სოფლის მეურნეობის მინისტრის კომენტარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მეფუტკრესთან დაკავშირებით

სოფლის მეურნეობის მინისტრის კომენტარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მეფუტკრესთან დაკავშირებით

სამეგრელოში სტიქიის შედეგად დაზარალებული ფერმერის, მინდია ქავთარაძის დასახმარებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა, მობილიზებულია შპს "მექანიზატორის" ტექნიკა, რომელიც ფერმერს სტიქიის ზონიდან გადარჩენილი ინვენტარის გამოტანაში დაეხმარება.

"მობილიზებულია სასოფლო-სამეურნეო განვითარების ხელშეწყობის სააგენტო, რეგიონული საინფორმაციო-საკოორდინაციო სამსახური და შპს "მექანიზატორი". შპს "მექანიზატორი" ფერმერს დაეხმარება გადარჩენილი ინვენტარის სტიქიის ზონიდან გამოტანაში", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სამეგრელოში სტიქიამ ახალგაზრდა ფერმერი მინდია ქავთარაძე დააზარალა, წყალდიდობამ დატბორა ფუტკრის სკები, სულ განადგურებულია 750 სული ფუტკარი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელით საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელი ნინო ზამბახიძე ავრცელებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი