სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გინესის რეკორდსმენი დიჯეი GEM Fest-ის პირველ ევროპულ წვეულებაზე!
გინესის რეკორდსმენი დიჯეი GEM Fest-ის პირველ ევროპულ წვეულებაზე!

აფ­რი­კუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი Black Coffee ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლის GEM Fest-ის და­ხუ­რულ ივენთზე და­უკ­რავს. წვე­უ­ლე­ბა, რო­მელ­საც მხო­ლოდ 100 VIP სტუ­მა­რი და­ეს­წრე­ბა, სლო­ვა­კეთ­ში 25-28 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა. line up-ის გარ­და ივენ­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა სლო­ვა­კე­თის მთებ­ში, ჰაბსბურ­გე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო დი­ნას­ტი­ის სა­სახ­ლე­ში გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც ამ­ჟა­მად ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის სა­კუთ­რე­ბა­ში მყო­ფი სას­ტუმ­რო "Gino Park Palace" მდე­ბა­რე­ობს. Black Coffee ივენთზე 26 მა­ისს და­უკ­რავს. არ­ტის­ტის პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბა 2003 წელს იო­ჰა­ნეს­ბურ­გში ჩა­ტა­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, სა­დაც იგი სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კას წარ­მო­ად­გენ­და. მისი პირ­ვე­ლი ალ­ბო­მი კი თა­ვის­სა­ვე და­არ­სე­ბულ ლე­იბლზე, Soulistic Music-ზე გა­მო­ი­ცა. 2010 წელს Black Coffee-მ გი­ნე­სის რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა, მან გა­დაბ­მუ­ლად 60 სა­ა­თი და­უკ­რა.

2013 წლი­დან კი, ის ევ­რო­პა­შიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა და Panorama Bar-ში უკ­რავს, ის ასე­ვე მი­იწ­ვი­ეს Circo Loco, Boiler Room-ში, ADE-ზე და სხვა წარ­მა­ტე­ბულ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე. 2016 წელს კი მან კო­ა­ჩე­ლა­სა და Ultra Music Festival-ზეც და­უკ­რა. დღეს Black Coffee იბი­ცას ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი დი­ჯეი, Hi Ibiza-ს კლუ­ბის რე­ზი­დენ­ტია მას სლო­ვა­კეთ­ში GEM Fest-ის და­ხუ­რულ პრე­ფარ­თი­ზე მო­უს­მე­ნენ. და­ხუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ფოტო და ვი­დეო გა­და­ღე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი იქ­ნე­ბა, ტე­ლე­ფო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას კი სტუმ­რე­ბი მხო­ლოდ სას­ტუმ­როს ნომ­რებ­ში შეძ­ლე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გინესის რეკორდსმენი დიჯეი GEM Fest-ის პირველ ევროპულ წვეულებაზე!

გინესის რეკორდსმენი დიჯეი GEM Fest-ის პირველ ევროპულ წვეულებაზე!

აფრიკული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი Black Coffee ელექტრონული მუსიკის ფესტივალის GEM Fest-ის დახურულ ივენთზე დაუკრავს. წვეულება, რომელსაც მხოლოდ 100 VIP სტუმარი დაესწრება, სლოვაკეთში 25-28 მაისს გაიმართება. line up-ის გარდა ივენთი განსაკუთრებული ადგილმდებარეობითაც გამოირჩევა.

ღონისძიება სლოვაკეთის მთებში, ჰაბსბურგების საგვარეულო დინასტიის სასახლეში გაიმართება, სადაც ამჟამად ქართველი ბიზნესმენის საკუთრებაში მყოფი სასტუმრო "Gino Park Palace" მდებარეობს. Black Coffee ივენთზე 26 მაისს დაუკრავს. არტისტის პირველი მნიშვნელოვანი წარმატება 2003 წელს იოჰანესბურგში ჩატარებულ ღონისძიებას უკავშირდება, სადაც იგი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას წარმოადგენდა. მისი პირველი ალბომი კი თავისსავე დაარსებულ ლეიბლზე, Soulistic Music-ზე გამოიცა. 2010 წელს Black Coffee-მ გინესის რეკორდი დაამყარა, მან გადაბმულად 60 საათი დაუკრა.

2013 წლიდან კი, ის ევროპაშიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხდება და Panorama Bar-ში უკრავს, ის ასევე მიიწვიეს Circo Loco, Boiler Room-ში, ADE-ზე და სხვა წარმატებულ ფესტივალებზე. 2016 წელს კი მან კოაჩელასა და Ultra Music Festival-ზეც დაუკრა. დღეს Black Coffee იბიცას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიჯეი, Hi Ibiza-ს კლუბის რეზიდენტია მას სლოვაკეთში GEM Fest-ის დახურულ პრეფართიზე მოუსმენენ. დახურულ ღონისძიებაზე ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალული იქნება, ტელეფონების გამოყენებას კი სტუმრები მხოლოდ სასტუმროს ნომრებში შეძლებენ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება