­და ნი­ნოს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა... ასე­ვე, 1-ელი ივ­ნი­სი სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის და­ბა­დე­ბის დღეა. ეს ყვე­ლა­ფე­რი არ­ხის დი­ლის გა­და­ცე­მის შე­მოქ­მე­დე­ბით­მა გუნ­დმა მას­შტა­ბუ­რად და გრან­დი­ო­ზუ­ლად აღ­ნიშ­ნა.

დი­ლის 7 სა­ათ­ზე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეზო სავ­სე იყო ბავ­შვე­ბით, რომ­ლე­ბიც ას­ფალტზე ხატ­ვას შე­უდ­გნენ, ყვე­ლა თა­ვის სათ­ქმელს, ემო­ცი­ას, ნა­ფიქ­რს ფე­რა­დი ცარ­ცით გა­მო­ხა­ტავ­და, მათ სპე­ცი­ა­ლურ სა­მო­სებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ანი­მა­ტო­რე­ბიც ამ­ხი­ა­რუ­ლებ­დნენ. მოკ­ლედ, დიდი ჟრი­ა­მუ­ლი იყო...

ნინო არა­ზაშ­ვი­ლი, "დილა მშვი­დო­ბი­სა სა­ქარ­თვე­ლოს" გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი:

- არ იყო ად­ვი­ლი 120 ბავ­შვის დი­ლის 7 სა­ათ­ზე აქ მოყ­ვა­ნა, თუმ­ცა ეს მო­ხერ­ხდა და 7 სა­ათ­ზე აქ იყო ყვე­ლა. არა­ვის და­უგ­ვი­ა­ნია. მად­ლო­ბა "ბზი­კე­ბის" სტუ­დი­ას, "რუს­თა­ვი 2"-სთვის, იუ­ბი­ლე­ზე სა­ჩუ­ქა­რი ჰქონ­და - ახა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პი, რო­მე­ლიც ბავ­შვთა დაც­ვის დღეს მი­უ­ძღვნეს... პა­ტა­რე­ბი "რუს­თა­ვი 2"-ის ეზოს ცარ­ცით აფე­რა­დებ­დნენ სლო­გა­ნით "გა­ა­ფე­რა­დე გული". მად­ლო­ბა მხარ­ში დგო­მის­თვის ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა სუ­რა­თე­ბის გა­ლე­რე­ის აღ­საზ­რდე­ლებს, აქ რომ გვეწ­ვივ­ნენ და მოგ­ვეხ­მარ­ნენ. შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ ასე­ვე იუ­ბი­ლა­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის "ლა­ი­ქის" ანი­მა­ტო­რე­ბი. რაც მთა­ვა­რია, ეზო­ში შეკ­რე­ბილ­მა პა­ტა­რებ­მა ძა­ლი­ან ისი­ა­მოვ­ნეს. ვი­სურ­ვებ­დით, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უფრო და­ცუ­ლი ყო­ფი­ლი­ყოს ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბი და სწო­რედ ეს გვინ­დო­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის შეგ­ვეხ­სე­ნე­ბი­ნა. ამის­თვის კი ჩვე­ნი გუნ­დი ორი დღე-ღამე მუ­შა­ობ­და და იმის­თვი­საც, რომ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის­თვის მიგ­ვეღ­წია.

ეკა სამ­ხა­რა­ძე, "დილა მშვი­დო­ბი­სა სა­ქარ­თვე­ლოს" წამ­ყვა­ნი:

- დი­ლის გა­და­ცე­მა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რად­გა­ნაც რო­გორც და­ა­წყე­ბი­ნებ ადა­მი­ა­ნებს დი­ლას, მერე ის გან­წყო­ბა გაჰ­ყვე­ბათ მთე­ლი დღე. მით უმე­ტეს, დღეს კარ­გი სა­ფუძ­ვე­ლი გვქონ­და იმის, რომ მხი­ა­რუ­ლე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ბავ­შვთა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეა, "რუს­თა­ვი 2"-ის და­ბა­დე­ბის დღე, ნი­ნო­ო­ბა და ზა­ფხუ­ლის პირ­ვე­ლი დღე, - მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტე­ბია და შე­სა­ბა­მი­სად გვინ­დო­და, დი­ლი­დან ხა­ლი­სი­ა­ნად დაგ­ვე­წყო. ამას­თან, ბევ­რი ფე­რით და ბავ­შვთან ერ­თად, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ზე პო­ზი­ტი­უ­რე­ბი, კარ­გე­ბი, ღა­ღე­ბი, სტი­მუ­ლის მომ­ცე­მე­ბი ისი­ნი არი­ან. ბავ­შვის გაღ­ვი­ძე­ბა დი­ლას რთუ­ლია, მაგ­რამ ჩვენ­თან მო­სუ­ლი პა­ტა­რე­ბის მშობ­ლებ­მა ყვე­ლამ ერ­თხმად აღ­ნიშ­ნა, რო­გო­რი სი­ხა­რუ­ლით, მონ­დო­მე­ბით, სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­იღ­ვი­ძეს იმის­თვის, რომ დი­ლი­დან ჩვენ­თან ერ­თად ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ჩვენ ბავ­შვთა დაც­ვის დღე მი­ვუ­ლო­ცეთ და მათ - და­ბა­დე­ბის დღე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, დღეს ყვე­ლას არ გვი­წევ­და მუ­შა­ო­ბა, წამ­ყვა­ნე­ბიც ყვე­ლა­ნი ერ­თად ვი­ყა­ვით ეთერ­ში.

ოთარ ქი­რია, "დილა მშვი­დო­ბი­სა სა­ქარ­თვე­ლოს" წამ­ყვა­ნი:

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა, ბევ­რი სიმ­ბო­ლი­კა ახ­ლავს. "რუს­თა­ვი 2" ხომ თა­ვი­დან­ვე რო­გორც თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლო, - ასე ჩა­მო­ყა­ლიბ­და და ადა­მი­ა­ნე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ერ­თმა­ნეთ­საც ულო­ცა­ვენ და ჩვენც გვი­ლო­ცა­ვენ. გარ­და ამი­სა, ყო­ვე­ლი წლის ბავ­შვთა დაც­ვის დღეს, ჩემს თავს ვე­კი­თხე­ბი, - გა­სუ­ლი წლის ივ­ნი­სი­დან დღემ­დე და­ვარ­ღვიე თუ არა ჩემი შვი­ლის უფ­ლე­ბა?! თუ და­ვარ­ღვიე, ვუ­სურ­ვებ, სა­კუ­თარ თავს, შემ­დეგ­ში ეს არ გა­ვი­მე­ო­რო. თუკი მას რა­ი­მეს ვუ­ზღუ­დავ, ვცდი­ლობ, რომ იყოს მარ­თე­ბუ­ლი, ამა­ში ჩვე­ნი სტუმ­რე­ბი - ფსი­ქო­ლო­გე­ბი, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვე­ბით გვეხ­მა­რე­ბი­ან, რომ­ლებ­საც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეთერ­ში ვიწ­ვევთ. გვეხ­მა­რე­ბი­ან არა მარ­ტო ჩვენს მა­ყუ­რე­ბელ­საც.

ლიზა ქი­რია, ოთარ ქი­რი­ას შვი­ლი:

- დღე­ვან­დელ­მა დღემ ბევ­რი პო­ზი­ტი­ვი მო­მი­ტა­ნა, რად­გან მარ­თლა სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბა იყო, რის­თვი­საც დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია... ადრე ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა მეც მინ­დო­და, მაგ­რამ გა­და­ვი­ფიქ­რე, რად­გა­ნაც აზრი პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხში­რად მეც­ვლე­ბა... ბავ­შვებს ბედ­ნი­ე­რე­ბას, წარ­მა­ტე­ბას, პო­ზი­ტივს ვუ­სურ­ვებ. ერთ რა­მე­ზე კი მწყდე­ბა გული, რომ დღეს ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბი კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რე­ბი არ არი­ან, არ ეც­ნო­ბი­ან უფრო ახ­ლოს გა­რე­სამ­ყა­როს. ინ­ტერ­ნეტს არი­ან მხო­ლოდ მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი. მინ­და, რომ მე­ტად გახ­სნი­ლე­ბი იყ­ვნენ, არ და­მა­ლონ ემო­ცი­ე­ბი და არ ჩა­ი­კე­ტონ...

