სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თბილისში გაუჩინარებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს უთვალთვალებდნენ - რა იციან მეგობრებმა დაკარგულის შესახებ
თბილისში გაუჩინარებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს უთვალთვალებდნენ - რა იციან მეგობრებმა დაკარგულის შესახებ

"თბი­ლი­სის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სახ­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი აქ­ტი­ვის­ტი და ჟურ­ნა­ლის­ტი აფგან მუხ­თარ­ლი ბო­ლოს, 29 მა­ისს, და­ახ­ლო­ე­ბით 19:00 სა­ათ­ზე თბი­ლის­ში ნა­ხეს.

"ის და­ემ­შვი­დო­ბა თა­ვის მე­გო­ბარს, ვი­საც ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კა­ფე­ში შეხ­ვდა, და­უ­რე­კა მე­უღ­ლეს და უთხრა, რომ მალე მი­ვი­დო­და სახ­ლში. თუმ­ცა, ამის შემ­დეგ ის აღა­რა­ვის უნა­ხავს. მო­ბი­ლუ­რი გა­მორ­თუ­ლი აქვს. რო­გორც მისი მე­უღ­ლე, ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ი­ე­ვა და მისი მე­გო­ბა­რი და­შ­გინ აღა­ლარ­ლი იუ­წყე­ბი­ან, ბოლო პე­რი­ოდ­ში, აფგან მუხ­თარ­ლის უც­ნო­ბი პი­რე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ. აფგან მუხ­თარ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან დევ­ნი­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჟურ­ნა­ლის­ტი და აქ­ტი­ვის­ტია, რო­მე­ლიც ღიად გა­მო­ხა­ტავ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მო­საზ­რე­ბებს.

2015 წლის იან­ვრი­დან ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს, მის მე­უღ­ლე­სა და ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად. აფგა­ნი თა­ვი­სუ­ფალ ჟურ­ნა­ლის­ტად მუ­შა­ობს", - აცხა­დე­ბენ "თბი­ლი­სის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სახ­ლში".

ჟურ­ნა­ლის­ტის მე­უღ­ლის ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვას თქმით, მისი ქმა­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხობს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის მე­უღ­ლემ ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­მარ­თა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კარ­გუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. უწყე­ბა­ში შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა მუხ­ტარ­ლის ოჯა­ხის წევ­რის მხრი­დან დღეს შე­ვი­და.

"მიმ­დი­ნა­რე­ობს სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. დღეს შე­მო­ვი­და გან­ცხა­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, და­ვი­წყეთ ძებ­ნა", - აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თბილისში გაუჩინარებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს უთვალთვალებდნენ - რა იციან მეგობრებმა დაკარგულის შესახებ

თბილისში გაუჩინარებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს უთვალთვალებდნენ - რა იციან მეგობრებმა დაკარგულის შესახებ

"თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" ინფორმაციით, აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ბოლოს, 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე თბილისში ნახეს.

"ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა, ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს. მობილური გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ. აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს.

2015 წლის იანვრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად. აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს", - აცხადებენ "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში".

ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას თქმით, მისი ქმარი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. აღნიშნულთან დაკავშირებით აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლემ ქართველ სამართალდამცველებს მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკარგული ჟურნალისტის სამძებრო ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. უწყებაში შესაბამისი განცხადება მუხტარლის ოჯახის წევრის მხრიდან დღეს შევიდა.

"მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით. დღეს შემოვიდა განცხადება და შესაბამისად, დავიწყეთ ძებნა", - აღნიშნავენ უწყებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი