სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს - თავი შეიკავეთ კონგოში მოგზაურობისგან, იქ მყოფებმა კი დაუყოვნებლივ დატოვეთ ქვეყანა
საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს - თავი შეიკავეთ კონგოში მოგზაურობისგან, იქ მყოფებმა კი დაუყოვნებლივ დატოვეთ ქვეყანა

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს კონ­გო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან თავ­შე­კა­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს, იქ მყო­ფებს კი მი­მარ­თავს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ტო­ვონ კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ზვი­ად გო­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც დღეს კონ­გო­ში და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვის იო­სებ ოსუ­რა­უ­ლის ძმას გი­ორ­გი ოსუ­რა­ულს შეხ­ვდა და მათ პრე­სის­თვის ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს.

ზვი­ად გო­ნა­ძემ გი­ორ­გი ოსუ­რა­ულს მი­ა­წო­და ბოლო ინ­ფორ­მა­ცია კონ­გო­ში და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვის შე­სა­ხებ.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თქმით, ოჯა­ხი საქ­მის ყვე­ლა იმ ნა­ბი­ჯის შე­სა­ხებ არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა დგამს.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თქმით, ად­გილ­ზე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის მომ­ხდარ შე­ტა­კე­ბას მსხვერ­პლი მოჰ­ყვა და შე­საძ­ლოა, იო­სებ ოსუ­რა­უ­ლიც მათ რი­ცხვში იყოს, თუმ­ცა არც ერთი მხა­რის­გან - კონ­გო, გა­ე­რო, წი­თე­ლი ჯვა­რი - თბი­ლისს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა არ მი­უ­ღია.

"მინ­და მო­წო­დე­ბა გა­ვა­კე­თო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად თავი შე­ი­კა­ვონ კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან. ხოლო ად­გილ­ზე მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ვუ­წო­დებთ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ტო­ვონ კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა", - გა­ნა­ცხა­და გო­ნა­ძემ.

კონ­გოს და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვის ძმამ გი­ორ­გი ოსუ­რა­ულ­მაც.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ორი შვე­ულმფრე­ნი მე­ამ­ბო­ხე­ებ­მა 27 იან­ვარს ჩა­მო­აგ­დეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთ შვე­ულმფრენს მარ­თავ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე სოსო ოსუ­რა­უ­ლი, რო­მე­ლიც მე­ამ­ბო­ხე­ებ­მა ტყვედ აიყ­ვა­ნეს. სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე კი და­იჭ­რა. მან მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ქა­ლაქ გო­მა­ში გა­ი­ა­რა.

სოსო ოსუ­რა­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თულ ჯარ­ში მსა­ხუ­რობ­და. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან 2015 წელს, სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე წა­ვი­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს - თავი შეიკავეთ კონგოში მოგზაურობისგან, იქ მყოფებმა კი დაუყოვნებლივ დატოვეთ ქვეყანა

საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს - თავი შეიკავეთ კონგოში მოგზაურობისგან, იქ მყოფებმა კი დაუყოვნებლივ დატოვეთ ქვეყანა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს კონგოში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს, იქ მყოფებს კი მიმართავს, დაუყოვნებლივ დატოვონ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ზვიად გონაძემ განაცხადა, რომელიც დღეს კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის იოსებ ოსურაულის ძმას გიორგი ოსურაულს შეხვდა და მათ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ზვიად გონაძემ გიორგი ოსურაულს მიაწოდა ბოლო ინფორმაცია კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის შესახებ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ოჯახი საქმის ყველა იმ ნაბიჯის შესახებ არის ინფორმირებული, რომელსაც საქართველოს მთავრობა დგამს.

მინისტრის მოადგილის თქმით, ადგილზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარ შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა და შესაძლოა, იოსებ ოსურაულიც მათ რიცხვში იყოს, თუმცა არც ერთი მხარისგან - კონგო, გაერო, წითელი ჯვარი - თბილისს ამ ინფორმაციის დადასტურება არ მიუღია.

"მინდა მოწოდება გავაკეთო საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოგზაურობისგან. ხოლო ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ დატოვონ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა", - განაცხადა გონაძემ.

კონგოს დატოვებისკენ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს დატყვევებული ქართველი მფრინავის ძმამ გიორგი ოსურაულმაც.

შეგახსენებთ, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ შვეულმფრენს მართავდა საქართველოს მოქალაქე სოსო ოსურაული, რომელიც მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი დაიჭრა. მან მკურნალობის კურსი ქალაქ გომაში გაიარა.

სოსო ოსურაული წლების განმავლობაში ქართულ ჯარში მსახურობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იგი შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."