მაშო არა­ბი­ძე, ანი გი­უნ­ტე­რის შვი­ლი:

- აქ მო­ვე­დი იმი­ტომ, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის და­ბა­დე­ბის დღეა და ბავ­შვე­ბის დღეც. დე­დამ თა­ვის სამ­სა­ხურ­ში მო­მიყ­ვა­ნა და ას­ფალტზე დავ­ხა­ტე ყვა­ვი­ლე­ბი, ნავი და სახ­ლი... ესე­ნი მომ­წონს და იმი­ტომ... დე­დი­კოს სამ­სა­ხურ­ში მოს­ვლაც გა­მი­ხარ­და... ეკ­რან­ზე დე­დას რომ ვუ­ყუ­რებ, ტე­ლე­ვი­ზორს ვკოც­ნი ხოლ­მე.

ანი გი­უნ­ტე­რი, "დილა მშვი­დო­ბი­სა სა­ქარ­თვე­ლოს" წამ­ყვა­ნი:

- დღეს ეზო­ში ბავ­შვებ­თან მი­წევ­და ყოფ­ნა და პო­ზი­ტი­ვით ავივ­სე. ვი­საც სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს და ჩვენ­ნა­ი­რი უფ­რო­სე­ბი გყავთ, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მშობ­ლე­ბი პა­ტა­რებს 1 ივ­ნისს სამ­სა­ხურ­ში წა­იყ­ვა­ნენ. მე ჩემი ორი შვი­ლით მო­ვე­დი, შვი­ლე­ბით მო­ვიდ­ნენ ჩემი კო­ლე­გე­ბიც. კარ­გია, თუ ამ დღეს ერ­თმა­ნეთს შე­ვუ­თავ­სებთ დე­დო­ბას და სამ­სა­ხურს. ამას ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და­ი­ნა­ხა­ვენ, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი იმ გა­რე­მო­ში მოხ­ვდე­ბი­ან, რომ­ლის გა­მოც მათ წყდე­ბით ხოლ­მე. ამ დროს უფრო ად­ვი­ლი ხდე­ბა იმის ახ­სნა, რომ ბევ­რი საქ­მე გაქვს. დღე­ვან­დე­ლი დღე სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო იყო, მო­ბი­ლი­ზე­ბას მო­ი­თხოვ­და. მოკ­ლედ, დღეს მე და ჩემი კო­ლე­გე­ბი ვი­ყა­ვით მშობ­ლე­ბი და ჟურ­ნა­ლი­ტე­ბიც. რაც შვი­ლებ­თან ერ­თად, ას­ფალტზე ფე­რა­დად დავ­ხა­ტე, ასეთ მომ­ვალს ვუ­სურ­ვებ ჩვენს მომ­ვალ თა­ო­ბას. კარ­გია, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის სა­შუ­ა­ლე­ბით ბავ­შვებს სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ის, სათ­ქმე­ლის გა­მო­ხატ­ვის საშ­სუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ და იყ­ვნენ ბედ­ნი­ე­რე­ბი.

მოკ­ლედ, ბევ­რი მი­ზე­ზი გვაქვს, ვი­ყოთ მხი­ა­რუ­ლე­ბი და ლა­ღე­ბი, ყო­ვე­ლი დილა, რო­მე­ლიც და­ი­წყე­ბა ჩვენ­თან ერ­თად, დაე, იყოს ფე­რა­დი, ლა­მა­ზი და ბედ­ნი­ე­რი.

ლიზა სუ­ლა­ბე­რი­ძე, ეკა სამ­ხა­რა­ძის შვი­ლი:

- ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­მე­წო­ნა, "რუს­თვი 2" და­ბა­დე­ბის დღის ტორ­ტის გარ­შე­მო რომ ვმღე­რო­დით... მე ვი­დე­ოც გა­და­ვი­ღე, "ფე­ის­ბუქ­ზე" ლა­ი­ვიც ავ­ტვირ­თე იმის­თვის, რომ ეს ამ­ბა­ვი ყვე­ლას­თვის გა­მეც­ნო. ბავ­შვთა დაც­ვის დღეს ყვე­ლა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა აქვს პა­ტა­რებს, გა­მო­ხა­ტონ თა­ვი­სი აზრი და და­იც­ვან სა­კუ­თა­რი თავი, იყ­ვნენ თა­ვი­სი­უფ­ლე­ბი...

- რო­გორც ბავ­შვს, გარ­შე­მო რა არ მოგ­წონს?

- არ­სე­ბო­ბენ უფ­რო­სე­ბი, რო­მე­ლიც ბავ­შვეს ჩაგ­რა­ვენ და ეს არ მომ­წონს. ახლა მა­გა­ლი­თად, გავ­რცელ­და ისე­თი ინ­ტერ­ნეტ­თა­მა­ში, ვი­ღაც უცხო პი­რე­ბი და­ვა­ლე­ბებს რომ აძ­ლე­ვენ ბავ­შვებს და ბო­ლოს თვიმ­კვლე­ლო­ბას ავა­ლე­ბენ, თუ არ შე­ას­რუ­ლებს ამას, მერე ემუქ­რე­ბი­ან, - დე­დას და მა­მას ან მე­გო­ბარს მო­გიკ­ლა­ვო. ეს არ მომ­წონს. გა­მო­დის, ის დიდი ადა­მი­ა­ნე­ბი ბავ­შვებს ჩაგ­რა­ვენ... უნდა ვე­ცა­დოთ, რომ არა­ვის მივ­ცეთ უფ­ლე­ბა, დაგ­ვჩაგ­რონ! კი­დევ მომ­წონს, დე­დი­კო რომ ჟურ­ნა­ლის­ტია და ადა­მი­ა­ნებს სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის, კარგ საქ­მეს აკე­თებს და დღეს აქ რომ ვარ, ესეც დე­დი­კოს დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ აღნიშნეს "რუსთავი 2"-ის სახეებმა ტელეკომპანიის დაბადების დღე და ბავშვთა დღე შვილებთან ერთად

როგორ აღნიშნეს "რუსთავი 2"-ის სახეებმა ტელეკომპანიის დაბადების დღე და ბავშვთა დღე შვილებთან ერთად

ზაფხულის დადგომას, ბევრი დღესასწაული ემთხვევა, მათ შორის, ბავშვთა დაცვის დღე, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლა... ასევე, 1-ელი ივნისი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დაბადების დღეა. ეს ყველაფერი არხის დილის გადაცემის შემოქმედებითმა გუნდმა მასშტაბურად და გრანდიოზულად აღნიშნა.

დილის 7 საათზე ტელეკომპანიის ეზო სავსე იყო ბავშვებით, რომლებიც ასფალტზე ხატვას შეუდგნენ, ყველა თავის სათქმელს, ემოციას, ნაფიქრს ფერადი ცარცით გამოხატავდა, მათ სპეციალურ სამოსებში გამოწყობილი ანიმატორებიც ამხიარულებდნენ. მოკლედ, დიდი ჟრიამული იყო...

ნინო არაზაშვილი, "დილა მშვიდობისა საქართველოს" გენერალური პროდიუსერი:

- არ იყო ადვილი 120 ბავშვის დილის 7 საათზე აქ მოყვანა, თუმცა ეს მოხერხდა და 7 საათზე აქ იყო ყველა. არავის დაუგვიანია. მადლობა "ბზიკების" სტუდიას, "რუსთავი 2"-სთვის, იუბილეზე საჩუქარი ჰქონდა - ახალი მუსიკალური კლიპი, რომელიც ბავშვთა დაცვის დღეს მიუძღვნეს... პატარები "რუსთავი 2"-ის ეზოს ცარცით აფერადებდნენ სლოგანით "გააფერადე გული". მადლობა მხარში დგომისთვის ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის აღსაზრდელებს, აქ რომ გვეწვივნენ და მოგვეხმარნენ. შემოგვიერთდნენ ასევე იუბილარი სასწავლო ცენტრის "ლაიქის" ანიმატორები. რაც მთავარია, ეზოში შეკრებილმა პატარებმა ძალიან ისიამოვნეს. ვისურვებდით, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო დაცული ყოფილიყოს ბავშვთა უფლებები და სწორედ ეს გვინდოდა, საზოგადოებისთვის შეგვეხსენებინა. ამისთვის კი ჩვენი გუნდი ორი დღე-ღამე მუშაობდა და იმისთვისაც, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია.

ეკა სამხარაძე, "დილა მშვიდობისა საქართველოს" წამყვანი:

- დილის გადაცემა დიდი პასუხისმგებლობაა, რადგანაც როგორც დააწყებინებ ადამიანებს დილას, მერე ის განწყობა გაჰყვებათ მთელი დღე. მით უმეტეს, დღეს კარგი საფუძველი გვქონდა იმის, რომ მხიარულები ვყოფილიყავით. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, "რუსთავი 2"-ის დაბადების დღე, ნინოობა და ზაფხულის პირველი დღე, - მნიშვნელოვანი ფაქტებია და შესაბამისად გვინდოდა, დილიდან ხალისიანად დაგვეწყო. ამასთან, ბევრი ფერით და ბავშვთან ერთად, რადგანაც ყველაზე პოზიტიურები, კარგები, ღაღები, სტიმულის მომცემები ისინი არიან. ბავშვის გაღვიძება დილას რთულია, მაგრამ ჩვენთან მოსული პატარების მშობლებმა ყველამ ერთხმად აღნიშნა, როგორი სიხარულით, მონდომებით, სიამოვნებით გაიღვიძეს იმისთვის, რომ დილიდან ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ. ჩვენ ბავშვთა დაცვის დღე მივულოცეთ და მათ - დაბადების დღე.

მიუხედავად იმისა, დღეს ყველას არ გვიწევდა მუშაობა, წამყვანებიც ყველანი ერთად ვიყავით ეთერში.

ოთარ ქირია, "დილა მშვიდობისა საქართველოს" წამყვანი:

- მნიშვნელოვანი დღეა, ბევრი სიმბოლიკა ახლავს. "რუსთავი 2" ხომ თავიდანვე როგორც თავისუფლების სიმბოლო, - ასე ჩამოყალიბდა და ადამიანები ამ მიმართულებით ერთმანეთსაც ულოცავენ და ჩვენც გვილოცავენ. გარდა ამისა, ყოველი წლის ბავშვთა დაცვის დღეს, ჩემს თავს ვეკითხები, - გასული წლის ივნისიდან დღემდე დავარღვიე თუ არა ჩემი შვილის უფლება?! თუ დავარღვიე, ვუსურვებ, საკუთარ თავს, შემდეგში ეს არ გავიმეორო. თუკი მას რაიმეს ვუზღუდავ, ვცდილობ, რომ იყოს მართებული, ამაში ჩვენი სტუმრები - ფსიქოლოგები, სპეციალისტები სასარგებლო რჩევებით გვეხმარებიან, რომლებსაც წლის განმავლობაში ეთერში ვიწვევთ. გვეხმარებიან არა მარტო ჩვენს მაყურებელსაც.

ლიზა ქირია, ოთარ ქირიას შვილი:

- დღევანდელმა დღემ ბევრი პოზიტივი მომიტანა, რადგან მართლა საზეიმო განწყობა იყო, რისთვისაც დილის გადაცემის წამყვანები ყველაფერს აკეთებდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია... ადრე ჟურნალისტობა მეც მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე, რადგანაც აზრი პროფესიასთან დაკავშირებით ხშირად მეცვლება... ბავშვებს ბედნიერებას, წარმატებას, პოზიტივს ვუსურვებ. ერთ რამეზე კი მწყდება გული, რომ დღეს ჩემი თანატოლები კომუნიკაბელურები არ არიან, არ ეცნობიან უფრო ახლოს გარესამყაროს. ინტერნეტს არიან მხოლოდ მიჯაჭვულები. მინდა, რომ მეტად გახსნილები იყვნენ, არ დამალონ ემოციები და არ ჩაიკეტონ...

