სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გარემოსთვის ზიანის მიყენებაზე, ნადირობასა და სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვებაზე კანონი მკაცრდება
გარემოსთვის ზიანის მიყენებაზე, ნადირობასა და სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვებაზე კანონი მკაცრდება

გა­რე­მოს­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მკაცრ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა, სის­ხლის სა­მარ­თლის და ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კო­დექ­სებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა.

"მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შე­მუ­შავ­და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი, რო­მე­ლიც გა­რე­მოს­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან გამ­კაც­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მკაცრ­დე­ბა სა­სარ­გებ­ლო წი­ა­ღი­სე­უ­ლის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბის და ნა­დი­რო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში.

გა­რე­მოს და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის მთე­ლი რიგი მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სას ად­გილ­ზე მო­ახ­დი­ნონ ოქ­მის გა­მო­წე­რა, და­ჯა­რი­მე­ბა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან ნარ­ჩე­ნე­ბით გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც მნიშ­ვნე­ლო­ვან გამ­კაც­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აქვს პრე­ტენ­ზია და არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტუ­რის­ტუ­ლი ქვე­ყა­ნა.

"ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია გა­რე­მოს ის და­ბინ­ძუ­რე­ბა, რაც გვაქვს. გან­სა­კუთ­რე­ბით ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლე­ბის მიმ­დე­ბა­რე მი­და­მო­ებ­ში არის ძა­ლი­ან მძი­მე სუ­რა­თი. მე უკვე გა­ვე­ცი და­ვა­ლე­ბა, რომ ად­გი­ლობ­რივ­მა თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­მა და გამ­გებ­ლებ­მა მი­ხე­დონ თა­ვი­ანთ რა­ი­ო­ნებ­ში მა­გის­ტრა­ლის გარ­შე­მო და­ბინ­ძუ­რე­ბის სა­კი­თხებს და ასე­ვე, ეს კა­ნო­ნი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა იმის­თვის, რომ ამ კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მი­ვი­ღოთ. მე ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ აღ­სრუ­ლე­ბის სა­კი­თხშიც იქ­ნე­ბა თან­მიმ­დევ­რუ­ლი მიდ­გო­მა", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გარემოსთვის ზიანის მიყენებაზე, ნადირობასა და სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვებაზე კანონი მკაცრდება

გარემოსთვის ზიანის მიყენებაზე, ნადირობასა და სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვებაზე კანონი მკაცრდება

გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევებზე კანონმდებლობა მკაცრდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და ნარჩენების მართვის კოდექსებში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტები განიხილება.

"მთავრობის გადაწყვეტილებით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში კანონმდებლობის მნიშვნელოვან გამკაცრებას ითვალისწინებს. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების და ნადირობის წესების დარღვევის შემთხვევაში.

გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებს უფლებამოსილება მიეცემათ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენისას ადგილზე მოახდინონ ოქმის გამოწერა, დაჯარიმება.

კანონპროექტი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაშიც მნიშვნელოვან გამკაცრებას ითვალისწინებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს აქვს პრეტენზია და არის ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ქვეყანა.

"ყოვლად მიუღებელია გარემოს ის დაბინძურება, რაც გვაქვს. განსაკუთრებით ავტომაგისტრალების მიმდებარე მიდამოებში არის ძალიან მძიმე სურათი. მე უკვე გავეცი დავალება, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა და გამგებლებმა მიხედონ თავიანთ რაიონებში მაგისტრალის გარშემო დაბინძურების საკითხებს და ასევე, ეს კანონი დაგვეხმარება იმისთვის, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მივიღოთ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აღსრულების საკითხშიც იქნება თანმიმდევრული მიდგომა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