სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
10-15 წელიწადში შუა და ცენტრალურ აზიაში წყლის რესურსებისთვის შესაძლოა მასშტაბური ომი დაიწყოს
10-15 წელიწადში შუა და ცენტრალურ აზიაში წყლის რესურსებისთვის შესაძლოა მასშტაბური ომი დაიწყოს

ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ოქრო - ამ სამი რა­მის­თვის მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნი გა­უ­თა­ვე­ბელ ომებს აწარ­მო­ებ­და. ბოლო 100-150 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრძო­ლის ველ­ზე მთა­ვა­რი მო­თა­მა­შე - ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი გახ­და. ესე­ნია რკი­ნი­სა და სხვა ლი­თო­ნე­ბის მა­და­ნი, ალ­მა­სე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვი აირი და ნავ­თო­ბი - დე­და­მი­წის წი­აღ­ში ჩა­მა­ლუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი სიმ­დიდ­რე, რომ­ლის და­სა­პყრო­ბა­დაც სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი სის­ხლისმღვრელ და­პი­რის­პი­რე­ბებს აჩა­ღე­ბენ.

ენერ­გი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი­სა და ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის მომ­რავ­ლე­ბას­თან ერ­თად, თან­და­თა­ნო­ბით გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა მე­ო­რე პლან­ზე გა­და­ი­წევს. თუმ­ცა არის ერთი ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სი, რომ­ლის ჩა­ნაც­ვლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია - ეს წყა­ლია. თუ ვი­თა­რე­ბა არ შე­იც­ვა­ლა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი რომ უახ­ლო­ე­სი 10-15 წე­ლი­წად­ში შუა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში ომი სწო­რედ წყლის დე­ფი­ციტ­მა გა­მო­იწ­ვი­ოს.

რე­გი­ონ­ში წყლის მა­რა­გი მე­ტად არა­თა­ნაბ­რა­დაა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. ყირ­გი­ზე­თი და ტა­ჯი­კე­თი წყლის საკ­მა­ოდ ვრცელ მა­რა­გებს ფლობს. დიდი მდი­ნა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც წყლით შუა აზი­ას ამა­რა­გებს, სა­თა­ვეს სწო­რედ აქ იღებს. დაბ­ლობ­ში მდე­ბა­რე უზ­ბე­კეთ­ში, თურ­ქმე­ნეთ­სა და ყა­ზა­ხეთ­ში კი წყა­ლი არა­რაკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით აქვთ. მა­გა­ლი­თად, უზ­ბე­კეთ­ში წყლის 77% იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია.

მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის ფა­რუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა წყლის გამო სსრკ-ს დაშ­ლის­თა­ნა­ვე წარ­მო­იქ­მნა. მდი­ნა­რე­ე­ბის წყალს ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით - სა­ი­რი­გა­ცი­ოდ (მი­წის მორ­წყვის­თვის) და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ. მაგ­რამ ეს სფე­რო­ე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის - სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა წყლის დიდ მა­რა­გებს ზა­ფხულ­ში სა­ჭი­რო­ებს, მა­შინ, რო­დე­საც დენ­ზე მო­თხოვ­ნა მკვეთ­რად ზამ­თარ­ში იზ­რდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, კაშხლე­ბით ზა­ფხუ­ლის­თვის წყლის დაგ­რო­ვე­ბის ნაც­ვლად, ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბი ამ ბუ­ნებ­რივ რე­სურსს დე­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის­თვის მო­იხ­მა­რენ.

1990-იან წლებ­ში ყირ­გი­ზეთ­მა და ტა­ჯი­კეთ­მა მძლავ­რი ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა გა­ნა­ახ­ლეს იმ მდი­ნა­რე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც უზ­ბე­კე­თის­კენ მი­ე­დი­ნე­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წყლის რე­სურ­სე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის პრობ­ლე­მა რე­გი­ონ­ში გა­და­უჭ­რე­ლია. უზ­ბე­კე­თის­თვის წყალს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მას ბამ­ბის ბოჭ­კო­ე­ბის მინ­დვ­რე­ბის მორ­წყვის­თვის მო­იხ­მა­რენ. ამ ნედ­ლე­ულ­ზე უზ­ბე­კე­თის სა­ექპორ­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლის ლო­მის წილი მო­დის. სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და წყლის რე­სურ­სე­ბის დაც­ვის­თვის, 2016 წელს უზ­ბე­კეთ­მა ყირ­გი­ზე­თის სა­ზღვარ­თან არ­მი­ის მსხვი­ლი შე­ნა­ერ­თე­ბი გა­და­ის­რო­ლა.

საფრ­თხეს რე­გი­ონ­ში ჩი­ნე­თიც ქმნის. მდი­ნა­რე ირტი­ში, რო­მე­ლიც ყა­ზა­ხე­თის წყლით მო­მა­რა­გე­ბის მთა­ვა­რი არ­ტე­რი­აა, სა­თა­ვეს ჩი­ნეთ­ში მდე­ბა­რე მყინ­ვა­რებ­ში იღებს.

ბოლო 5-6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩი­ნე­თის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნე­ბი სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა. ამ­ჟა­მად ჩი­ნე­ლებს ირტიშ­ზე უკვე აქვთ აშე­ნე­ბუ­ლი 13 წყალ­სა­ცა­ვი და 59 მცი­რე ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი. მზარ­დი სამ­რეწ­ვე­ლო პო­ტენ­ცი­ა­ლი წყლის დიდ რა­ო­დე­ნო­ბას სა­ჭი­რო­ებს. ექ­სპერტთა შე­ფა­სე­ბით ირტიშ­ში წყლის დო­ნის კლე­ბა უკვე შე­იმ­ჩნე­ვა. პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ყა­ზა­ხეთ­ში მდე­ბა­რე ბა­ლა­ხა­შის ტბამ დაშ­რო­ბა და­ი­წყოს და რე­გი­ო­ნი სას­მე­ლი წყლის გა­რე­შე და­ტო­ვოს.

მსგავ­სი რამ შუა აზი­ა­ში ერთხელ უკვე მოხ­და. არას­წო­რი მიდ­გო­მის გამო, ერთ დროს ყა­ზა­ხე­თი­სა და უზ­ბე­კე­თის სა­ზღვარ­ზე არ­სე­ბუ­ლი არა­ლის ზღვა, რო­მე­ლიც სი­დი­დით მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­თხე ტბა იყო, დღეს ფაქ­ტობ­რი­ვად, მთლი­ა­ნად დამ­შრა­ლია. 1930-იან წლებ­ში შუა აზი­ა­ში სარ­წყა­ვი არ­ხე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყეს. 1960-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ამ პრო­ცეს­მა მა­სი­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. ადა­მი­ა­ნი იმა­ზე მეტ წყალს მო­იხ­მარ­და არა­ლი­დან, ვიდ­რე იქ ჩამ­დი­ნა­რე მდი­ნა­რე­ებს "ჩაჰ­ქონ­და". ბამ­ბის ბოჭ­კო­ე­ბის უზარ­მა­ზარ მინ­დვ­რებს ყო­ველ­წლი­უ­რად სულ უფრო და უფრო მეტი წყა­ლი სჭირ­დე­ბო­და. ღია სარ­წყა­ვი არ­ხე­ბი და კა­ლა­პო­ტე­ბი ხში­რად გა­მო­დი­ო­და მწყობ­რი­დან და წყა­ლი, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში მთა­ვარ სისმდიდ­რეს წარ­მო­ად­გენ­და, ტყუ­ი­ლად იღ­ვრე­ბო­და. 1970 წლის­თვის არა­ლის ზღვა­ში წყლის შემ­ცი­რე­ბის სიჩ­ქა­რემ წე­ლი­წად­ში 80 სმ-ს მი­აღ­წია. 2003 წელს წყლის მო­ცუ­ლო­ბამ პირ­ვე­ლა­დი რა­ო­დე­ნო­ბის მხო­ლოდ 10% შე­ად­გი­ნა. არა­ლის დაშ­რო­ბამ რე­გი­ონ­ში ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფა გა­მო­იწ­ვია. ოდეს­ღაც წყლით და­ფა­რუ­ლი ვრცე­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი უდაბ­ნოდ გა­და­იქ­ცა. გაზ­რდილ­მა მა­რი­ლი­ა­ნო­ბამ კი ზღვა­ში თევ­ზი და­ხო­ცა.

თუ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შუა აზი­ის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი წყლის რე­სურ­სე­ბის მოხ­მა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე ვერ შე­თან­ხმდე­ბი­ან, რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე ბა­ლა­ხა­შის ტბა არა­ლის ზღვის ბედს გა­ი­ზი­ა­რებს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

10-15 წელიწადში შუა და ცენტრალურ აზიაში წყლის რესურსებისთვის შესაძლოა მასშტაბური ომი დაიწყოს

10-15 წელიწადში შუა და ცენტრალურ აზიაში წყლის რესურსებისთვის შესაძლოა მასშტაბური ომი დაიწყოს

ტერიტორიები, ძალაუფლება, ოქრო - ამ სამი რამისთვის მრავალი საუკუნის განმავლობაში ადამიანი გაუთავებელ ომებს აწარმოებდა. ბოლო 100-150 წლის განმავლობაში ბრძოლის ველზე მთავარი მოთამაშე - ბუნებრივი რესურსები გახდა. ესენია რკინისა და სხვა ლითონების მადანი, ალმასები, ბუნებრივი აირი და ნავთობი - დედამიწის წიაღში ჩამალული ბუნებრივი სიმდიდრე, რომლის დასაპყრობადაც სახელმწიფოები სისხლისმღვრელ დაპირისპირებებს აჩაღებენ.

ენერგიის ალტერნატიული წყაროებისა და ელექტრომობილების მომრავლებასთან ერთად, თანდათანობით გაზისა და ნავთობის მნიშვნელობა მეორე პლანზე გადაიწევს. თუმცა არის ერთი ბუნებრივი რესურსი, რომლის ჩანაცვლება შეუძლებელია - ეს წყალია. თუ ვითარება არ შეიცვალა, არ არის გამორიცხული რომ უახლოესი 10-15 წელიწადში შუა და ცენტრალურ აზიაში ომი სწორედ წყლის დეფიციტმა გამოიწვიოს.

რეგიონში წყლის მარაგი მეტად არათანაბრადაა განაწილებული. ყირგიზეთი და ტაჯიკეთი წყლის საკმაოდ ვრცელ მარაგებს ფლობს. დიდი მდინარეები, რომლებიც წყლით შუა აზიას ამარაგებს, სათავეს სწორედ აქ იღებს. დაბლობში მდებარე უზბეკეთში, თურქმენეთსა და ყაზახეთში კი წყალი არარაკმარისი რაოდენობით აქვთ. მაგალითად, უზბეკეთში წყლის 77% იმპორტირებულია.

მეზობელ სახელმწიფოებს შორის ფარული დაპირისპირება წყლის გამო სსრკ-ს დაშლისთანავე წარმოიქმნა. მდინარეების წყალს ორი მიმართულებით - საირიგაციოდ (მიწის მორწყვისთვის) და ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იყენებენ. მაგრამ ეს სფეროები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის - სოფლის მეურნეობა წყლის დიდ მარაგებს ზაფხულში საჭიროებს, მაშინ, როდესაც დენზე მოთხოვნა მკვეთრად ზამთარში იზრდება. შესაბამისად, კაშხლებით ზაფხულისთვის წყლის დაგროვების ნაცვლად, ჰიდროელექტროსადგურები ამ ბუნებრივ რესურსს დენის გამომუშავებისთვის მოიხმარენ.

1990-იან წლებში ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა მძლავრი ჰესების მშენებლობა განაახლეს იმ მდინარეებზე, რომლებიც უზბეკეთისკენ მიედინება. წლების განმავლობაში წყლის რესურსების რეგულირების პრობლემა რეგიონში გადაუჭრელია. უზბეკეთისთვის წყალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მას ბამბის ბოჭკოების მინდვრების მორწყვისთვის მოიხმარენ. ამ ნედლეულზე უზბეკეთის საექპორტო პოტენციალის ლომის წილი მოდის. საკუთარი ინტერესებისა და წყლის რესურსების დაცვისთვის, 2016 წელს უზბეკეთმა ყირგიზეთის საზღვართან არმიის მსხვილი შენაერთები გადაისროლა.

საფრთხეს რეგიონში ჩინეთიც ქმნის. მდინარე ირტიში, რომელიც ყაზახეთის წყლით მომარაგების მთავარი არტერიაა, სათავეს ჩინეთში მდებარე მყინვარებში იღებს.

ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონები სწრაფად ვითარდება. ამჟამად ჩინელებს ირტიშზე უკვე აქვთ აშენებული 13 წყალსაცავი და 59 მცირე ჰიდროელექტროსადგური. მზარდი სამრეწველო პოტენციალი წყლის დიდ რაოდენობას საჭიროებს. ექსპერტთა შეფასებით ირტიშში წყლის დონის კლება უკვე შეიმჩნევა. პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ ყაზახეთში მდებარე ბალახაშის ტბამ დაშრობა დაიწყოს და რეგიონი სასმელი წყლის გარეშე დატოვოს.

მსგავსი რამ შუა აზიაში ერთხელ უკვე მოხდა. არასწორი მიდგომის გამო, ერთ დროს ყაზახეთისა და უზბეკეთის საზღვარზე არსებული არალის ზღვა, რომელიც სიდიდით მსოფლიოში მეოთხე ტბა იყო, დღეს ფაქტობრივად, მთლიანად დამშრალია. 1930-იან წლებში შუა აზიაში სარწყავი არხების მშენებლობა დაიწყეს. 1960-იანი წლებიდან მოყოლებული ამ პროცესმა მასიური ხასიათი მიიღო. ადამიანი იმაზე მეტ წყალს მოიხმარდა არალიდან, ვიდრე იქ ჩამდინარე მდინარეებს "ჩაჰქონდა". ბამბის ბოჭკოების უზარმაზარ მინდვრებს ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი წყალი სჭირდებოდა. ღია სარწყავი არხები და კალაპოტები ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან და წყალი, რომელიც რეგიონში მთავარ სისმდიდრეს წარმოადგენდა, ტყუილად იღვრებოდა. 1970 წლისთვის არალის ზღვაში წყლის შემცირების სიჩქარემ წელიწადში 80 სმ-ს მიაღწია. 2003 წელს წყლის მოცულობამ პირველადი რაოდენობის მხოლოდ 10% შეადგინა. არალის დაშრობამ რეგიონში ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. ოდესღაც წყლით დაფარული ვრცელი ტერიტორიები უდაბნოდ გადაიქცა. გაზრდილმა მარილიანობამ კი ზღვაში თევზი დახოცა.

თუ უახლოეს მომავალში შუა აზიის სახელმწიფოები წყლის რესურსების მოხმარების თაობაზე ვერ შეთანხმდებიან, რეგიონში მდებარე ბალახაშის ტბა არალის ზღვის ბედს გაიზიარებს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

"ვითარების კონტროლისთვის პუტინისა და ასადის სამხედროები ხოცავენ ადამიანებს..." - რუსეთის პრეზიდენტის "სისხლიანი მარჯვენა ხელის" კვალი სირიაში

"საფრანგეთმა ნიკოტინის შემცველი პროდუქტების გაყიდვა აკრძალა მას შემდეგ, რაც მეცნიერების ნაწილმა დაადგინა, რომ მწეველები COVID-19-ს უკეთესად უმკლავდებიან" - BBC

"მათი დალევა ან ორგანიზმში მოხვედრა ძალიან საშიშია" - ტრამპის განცხადების შემდეგ სადეზინფექციო ხსნარების კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს