სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"შარლატანები არიან, მეშოკივით ჩამიყვანეს საოპერაციოდანო" - რას ჰყვება "ლანცეტში" გარდაცვლილი პაციენტის მეუღლე და რაში ადანაშაულებს ნინო კუზანოვას
"შარლატანები არიან, მეშოკივით ჩამიყვანეს საოპერაციოდანო" - რას ჰყვება "ლანცეტში" გარდაცვლილი პაციენტის მეუღლე და რაში ადანაშაულებს ნინო კუზანოვას

პრო­კუ­რა­ტუ­რამ კლი­ნი­კა "ლან­ცე­ტის" დი­რექ­ტო­რი ფარ­მან ჯე­ი­რან­ლი და­ა­კა­ვა. მას ბრა­ლად პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მო­ტყუ­ე­ბით და­უფ­ლე­ბა ედე­ბა. სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ფარ­მან ჯე­ი­რან­ლის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. საქ­მე ეხე­ბა კლი­ნი­კა "ლან­ცეტ­ში" ორი პა­ცი­ენ­ტის­თვის ღვიძ­ლის გა­და­ნერგვას. ტრან­სპლან­ტა­ცი­ის შემ­დეგ ორი­ვე მო­ქა­ლა­ქე გარ­და­იც­ვა­ლა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რთუ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან მოწ­ვე­ულ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტმა ჩა­ა­ტა­რა, თუმ­ცა მას სა­ე­ქი­მო სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სერ­ტი­ფი­კა­ტი არ ჰქონ­და.

"ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბამ­დე, შპს "ლან­ცე­ტის" დი­რექ­ტო­რი ვალ­დე­ბუ­ლი იყო პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, დო­ნო­რე­ბის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის მი­ე­წო­დე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია იმ რის­კე­ბის შე­სა­ხებ, რაც ახ­ლდა ღვიძ­ლის გა­და­ნერგვას და ასე­ვე მო­ეხ­დი­ნა მათი წარ­დგე­ნა ტრან­სპლან­ტა­ცი­ის საბ­ჭოს წი­ნა­შე და თან­ხმო­ბა აეღო ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა­ზე, რაც მის მიერ არ იქნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი", - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

ნა­ხეთ: რო­გორ ატყუ­ებ­დნენ "ლან­ცეტ­ში" ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის მსურ­ვე­ლებს - პრო­კუ­რა­ტუ­რა კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლებ­ზე

Ambebi.ge ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტის კარ­ლო კე­კე­ლი­ძის მე­უღ­ლეს ნანა კე­კე­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და. კე­კე­ლი­ძეს "ლან­ცეტ­ში" ღვიძ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცია გა­სულ წელს ჩა­უ­ტარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა.

– როცა ჩემი მე­უღ­ლე ავად გახ­და, ლიმ­ბა­ხი­სა და "ავერ­სის" კლი­ნი­კა­ში გა­უ­კეთ­და გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო. აპ­რი­ლის ბო­ლოს "ავერ­სის" კლი­ნი­კა­ში ჩა­მო­დი­ოდ­ნენ კო­რე­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და მანდ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ტრან­სპლან­ტა­ცია. ჩვენ სხვა კლი­ნი­კე­ბიც გა­ვი­კი­თხეთ და გვირ­ჩი­ეს "ლან­ცე­ტი", სა­დაც მარ­ტში უნდა ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ თურ­ქი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და ოპე­რა­ცია გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. შევ­ხვდით ნინო კუ­ზა­ნო­ვას, მან დაგ­ვარ­წმუ­ნა, რომ მოწ­ვე­უ­ლი ექი­მი ათ სა­უ­კე­თე­სო ტრან­სპლან­ტო­ლოგ­ში შე­დი­ო­და და და­ი­ნიშ­ნა ოპე­რა­ცია. მას ვენ­დეთ, ახლა ამ­ბობს, თით­ქოს არა­ფე­რი იცო­და, მაგ­რამ ჩვენ მას ვენ­დეთ.

წა­ი­კი­თხეთ: ნინო კუ­ზა­ნო­ვას პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი ბრალ­დე­ბებ­ზე

– რო­დის გა­უ­კეთ­და თქვენს მე­უღ­ლეს ოპე­რა­ცია?

– ყო­ველ­დღე გვი­რე­კავ­დნენ ხომ არ გა­და­ი­ფიქ­რეთ ოპე­რა­ცია, სხვა­გან შარ­ლა­ტა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ და არ ენ­დო­თო. ოპე­რა­ცია 3 მარტს ჩა­უ­ტარ­და. ოპე­რა­ცი­ის თან­ხა 99 000 ლარი მი­ვი­ტა­ნეთ კლი­ნი­კა­ში აგიმ კა­რი­მოვ­თან, გა­მოკ­ვლე­ვე­ბის თან­ხა ცალ­კე გა­და­ვი­ხა­დეთ... პა­ცი­ენ­ტის ის­ტო­რია არც გახ­სნეს, კლი­ნი­კის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას ჩეკი ძლივს მო­ვა­ცე­მი­ნე. უც­ნა­უ­რად მო­მეჩ­ვე­ნა კი­დევ ის ფაქ­ტი, რომ ოპე­რა­ცი­ის მე­ო­რე დღეს, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მიგ­ვა­ტა­ნი­ნეს პა­ცი­ენ­ტთან საჭ­მე­ლი. ოპე­რა­ცია 12 სა­ა­თი გაგ­რძელ­და, როცა ვი­კი­თხე ამ­დენ ხანს რა­ტომ გაგ­რძელ­და ოპე­რა­ცია, მი­პა­სუ­ხეს მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და და ბა­ქო­დან ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ექი­მიო. ეს შემ­დეგ ტყუ­ი­ლი აღ­მოჩ­ნდა. კარ­ლო გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ჭკვი­ა­ნი კაცი იყო, კარ­გი ქმა­რი მყავ­და (ტი­რის), პა­ლა­ტა­ში როცა გად­მო­იყ­ვა­ნეს ჩემი ქმა­რი, მი­თხრა, ნანა ესე­ნი შარ­ლა­ტა­ნე­ბი არი­ან, ოპე­რა­ცი­ის დროს ერ­თმა­ნეთ­ში ჩხუ­ბობ­დნენ, მე­შო­კი­ვით ჩა­მიყ­ვა­ნეს სა­ო­პე­რა­ცი­ო­და­ნო. ანეს­თე­ზი­ო­ლოგს ვე­ჩხუ­ბე, ოპე­რა­ცი­ის დროს ასე რა­ტომ მო­ი­ქე­ცით მეთ­ქი და მი­თხრა, თქვე­ნი მე­უღ­ლე ნარ­კოზ­ში იყო და მო­ეჩ­ვე­ნაო. ჩემ­მა ქმარ­მა უკვე ყვე­ლა­ფე­რი იცო­და, მაგ­რამ კო­მა­ში ჩა­ვარ­და და თქმა ვერ მო­ას­წრო. ვინც გა­ა­კე­თა ოპე­რა­ცია, სხვა ექი­მის გვარ-სა­ხე­ლი ეწე­რა ფურ­ცელ­ზე. ჩემს თავს ვა­და­ნა­შა­უ­ლებ, რა­ტომ მო­მი­ვი­და ასე­თი შეც­დო­მა. ამ­ხე­ლა კლი­ნი­კა­ში რა­ტომ უნდა გაჩ­ნდეს კი­თხვა, აქვთ თუ არა ლი­ცენ­ზია? ქალ­ბა­ტონ­მა კუ­ზა­ნო­ვამ მი­თხრა, გვაქვს ლი­ცენ­ზია და ეს არის პირ­ვე­ლი ცენ­ტრი კავ­კა­სი­ა­შიო. გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ, მაგ­რამ ფარ­მან ჯე­ი­რან­ლის გარ­და ნინო კუ­ზა­ნო­ვა, იუ­რის­ტი გი­ორ­გი არჩვა­ძე და აგიმ კა­რი­მო­ვიც უნდა და­ი­სა­ჯოს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

წა­ი­კი­თხეთ: "ლან­ცე­ტის" დი­რექ­ტო­რი: "არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი, მათ შო­რის ნინო კუ­ზა­ნო­ვა და დი­მიტ­რი გა­ბუ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყოს მა­ღა­ლი დო­ნის კლი­ნი­კა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"შარლატანები არიან, მეშოკივით ჩამიყვანეს საოპერაციოდანო" - რას ჰყვება "ლანცეტში" გარდაცვლილი პაციენტის მეუღლე და რაში ადანაშაულებს ნინო კუზანოვას

"შარლატანები არიან, მეშოკივით ჩამიყვანეს საოპერაციოდანო" - რას ჰყვება "ლანცეტში" გარდაცვლილი პაციენტის მეუღლე და რაში ადანაშაულებს ნინო კუზანოვას

პროკურატურამ კლინიკა "ლანცეტის" დირექტორი ფარმან ჯეირანლი დააკავა. მას ბრალად პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება ედება. საქალაქო სასამართლომ ფარმან ჯეირანლის აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება კლინიკა "ლანცეტში" ორი პაციენტისთვის ღვიძლის გადანერგვას. ტრანსპლანტაციის შემდეგ ორივე მოქალაქე გარდაიცვალა. გამოძიების ინფორმაციით, რთული ქირურგიული ოპერაცია აზერბაიჯანიდან მოწვეულმა სპეციალისტმა ჩაატარა, თუმცა მას საექიმო სპეციალობაში საქართველოს სახელმწიფო სერტიფიკატი არ ჰქონდა.

"ოპერაციის ჩატარებამდე, შპს "ლანცეტის" დირექტორი ვალდებული იყო პაციენტებისთვის, დონორების და მისი ოჯახის წევრებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას და ასევე მოეხდინა მათი წარდგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული", - აცხადებენ პროკურატურაში.

ნახეთ: როგორ ატყუებდნენ "ლანცეტში" ღვიძლის გადანერგვის მსურველებს - პროკურატურა კლინიკის დირექტორის დაკავების დეტალებზე

Ambebi.ge ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტის კარლო კეკელიძის მეუღლეს ნანა კეკელიძეს დაუკავშირდა. კეკელიძეს "ლანცეტში" ღვიძლის ტრანსპლანტაცია გასულ წელს ჩაუტარდა და გარდაიცვალა.

– როცა ჩემი მეუღლე ავად გახდა, ლიმბახისა და "ავერსის" კლინიკაში გაუკეთდა გამოკვლევები, ყველაფერი კარგად იყო. აპრილის ბოლოს "ავერსის" კლინიკაში ჩამოდიოდნენ კორეელი სპეციალისტები და მანდ უნდა გაეკეთებინა ტრანსპლანტაცია. ჩვენ სხვა კლინიკებიც გავიკითხეთ და გვირჩიეს "ლანცეტი", სადაც მარტში უნდა ჩამოსულიყვნენ თურქი სპეციალისტები და ოპერაცია გაეკეთებინათ. შევხვდით ნინო კუზანოვას, მან დაგვარწმუნა, რომ მოწვეული ექიმი ათ საუკეთესო ტრანსპლანტოლოგში შედიოდა და დაინიშნა ოპერაცია. მას ვენდეთ, ახლა ამბობს, თითქოს არაფერი იცოდა, მაგრამ ჩვენ მას ვენდეთ.

წაიკითხეთ: ნინო კუზანოვას პირველი კომენტარი ბრალდებებზე

– როდის გაუკეთდა თქვენს მეუღლეს ოპერაცია?

– ყოველდღე გვირეკავდნენ ხომ არ გადაიფიქრეთ ოპერაცია, სხვაგან შარლატანები მუშაობენ და არ ენდოთო. ოპერაცია 3 მარტს ჩაუტარდა. ოპერაციის თანხა 99 000 ლარი მივიტანეთ კლინიკაში აგიმ კარიმოვთან, გამოკვლევების თანხა ცალკე გადავიხადეთ... პაციენტის ისტორია არც გახსნეს, კლინიკის წარმომადგენლობას ჩეკი ძლივს მოვაცემინე. უცნაურად მომეჩვენა კიდევ ის ფაქტი, რომ ოპერაციის მეორე დღეს, რეანიმაციაში მიგვატანინეს პაციენტთან საჭმელი. ოპერაცია 12 საათი გაგრძელდა, როცა ვიკითხე ამდენ ხანს რატომ გაგრძელდა ოპერაცია, მიპასუხეს მდგომარეობა გართულდა და ბაქოდან ჩამოვიყვანეთ ექიმიო. ეს შემდეგ ტყუილი აღმოჩნდა. კარლო განათლებული და ჭკვიანი კაცი იყო, კარგი ქმარი მყავდა (ტირის), პალატაში როცა გადმოიყვანეს ჩემი ქმარი, მითხრა, ნანა ესენი შარლატანები არიან, ოპერაციის დროს ერთმანეთში ჩხუბობდნენ, მეშოკივით ჩამიყვანეს საოპერაციოდანო. ანესთეზიოლოგს ვეჩხუბე, ოპერაციის დროს ასე რატომ მოიქეცით მეთქი და მითხრა, თქვენი მეუღლე ნარკოზში იყო და მოეჩვენაო. ჩემმა ქმარმა უკვე ყველაფერი იცოდა, მაგრამ კომაში ჩავარდა და თქმა ვერ მოასწრო. ვინც გააკეთა ოპერაცია, სხვა ექიმის გვარ-სახელი ეწერა ფურცელზე. ჩემს თავს ვადანაშაულებ, რატომ მომივიდა ასეთი შეცდომა. ამხელა კლინიკაში რატომ უნდა გაჩნდეს კითხვა, აქვთ თუ არა ლიცენზია? ქალბატონმა კუზანოვამ მითხრა, გვაქვს ლიცენზია და ეს არის პირველი ცენტრი კავკასიაშიო. გამოძიების შედეგებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ფარმან ჯეირანლის გარდა ნინო კუზანოვა, იურისტი გიორგი არჩვაძე და აგიმ კარიმოვიც უნდა დაისაჯოს.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

წაიკითხეთ: "ლანცეტის" დირექტორი: "არიან დაინტერესებული პირები, მათ შორის ნინო კუზანოვა და დიმიტრი გაბუნია, რომ საქართველოში არ იყოს მაღალი დონის კლინიკა"

"მდგომარეობა დამძიმდა... მართვით სუნთქვაზე იმყოფება" - 37 წლის კობა ალხაზაშვილს კვლავ საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"ბოლომდე გვჯეროდა, რომ გოგოც გამოერეოდა... სახელებს გზადაგზა ვარჩევდით" - გაიცანით ახალგაზრდა წყვილი, რომელსაც 4 ტყუპი შეეძინა

კორონავირუსის 769 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?