მაშო არაბიძე, ანი გიუნტერის შვილი:

- აქ მოვედი იმიტომ, რომ "რუსთავი 2"-ის დაბადების დღეა და ბავშვების დღეც. დედამ თავის სამსახურში მომიყვანა და ასფალტზე დავხატე ყვავილები, ნავი და სახლი... ესენი მომწონს და იმიტომ... დედიკოს სამსახურში მოსვლაც გამიხარდა... ეკრანზე დედას რომ ვუყურებ, ტელევიზორს ვკოცნი ხოლმე.

ანი გიუნტერი, "დილა მშვიდობისა საქართველოს" წამყვანი:

- დღეს ეზოში ბავშვებთან მიწევდა ყოფნა და პოზიტივით ავივსე. ვისაც საშუალება აქვს და ჩვენნაირი უფროსები გყავთ, კარგი იქნება, თუ მშობლები პატარებს 1 ივნისს სამსახურში წაიყვანენ. მე ჩემი ორი შვილით მოვედი, შვილებით მოვიდნენ ჩემი კოლეგებიც. კარგია, თუ ამ დღეს ერთმანეთს შევუთავსებთ დედობას და სამსახურს. ამას ჩვენი შვილები დაინახავენ, გარკვეული პერიოდი იმ გარემოში მოხვდებიან, რომლის გამოც მათ წყდებით ხოლმე. ამ დროს უფრო ადვილი ხდება იმის ახსნა, რომ ბევრი საქმე გაქვს. დღევანდელი დღე საპასუხისმგებლო იყო, მობილიზებას მოითხოვდა. მოკლედ, დღეს მე და ჩემი კოლეგები ვიყავით მშობლები და ჟურნალიტებიც. რაც შვილებთან ერთად, ასფალტზე ფერადად დავხატე, ასეთ მომვალს ვუსურვებ ჩვენს მომვალ თაობას. კარგია, რომ "რუსთავი 2"-ის საშუალებით ბავშვებს საკუთარი ემოციის, სათქმელის გამოხატვის საშსუალება მიეცათ და იყვნენ ბედნიერები.

მოკლედ, ბევრი მიზეზი გვაქვს, ვიყოთ მხიარულები და ლაღები, ყოველი დილა, რომელიც დაიწყება ჩვენთან ერთად, დაე, იყოს ფერადი, ლამაზი და ბედნიერი.

ლიზა სულაბერიძე, ეკა სამხარაძის შვილი:

- ყველაზე მეტად მომეწონა, "რუსთვი 2" დაბადების დღის ტორტის გარშემო რომ ვმღეროდით... მე ვიდეოც გადავიღე, "ფეისბუქზე" ლაივიც ავტვირთე იმისთვის, რომ ეს ამბავი ყველასთვის გამეცნო. ბავშვთა დაცვის დღეს ყველანაირი უფლება აქვს პატარებს, გამოხატონ თავისი აზრი და დაიცვან საკუთარი თავი, იყვნენ თავისიუფლები...

- როგორც ბავშვს, გარშემო რა არ მოგწონს?

- არსებობენ უფროსები, რომელიც ბავშვეს ჩაგრავენ და ეს არ მომწონს. ახლა მაგალითად, გავრცელდა ისეთი ინტერნეტთამაში, ვიღაც უცხო პირები დავალებებს რომ აძლევენ ბავშვებს და ბოლოს თვიმკვლელობას ავალებენ, თუ არ შეასრულებს ამას, მერე ემუქრებიან, - დედას და მამას ან მეგობარს მოგიკლავო. ეს არ მომწონს. გამოდის, ის დიდი ადამიანები ბავშვებს ჩაგრავენ... უნდა ვეცადოთ, რომ არავის მივცეთ უფლება, დაგვჩაგრონ! კიდევ მომწონს, დედიკო რომ ჟურნალისტია და ადამიანებს საინტერესო ინფორმაციას აწვდის, კარგ საქმეს აკეთებს და დღეს აქ რომ ვარ, ესეც დედიკოს დამსახურებაა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი