სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მერიის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე შუალედურ ინფორმაციას აქვეყნებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მერიის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე შუალედურ ინფორმაციას აქვეყნებს

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის­თვის მი­წე­ბის გა­და­ცე­მის სა­კი­თხზე შუ­ა­ლე­დურ ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს.

"აუ­დი­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გა­ირ­კვა, რომ ქ.თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის 2016 წლის 30 მარ­ტი­სა და ქ. თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს 2016 წლის 15 აპ­რი­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბით შპს "ბი ეს არ - სი დი ჯი დე­ვე­ლოპ­მენ­ტის" სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ 2 302 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თის სა­ნაც­ვლოდ, მე­რი­ამ შპს-ს გა­დას­ცა ორი მი­წის ნაკ­ვე­თი, დე­ლი­სის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ, ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩი­სა და ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცი­ის გზას შო­რის, სა­ერ­თო ფარ­თით 6 708 კვ.მ. გა­საც­ვლე­ლი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი შე­ა­ფა­სა ლ.სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ­მა ბი­უ­რომ, რომ­ლის მი­ხედ­ვით შპს-ს სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 2 302 კვ.მ მი­წის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 2016 წლის 11 მარ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბით შე­ად­გი­ნა - 2 615 100 ლარი, ხოლო მე­რი­ის მიერ გა­და­ცე­მუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ - 2 980 200 ლარი. ფას­თა შო­რის არ­სე­ბუ­ლი სხვა­ო­ბა - 365 500 ლარი, შპს "ბი ეს არ - სი დი ჯი დე­ვე­ლოპ­მენ­ტმა" გა­და­უ­ხა­და ქ. თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს.

შპს "ბი ეს არ - სი დი ჯი დე­ვე­ლოპ­მენ­ტი­სათ­ვის" მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლის შე­ფა­სე­ბი­სა და ანა­ზღა­უ­რე­ბის პრო­ცეს­ზე, აუ­დი­ტის ჯგუ­ფი სწავ­ლობს რამ­დე­ნი­მე სა­კითხს:

შპს "ბი ეს არ - სი დი ჯი დე­ვე­ლოპ­მენტს" გზის გაყ­ვა­ნით შე­საძ­ლო ზა­რა­ლი მი­ად­გა 2012 წელს. მე­რი­ის მიერ კი ზა­რა­ლის შე­ფა­სე­ბა და ანა­ზღა­უ­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და, 2016 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით. კომ­პა­ნია ზა­რა­ლის კომ­პენ­სა­ცი­ას ითხოვ­და 2012 წლი­დან, ფუ­ლა­დი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით. მე­რი­ამ ვერ წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი თუ რა თან­ხის კომ­პენ­სა­ცი­ას ითხოვ­და კომ­პა­ნია და რა­ტომ ვერ მოხ­და მას­თან შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა. თუმ­ცა, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ გზის გაყ­ვა­ნით ზა­რა­ლის მი­ღე­ბის პე­რი­ოდ­ში შპს "ბი ეს არ - სი დი ჯი დე­ვე­ლოპ­მენ­ტმა" მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 2 მი­წის ნაკ­ვე­თი, რომ­ლე­ბიც მდე­ბა­რე­ობ­და 2 302 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თის მო­მიჯ­ნა­ვედ გა­ას­ხვი­სა 1 კვ.მ 223 ლა­რად, ამ გათ­ვლით 2012 წელს 2302 კვ.მ და­კარ­გვით მას მი­ად­გე­ბო­და და­ახ­ლო­ე­ბით 513 346 ლა­რის ზა­რა­ლი და სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამ თან­ხის ანა­ზღა­უ­რე­ბას მო­ი­თხოვ­და კომ­პა­ნია.

მე­რი­ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბის და ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბის პრო­ცე­სი წარ­მარ­თა იმგვა­რად, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში კომ­პა­ნი­ას ზა­რა­ლი აუ­ნა­ზღა­უ­რა 4 წლის დაგ­ვი­ა­ნე­ბით და გა­ცი­ლე­ბით მეტ თან­ხა­ზე, კერ­ძოდ გა­დას­ცა 2 615 100 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მი­წე­ბი.

დო­კუ­მენ­ტუ­რად ვერ დგინ­დე­ბა შპს "ბი ეს არ სი დი ჯი დე­ვე­ლოპ­მენ­ტი" 2016 წლის 29 თე­ბერ­ვლის მდგო­მა­რე­ო­ბით იყო თუ არა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, რომ მე­რია გა­ნი­ხი­ლავ­და მის­თვის ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­კითხს მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის გა­და­ცე­მის გზით. შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მე­რი­ის მხრი­დან წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვერ იქნა. 2016 წლის 29 თე­ბერ­ვალს შპს "ბი ეს - არ სი დი ჯი დე­ვე­ლოპ­მენ­ტის" მფლო­ბე­ლებ­მა კომ­პა­ნი­ის 100%-ნი წილი მი­ყი­და შპს "რო­ი­ალ დე­ვე­ლოპ­მენტს" (შპს "რო­ი­ალ დე­ვე­ლოპ­მენ­ტის" 45% წი­ლის მფლო­ბე­ლი - ლევ ნა­ნი­კაშ­ვი­ლი; 40%-ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე; 15% - მა­ნუ­ახ ნა­ნი­კაშ­ვი­ლი) - 232 000 აშშ დო­ლა­რად (და­ახ­ლო­ე­ბით 580 000 ლარი ). შპს "ბი ეს - არ სი დი ჯი დე­ვე­ლოპ­მენ­ტი" ფლობ­და აქ­ტივს - "მზი­უ­რის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­რე 2 302 კმ.მ მი­წის ნაკ­ვეთს და ითხოვ­და ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბას რო­მე­ლიც მი­ად­გა ახა­ლი გზის გაყ­ვა­ნის გამო. 2016 წლის 29 ივ­ნისს შპს "ბი ეს არ სი დი ჯი დე­ვე­ლოპ­მენ­ტის" 100%-იანი წილი შპს "რო­ი­ალ დე­ვე­ლოპ­მენ­ტმა" 235 000 დო­ლა­რად მი­ყი­და ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს, კომ­პა­ნი­ას ამ პე­რი­ო­დი­სათ­ვის უკვე სა­კუთ­რე­ბა­ში გა­აჩ­ნდა, ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­დე­გად, დე­ლი­სის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ 2 მი­წის ნაკ­ვე­თი, რომ­ლის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბაც ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს დას­კვნის მი­ხედ­ვით შე­ად­გენ­და 2 980 200 ლარს. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ამ მო­ნა­ცე­მებს და­ვეყ­რდნო­ბით 2016 წლის 29 თე­ბერ­ვლის მდგო­მა­რე­ო­ბით შპს "ბი ეს არ სი დი ჯი დე­ვე­ლოპ­მენ­ტის" მფლო­ბე­ლე­ბი თა­ნახ­მა იყ­ვნენ მათ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნია, მათ შო­რის მზი­უ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 2302 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი, გა­ეს­ხვი­სე­ბი­ნათ 232 000 დო­ლა­რად (და­ახ­ლო­ე­ბით 580 000 ლარი).

შე­სა­ბა­მი­სად, შეს­წავ­ლის სა­გა­ნია რა­ტომ ვერ უზ­რუნ­ველ­ყო მე­რი­ამ სა­თა­ნა­დო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის წარ­მო­ე­ბა კომ­პა­ნი­ას­თან ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე და რა­ტომ გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ზა­რა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლი­ყო გა­ცი­ლე­ბით მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბით, კერ­ძოდ 2 615 100 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მი­წე­ბის ნაკ­ვე­თე­ბით.

სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, შპს "ბი ეს არ - სი დი ჯი დე­ვე­ლოპ­მენ­ტი" 2007 წლი­დან ქ. თბი­ლის­ში, მზი­უ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფლობ­და 19 297 კვ.მ მი­წის ნაკ­ვეთს . 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში კომ­პა­ნი­ამ მი­წის ნაკ­ვე­თი დაყო სამ სა­კა­დას­ტრო ერ­თე­უ­ლად;

• ნაკ­ვე­თი I - 2 246 კვ.მ ;

• ნაკ­ვე­თი II - 2 302 კვ.მ ;

• ნაკ­ვე­თი III - 14 749 კვ.მ ;

2012 წელს ქ. თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მიერ გაყ­ვა­ნი­ლი იქნა ვა­რა­ზის­ხე­ვი­სა და თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ახა­ლი გზი­დან მე-9 სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან ამო­მა­ვა­ლი გზა (ავა­ლიშ­ვი­ლის ქუჩა). აღ­ნიშ­ნუ­ლი გზის და­ახ­ლო­ე­ბით 97 მეტ­რი­ან­მა მო­ნაკ­ვეთ­მა გა­ი­ა­რა შპს "ბი ეს არ - სი დი ჯი დე­ვე­ლოპ­მენ­ტის" სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ნაკ­ვეთ­ზე. კერ­ძოდ, და­ი­კა­ვა ნაკ­ვე­თი II - 2 302 კვ.მ მი­წის და­ახ­ლო­ე­ბით 74% ", - აცხა­დე­ბენ აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კვლე­ვის ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბე­ბი შემ­დე­გია: 2012-2016 წლებ­ში შპს "ბი-ეს-არ-სი დი ჯი დე­ვე­ლოპ­მენ­ტი" უშე­დე­გოდ ითხოვს კომ­პენ­სა­ცი­ას;

• 2016 წელს კომ­პა­ნი­ის მე­სა­კუთ­რის ცვლი­ლე­ბი­დან 45 დღის ვა­და­ში თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა და­ას­რუ­ლა კომ­პენ­სა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რა;

• მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მიერ კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა 5-ჯერ აღე­მა­ტე­ბო­და ზა­რა­ლის მი­ღე­ბის პე­რი­ოდ­ში და ასე­ვე, მი­წის ნაკ­ვეთ­ში ახა­ლი მე­სა­კუთ­რის მიერ გა­დახ­დილ თან­ხას;

• ახალ­მა მე­სა­კუთ­რემ 580 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა 2 615 100 ლა­რის აქ­ტი­ვის მქო­ნე კომ­პა­ნია;

• თბი­ლი­სი მე­რი­ამ აუქ­ცი­ო­ნის აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბად მო­მიჯ­ნა­ვე სა­კა­დას­ტრო ერ­თე­ულ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და­ა­სა­ხე­ლა;

• მო­მიჯ­ნა­ვე სა­კა­დას­ტრო ერ­თე­უ­ლის მე­სა­კუთ­რე გახ­ლდათ 1 კომ­პა­ნია (100% წი­ლის მე­სა­კუთ­რე ო. ფარ­ცხა­ლა­ძე);

• აუქ­ცი­ონ­ზე გა­ტა­ნი­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი 1.7-ჯერ ნაკ­ლე­ბა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი, ვიდ­რე მო­მიჯ­ნა­ვე მი­წის ნაკ­ვე­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის დას­კვნა სრუ­ლად იხი­ლეთ ბმულ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მერიის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე შუალედურ ინფორმაციას აქვეყნებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მერიის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე შუალედურ ინფორმაციას აქვეყნებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე შუალედურ ინფორმაციას აქვეყნებს.

"აუდიტის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 30 მარტისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის განკარგულებებით შპს "ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტის" საკუთრებაში არსებულ 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, მერიამ შპს-ს გადასცა ორი მიწის ნაკვეთი, დელისის ქუჩის მიმდებარედ, ნუცუბიძის ქუჩისა და ინტენსიფიკაციის გზას შორის, საერთო ფართით 6 708 კვ.მ. გასაცვლელი მიწის ნაკვეთები შეაფასა ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, რომლის მიხედვით შპს-ს საკუთრებაში არსებული 2 302 კვ.მ მიწის ღირებულებამ 2016 წლის 11 მარტის მდგომარეობით შეადგინა - 2 615 100 ლარი, ხოლო მერიის მიერ გადაცემული მიწის ნაკვეთების ღირებულებამ - 2 980 200 ლარი. ფასთა შორის არსებული სხვაობა - 365 500 ლარი, შპს "ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტმა" გადაუხადა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს.

შპს "ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტისათვის" მიყენებული ზარალის შეფასებისა და ანაზღაურების პროცესზე, აუდიტის ჯგუფი სწავლობს რამდენიმე საკითხს:

შპს "ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტს" გზის გაყვანით შესაძლო ზარალი მიადგა 2012 წელს. მერიის მიერ კი ზარალის შეფასება და ანაზღაურება განხორციელდა, 2016 წლის მდგომარეობით. კომპანია ზარალის კომპენსაციას ითხოვდა 2012 წლიდან, ფულადი ანაზღაურების სახით. მერიამ ვერ წარმოგვიდგინა შესაბამისი მტკიცებულებები თუ რა თანხის კომპენსაციას ითხოვდა კომპანია და რატომ ვერ მოხდა მასთან შეთანხმების მიღწევა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ გზის გაყვანით ზარალის მიღების პერიოდში შპს "ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტმა" მის საკუთრებაში არსებული 2 მიწის ნაკვეთი, რომლებიც მდებარეობდა 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ გაასხვისა 1 კვ.მ 223 ლარად, ამ გათვლით 2012 წელს 2302 კვ.მ დაკარგვით მას მიადგებოდა დაახლოებით 513 346 ლარის ზარალი და სავარაუდოდ, სწორედ ამ თანხის ანაზღაურებას მოითხოვდა კომპანია.

მერიამ მოლაპარაკების და ზარალის ანაზღაურების პროცესი წარმართა იმგვარად, რომ საბოლოო ჯამში კომპანიას ზარალი აუნაზღაურა 4 წლის დაგვიანებით და გაცილებით მეტ თანხაზე, კერძოდ გადასცა 2 615 100 ლარის ღირებულების მიწები.

დოკუმენტურად ვერ დგინდება შპს "ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტი" 2016 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით იყო თუ არა ინფორმირებული, რომ მერია განიხილავდა მისთვის ზარალის ანაზღაურების საკითხს მიწის ნაკვეთების გადაცემის გზით. შესაბამისი მტკიცებულებები მერიის მხრიდან წარმოდგენილი ვერ იქნა. 2016 წლის 29 თებერვალს შპს "ბი ეს - არ სი დი ჯი დეველოპმენტის" მფლობელებმა კომპანიის 100%-ნი წილი მიყიდა შპს "როიალ დეველოპმენტს" (შპს "როიალ დეველოპმენტის" 45% წილის მფლობელი - ლევ ნანიკაშვილი; 40%-ოთარ ფარცხალაძე; 15% - მანუახ ნანიკაშვილი) - 232 000 აშშ დოლარად (დაახლოებით 580 000 ლარი ). შპს "ბი ეს - არ სი დი ჯი დეველოპმენტი" ფლობდა აქტივს - "მზიურის" მიმდებარე ტერიტორიარე 2 302 კმ.მ მიწის ნაკვეთს და ითხოვდა ზარალის ანაზღაურებას რომელიც მიადგა ახალი გზის გაყვანის გამო. 2016 წლის 29 ივნისს შპს "ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტის" 100%-იანი წილი შპს "როიალ დეველოპმენტმა" 235 000 დოლარად მიყიდა ოთარ ფარცხალაძეს, კომპანიას ამ პერიოდისათვის უკვე საკუთრებაში გააჩნდა, ზარალის ანაზღაურების შედეგად, დელისის ქუჩის მიმდებარედ 2 მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულებაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით შეადგენდა 2 980 200 ლარს. შესაბამისად, თუ ამ მონაცემებს დავეყრდნობით 2016 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით შპს "ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტის" მფლობელები თანახმა იყვნენ მათ საკუთრებაში არსებული კომპანია, მათ შორის მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2302 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, გაესხვისებინათ 232 000 დოლარად (დაახლოებით 580 000 ლარი).

შესაბამისად, შესწავლის საგანია რატომ ვერ უზრუნველყო მერიამ სათანადო კომუნიკაციის წარმოება კომპანიასთან ზარალის ანაზღაურებაზე და რატომ გახდა აუცილებელი ზარალი ანაზღაურებულიყო გაცილებით მეტი ღირებულებით, კერძოდ 2 615 100 ლარის ღირებულების მიწების ნაკვეთებით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს "ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტი" 2007 წლიდან ქ. თბილისში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე ფლობდა 19 297 კვ.მ მიწის ნაკვეთს . 2012 წლის დეკემბერში კომპანიამ მიწის ნაკვეთი დაყო სამ საკადასტრო ერთეულად;

• ნაკვეთი I - 2 246 კვ.მ ;

• ნაკვეთი II - 2 302 კვ.მ ;

• ნაკვეთი III - 14 749 კვ.მ ;

2012 წელს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გაყვანილი იქნა ვარაზისხევისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზიდან მე-9 საავადმყოფოსთან ამომავალი გზა (ავალიშვილის ქუჩა). აღნიშნული გზის დაახლოებით 97 მეტრიანმა მონაკვეთმა გაიარა შპს "ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტის" საკუთრებაში არსებული ნაკვეთზე. კერძოდ, დაიკავა ნაკვეთი II - 2 302 კვ.მ მიწის დაახლოებით 74% ", - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

მათივე განმარტებით, კვლევის ძირითადი მიგნებები შემდეგია: 2012-2016 წლებში შპს "ბი-ეს-არ-სი დი ჯი დეველოპმენტი" უშედეგოდ ითხოვს კომპენსაციას;

• 2016 წელს კომპანიის მესაკუთრის ცვლილებიდან 45 დღის ვადაში თბილისის მუნიციპალიტეტმა დაასრულა კომპენსაციის პროცედურა;

• მუნიციპალიტეტის მიერ კომპენსირებული ქონება 5-ჯერ აღემატებოდა ზარალის მიღების პერიოდში და ასევე, მიწის ნაკვეთში ახალი მესაკუთრის მიერ გადახდილ თანხას;

• ახალმა მესაკუთრემ 580 000 ლარად შეიძინა 2 615 100 ლარის აქტივის მქონე კომპანია;

• თბილისი მერიამ აუქციონის აუცილებელ პირობად მომიჯნავე საკადასტრო ერთეულთან გაერთიანება დაასახელა;

• მომიჯნავე საკადასტრო ერთეულის მესაკუთრე გახლდათ 1 კომპანია (100% წილის მესაკუთრე ო. ფარცხალაძე);

• აუქციონზე გატანილი მიწის ნაკვეთი 1.7-ჯერ ნაკლებადაა შეფასებული, ვიდრე მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ღირებულება.

აუდიტის სამსახურის დასკვნა სრულად იხილეთ ბმულზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."