სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თვითმკვლელობამდე ბანკის ვალებმა და სასტუმროში დატრიალებულმა ტრაგედიამ მიიყვანა" - რას ჰყვება უფლებადამცველი "არმაზის" მფლობელზე
"თვითმკვლელობამდე ბანკის ვალებმა და სასტუმროში დატრიალებულმა ტრაგედიამ მიიყვანა" - რას ჰყვება უფლებადამცველი "არმაზის" მფლობელზე

ზაზა არ­თმე­ლა­ძეს ვიც­ნობ­დით, რო­გორც და­დე­ბით და შრო­მის­მოყ­ვა­რე პი­როვ­ნე­ბას და არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ ის სა­ბან­კო და­ვა­ლი­ა­ნე­ბამ და სას­ტუმ­რო­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მი­იყ­ვა­ნა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა თა­მაზ ბა­კუ­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, თავ­და­პირ­ვე­ლად ოჯახს ცხედ­რის პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­დაყ­ვა­ნა არ სურ­და, თუმ­ცა შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ამის ნება დარ­თეს.

ბა­კუ­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოჯახს სას­ტუმ­როს დაწ­ვამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 200 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის ბან­კის ვალი ჰქონ­და, შემ­თხვე­ვის შემ­დეგ კი კი­დევ 150 000 ლარი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და­უგ­როვ­დათ.

"დამ­წვარ სას­ტუმ­როს­თან რომ მო­ვე­დი, ად­გილ­ზე დამ­ხვდა ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი. გა­ვი­გე, რომ ოჯა­ხი უარს ამ­ბობ­და ცხედ­რის ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­დაყ­ვა­ნა­ზე. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო ქო­ბუ­ლე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი. ოჯა­ხი და­არ­წმუ­ნეს, რომ სა­ჭი­რო იყო ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა.

ამ ოჯახს 20 წე­ლია ვიც­ნობ და მხო­ლოდ ის ვიცი, რომ მათ სა­კუ­თა­რი პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მით შექ­მნეს ის, რაც გა­აჩ­ნდათ. სახ­ლის დაწ­ვამ­დე მათ ბან­კის ვალი ჰქონ­დათ 200 000 ლა­რამ­დე, სას­ტუმ­როს დაწ­ვის შემ­დეგ სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით, კი­დევ 150 000 ლარი და­ე­მა­ტათ. ცნო­ბი­ლია, რომ ქო­ბუ­ლეთ­ში ასე­თი ვალი ძა­ლი­ან ბევ­რს აქვს. ზაზა არ­თმე­ლა­ძეს ვიც­ნობ­დით, რო­გორც და­დე­ბით და შრო­მის­მოყ­ვა­რე პი­როვ­ნე­ბას. და­სად­გე­ნია, რე­ა­ლუ­რად რამ მი­იყ­ვა­ნა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე, მაგ­რამ პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცია არის ის, რომ სა­ბან­კო და­ვა­ლი­ა­ნე­ბამ და მის სას­ტუმ­რო­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ ჩა­ა­დე­ნი­ნა ეს", - გა­ნა­ცხა­და თა­მაზ ბა­კუ­რი­ძემ.

ქო­ბუ­ლე­თე­ლე­ბი სას­ტუმ­რო "არ­მა­ზის" ერთ-ერთი მფლო­ბე­ლის, ზაზა (ჯე­მა­ლი) არ­თმე­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ გარ­კვე­ულ დე­ტა­ლებს ჰყვე­ბი­ან.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რივ­მა გა­ნუ­ცხა­და, არ­თმე­ლა­ძე ჩა­მომ­ხრჩვა­ლი ხან­ძრის­გან დამ­წვარ სას­ტუმ­რო­ში იპო­ვეს.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სას­ტუმ­რო­ში ხან­ძრის გა­ჩე­ნის შემ­დეგ ოჯა­ხის წევ­რე­ბი ზღვის პი­რას მდე­ბა­რე კა­ფე­ში ცხოვ­რობ­დნენ.

"სას­ტუმ­როს დაწ­ვის შემ­დეგ აღა­რა­ფე­რი ჰქონ­დათ. ისი­ნი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ზღვის პირ­ზე მდე­ბა­რე პა­ტა­რა კა­ფე­ში ცხოვ­რობ­დნენ. სცი­ო­დათ, პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ, ბან­კის ვა­ლე­ბი ჰქონ­დათ. ვაჟ­კა­ცი კაცი იყო ეს ბიჭი და ამ­დენს სტრესს და პრობ­ლე­მას, რო­გორც ჩანს, ვე­ღარ გა­უძ­ლო", - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა.

ქო­ბუ­ლეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "არ­მა­ზის" ერთ-ერთი მფლო­ბე­ლი, რო­მელ­შიც გა­ჩე­ნილ ხან­ძარ­საც ორი წლის წინ, რუს­თა­ვის ცეკ­ვის ან­სამ­ბლის სამი წევ­რი ემსხვერ­პლა, გარ­დაც­ვლი­ლი დამ­წვარ სას­ტუმ­რო­ში იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან თავი ჩა­მო­იხ­რჩო.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მი­ზე­ზებ­ზე არ სა­უბ­რობს. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

ქო­ბუ­ლეთ­ში, აღ­ნიშ­ნულ სას­ტუმ­რო­ში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა 2015 წლის 10 მა­ისს მოხ­და. სას­ტუმ­რო­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს 3 ბავ­შვი ემსხვერ­პლა, რომ­ლე­ბიც რუს­თა­ვის ერთ-ერთი ცეკ­ვის ან­სამ­ბლის წევ­რე­ბი იყ­ვნენ. აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ზაზა არ­თმე­ლა­ძე იყო, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"თვითმკვლელობამდე ბანკის ვალებმა და სასტუმროში დატრიალებულმა ტრაგედიამ მიიყვანა" - რას ჰყვება უფლებადამცველი "არმაზის" მფლობელზე

"თვითმკვლელობამდე ბანკის ვალებმა და სასტუმროში დატრიალებულმა ტრაგედიამ მიიყვანა" - რას ჰყვება უფლებადამცველი "არმაზის" მფლობელზე

ზაზა ართმელაძეს ვიცნობდით, როგორც დადებით და შრომისმოყვარე პიროვნებას და არსებობს ვარაუდი, რომ ის საბანკო დავალიანებამ და სასტუმროში დატრიალებულმა ტრაგედიამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ განუცხადა.

მისი თქმით, თავდაპირველად ოჯახს ცხედრის პროზექტურაში გადაყვანა არ სურდა, თუმცა შემდეგ სამართალდამცველებს ამის ნება დართეს.

ბაკურიძის ინფორმაციით, ოჯახს სასტუმროს დაწვამდე დაახლოებით 200 000 ლარის ოდენობის ბანკის ვალი ჰქონდა, შემთხვევის შემდეგ კი კიდევ 150 000 ლარი დავალიანება დაუგროვდათ.

"დამწვარ სასტუმროსთან რომ მოვედი, ადგილზე დამხვდა ძალიან ბევრი ადამიანი. გავიგე, რომ ოჯახი უარს ამბობდა ცხედრის ექსპერტიზაზე გადაყვანაზე. ადგილზე მობილიზებული იყო ქობულეთის სამართალდამცავი ორგანოები. ოჯახი დაარწმუნეს, რომ საჭირო იყო ექსპერტიზის ჩატარება.

ამ ოჯახს 20 წელია ვიცნობ და მხოლოდ ის ვიცი, რომ მათ საკუთარი პატიოსანი შრომით შექმნეს ის, რაც გააჩნდათ. სახლის დაწვამდე მათ ბანკის ვალი ჰქონდათ 200 000 ლარამდე, სასტუმროს დაწვის შემდეგ სხვადასხვა მიზეზით, კიდევ 150 000 ლარი დაემატათ. ცნობილია, რომ ქობულეთში ასეთი ვალი ძალიან ბევრს აქვს. ზაზა ართმელაძეს ვიცნობდით, როგორც დადებით და შრომისმოყვარე პიროვნებას. დასადგენია, რეალურად რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე, მაგრამ პირველადი ინფორმაცია არის ის, რომ საბანკო დავალიანებამ და მის სასტუმროში დატრიალებულმა ტრაგედიამ ჩაადენინა ეს", - განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.

ქობულეთელები სასტუმრო "არმაზის" ერთ-ერთი მფლობელის, ზაზა (ჯემალი) ართმელაძის გარდაცვალების შესახებ გარკვეულ დეტალებს ჰყვებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რამდენიმე ადგილობრივმა განუცხადა, ართმელაძე ჩამომხრჩვალი ხანძრისგან დამწვარ სასტუმროში იპოვეს.

მათივე განმარტებით, სასტუმროში ხანძრის გაჩენის შემდეგ ოჯახის წევრები ზღვის პირას მდებარე კაფეში ცხოვრობდნენ.

"სასტუმროს დაწვის შემდეგ აღარაფერი ჰქონდათ. ისინი ორი წლის განმავლობაში ზღვის პირზე მდებარე პატარა კაფეში ცხოვრობდნენ. სციოდათ, პრობლემები ჰქონდათ, ბანკის ვალები ჰქონდათ. ვაჟკაცი კაცი იყო ეს ბიჭი და ამდენს სტრესს და პრობლემას, როგორც ჩანს, ვეღარ გაუძლო", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ქობულეთში მდებარე სასტუმრო "არმაზის" ერთ-ერთი მფლობელი, რომელშიც გაჩენილ ხანძარსაც ორი წლის წინ, რუსთავის ცეკვის ანსამბლის სამი წევრი ემსხვერპლა, გარდაცვლილი დამწვარ სასტუმროში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიზეზებზე არ საუბრობს. უწყების განმარტებით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ქობულეთში, აღნიშნულ სასტუმროში უბედური შემთხვევა 2015 წლის 10 მაისს მოხდა. სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა, რომლებიც რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრები იყვნენ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ზაზა ართმელაძე იყო, რომელიც მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი